პროფესიული რჩევები

– ვარ პედაგოგი, 2010 წლის დეკემბერში გავიკეთე ოპერაცია.  რამდენიმე თვეა ვწევარ, ამიტომ ვერ შევძელი ბიულეტენის დახურვა.  სკოლაში ბიულეტენი უნდა წარვადგინო ერთი თვის დაგვიანებით. ხომ არ შემექმნება პრობლემები ამის გამო და რამდენ ხანში უნდა დამიფაროს სახელმწიფომ ბიულეტენზე ყოფნის თანხები?

 

ირაკლი გუნიავა, პროექტის იურისტი: თუ თქვენ ხართ საჯარო სასწავლო დაწესებულების პედაგოგი, თქვენი ხელფასის ანაზღაურება მოხდება იმ დაწესებულების, ანუ სახელმწიფოს მიერ, რომლის თანამშრომელოც ბრძანდებით. ხოლო თუკი თქვენ კერძო სასწავლო დაწესებულების თანამშრომელი ბრძანდებით, მაშინ თქვენი ანაზღაურების საკითხი დარეგულირდება თქვენსა და სასწავლო დაწესებულებას შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით. ამავე ხელშეკრულებით დარეგულირდება თანხის ანაზღაურების ვადაც. რაც შეეხება პრობლემებს, თუ თქვენი შრომისუუნარობა გაგრძელდა დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად:

მუხლი 37. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები:

1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ზ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 50 კალენდარულ დღეს.

 

 

– ვარ პედაგოგი, ვცხოვრობ და ვმუშაობ სვანეთში. პირველმა ექიმმა დამიწერა, რომ მარტის ბოლოს გამოვცხადდე სამსახურში, მაგრამ ობიექტური პირობების გამო, სკოლამდე მისვლას ვერ ვახერხებ. გაცდენილი პერიოდი ჩამეთვლება თუ არა საპატიოდ, თუ სჯობს ავიღო უფასო შვებულება?

ირაკლი გუნიავა, პროექტის იურისტი: თუ თქვენი სამუშაო ადგილამდე მისვლა გამოწვეულია ობიექტური მიზეზებით (ფორსმაჟორი, სტიქია და ა.შ.) გაცდენილი პერიოდისათვის მიზეზი ჩაითვლება საპატიოდ.

 

– მაინტერესებს თუ არის რამე სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურა, რომელიც დაზღვეულთა უფლებებს დაიცავს და უშუალოდ ჩაერთვება მისი პრობლემების მოგვარებაში?

ჟურნალისტთა კვლევის ცენტრი: საქართველოში დაზღვეულთა უფლებებს რამდენიმე ორგანიზაცია იცავს. მათ შორის, სახელმწიფო უწყებაც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

დაზღვეულთა უფლებები დასაცავად სახელმწიფომ ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან შექმნა მედიაციის სამსახური, რომელიც დაზღვეულთა პრეტენზიებს და საჩივრებს განიხილავს.

გარდა ამისა, დაზღვეულებს პრობლემების მოგვარებაში ეხმარება ჟურნალისტური კვლევის ცენტრი, გაზეთი `რეზონანსი~, საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი და საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია.  თქვენ შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 377969, 387969, 204995 და ჩვენი იურისტები დაგეხმარებიან თქვენი პრობლემების მოგვარებაში.

 

– ვარ პედაგოგი, სამსახურეობრივი მივლინებით მიხდებაუცხოეთში წასვლა. მეკუთვნის, თუ არა დაზღვევა უცხოეთშიმოგზაურობისთვის პედაგოგთა სადაზღვევო პოლისით?

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი: პედაგოგთა სახელმწიფოდაზღვევის პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნ218დადგენილებით. ამ დადგენილების თანახმად, `არ ანაზღაურდებასაზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები~, ანუთქვენ, დაზღვეულ პედაგოგს, სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობაშეგიძლიათ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

-ვარ სოციალურად დაუცველი, ჩემს შვილს დაუდგინდა ტუბერკულოზის მძიმე ფორმა. როგორც ვიცი, ფილტვების გადაღება 300ლარამდე ჯდება. მეკუთვნის თუ არა სადაზღვევო პოლისით ფილტვებისგადაღება და ვის უნდა მივმართო უარის შემთხვევაში?

ირაკლი გუნიავა, პროექტის იურისტი: თქვენ, სადაზღვევო პოლისის ფარგლებში უნდა მიიღოთ შესაბამისი მომსახურება.საქრთველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის ნ32 დადგენილებით:`სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევისპირობები სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინოდაზღვევის პირობები ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინომომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომელსაც დაფარავსმზღვეველი:

ა.ბ) ექიმის დანიშნულებით ელექტროკარდიოგრაფიული,ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ქირურგიულჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული დაინსტრუმენტული გამოკვლევები; (მუხლი 3.)

უარის შემთხვევაში, ვიდრე მიმართავდეთ სასამართლოს,შეგიძლიათ მიმართოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირს -ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურს.

მედიაციის სამსახურის საკონტაქტო მონაცემებია:

მისამართი: 0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამ. 144

ტელეფონი: (+995 32) 10 88 55 ; (+995 32) 10 99 55

ელ. ფოსტა:info@him.ge

– სოციალურად დაუცველთა პაკეტში გათვალისწინებული თუ არაქრონიკული დაავადებების მკურნალობა?

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი: სოციალურად დაუცველპირთა დაზღვევის პირობების თანახმად, ქრონიკული დაავადებებისშემთხვევაში ანაზღაურდება მხოლოდ გადაუდებელი ოპერაციისხარჯები. შეგვატყობინეთ თქვენი კონკრეტული სამედიცინო საჭიროებადა ჩვენი ექსპერტებისგან ზუსტ პასუხს მიიღებთ.

————–

რჩევა:

სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობების ნებისმიერ ეტაპზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია სამედიცინო მომსახურება, აუცილებლად დროულად და სრულად მიაწოდეთ მას სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტები.

სადაზღვევო ხელშეკრულებაში სადაზღვევო მომსახურების შეძენისთანავე ყურადღება მიაქციეთ რა დოკუმენტაცია გექნებათ წარსადგენი სადაზღვევო კომპანიისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, რათა მობილიზებული და ორგანიზებული იყოთ ამის აუცილებლობის შემთხვევაში.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევის შესახებ განაცხადი და დოკუმენტაცია სადაზღვევო კომპანიას უნდა წარუდგინოთ შეძლებისდაგვარად სწრაფად – დაგვიანება, თუ ეს ობიექტურად უარყოფით გავლენას მოახდენს სადაზღვევო კომპანიის ზარალის დარეგულირების პროცესზე, შესაძლოა, თქვენს წინააღმდეგ ამუშავდეს.

_ ვარ პედაგოგი. მაქვს სახელმწიფო დაზღვევა. შარშან გავიკეთე ოპერაცია, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ დამიფინანსა,მაგრამ წელსაც მჭირდება შედარებით მარტივი ოპერაციის გაკეთება.რადგანაც ახლო პერიოდში მომიწია მკურნალობა, მაინტერესებს ხომარ შემექმნება პრობლემები დაფინანსებასთან დაკავშირებით?შევძლებ თუ არა მეორე ჩემი პოლისით ოპერაციისთვის სარგებლობას?
ირაკლი გუნიავა, პროექტის იურისტი: თქვენი ოპერაციისანაზღაურება მოხდებოდა სადაზღვევო პოლისის საფუზველზე, სადაცგანსაზღვრული იქნებოდა გეგმიური ოპერაციის ანაზღაურების წლიურილიმიტი. თუ თქვენ ისევ სარგებლობთ სადაზღვევო პოლისით და არამოგიწურიათ გეგმიური ოპერაციისათვის განსაზღვრული წლიურილიმიტი, მაშინ თქვენი ოპერაციის ანაზღაურება მოხდება ამ ლიმიტისფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი: მუხლი 799. ცნება:
`დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროსდამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანიხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილისადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოსსადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება~.
– ვარ პედაგოგი, გასულ წელს დაზღვევით გავიკეთე ოპერაცია.საავადმყოფომ და სადაზღვევო კომპანიამ მომცეს ბიულეტენი. ვისუნდა მივმართო ბიულეტენით ხელფასის ასანაზღაურებლად და რავადებში ხდება თანხის გადმორიცხვა?
ირაკლი გუნიავა, პროექტის იურისტი: თუ თქვენ ხართ საჯარო სასწავლო დაწესებულების პედაგოგი, თქვენი ხელფასის ანაზღაურებამოხდება იმ დაწესებულების, ანუ სახელმწიფოს მიერ, რომლისთანამშრომელიც ბრძანდებით; ხოლო თუკი თქვენ კერძო სასწავლოდაწესებულების თანამშრომელი ბრძანდებით, მაშინ თქვენიანაზღაურების საკითხი დარეგულირდება თქვენსა და სასწავლოდაწესებულებას შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით, ამავეხელშეკრულებით დარეგულირდება თანხის ანაზღაურების ვადაც.
– რამდენი ადამიანია საჭირო სადაზღვევო კომპანიისათვის,რომ გაფორმდეს კორპორაციული დაზღვევა. როგორც ვიცი,სადაზღვევოები მინიმუმ 20 ადამიანს ითხოვენ. მაინტერესებს,მართალია თუ არა ეს?
საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი: ყველა კომპანიას თავისიპოლიტიკა აქვს, არასახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პირობებიგანსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენთვის ცნობილია ზოგიერთისადაზღვევო პაკეტი, რომელიც არ ზღუდავს დაზღვეულთა მინიმალურრაოდენობას. დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 204-955 და მოგაწვდითთქვენთვის საინტერესო სადაზღვევო კომაპნიის ტელეფონის ნომერს დამისამართს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაესაუბროთ კომპანიისმენეჯერებს და დააზუსტო ყველა პირობა (პაკეტის დაფარვები,ლიმიტები, პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებები და დასაზღვევთანამშრომელთა მინიმალური რაოდენობაც).

– ვარ სოციალურად დაცველი. შარშან დაგვპირდნენ, რომსადაზღვევო კომპანიები შემოგთვავაზებდნენ გარკვეული რაოდენობითყოველდღიური მოხმარების წამლების ყიდვისას თანხის ანაზღაურებასექიმის მიმართვის გარეშე, ვგულისხმობ ტკივილგამაყუჩებლებს,სიცხის დამწევებს და წნევის წამლებს ურეცეპტოდ. მაინტერესებსაქვს თუ არა წელს ასეთი მომსახურება რომელიმე სადაზღვევოკომპანიას?
საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი: დაპირება დაპირებად,მაგრამ სჯობს დარეკოთ თქვენს მომსახურე სადაზღვევო კომპანიაშიდა დააზუსტოთ ეს საკითხი. კოორდინატები მითითებული იქნებათქვენს პოლისში.
———–
რჩევა
აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, თანამშრომლები თქვენი სადაზღვევო პოლისის შესახებ:
სამედიცინო მომსახურების აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დაზღვეულს არ შეეძლოს სადაზღვევო კომპანიისთვის სათანადო შეტყობინების და დოკუმენტაციის წარდგენა. ამიტომ აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თქვენს ნაცვლად სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობას და თქვენი ინტერესების დაცვას. აუხსენით მათ სად ინახება თქვენი სადაზღვევო პოლისი, რომელი სადაზღვევო კომპანია გემსახურებათ, რა სატელეფონო ნომერზე ან მისამართზე შეუძლიათ მიმართონ სადაზღვევო კომპანიას. ახლობლებს შეეძლებათ ასევე დაზღვევის შესახებ შეატყობინონ სამედიცინო ორგანიზაციასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს სათანადო მონაცემები.

– დაზღვეული ვარ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში, თუმცა მისი მომსახურებით კმაყოფილი არ ვარ. ახლა მინდა, რომ სხვაგანდავეზღვიო. მაინტერესებს სადაც ვარ დაზღვეული ის კომპანია ხომარ შემიქმნის რამე პრობლემას, რომ მასთან ხელშეკრულებისგაწყვეტის დროს ან თუ შეიძლება ერთდროულად 2 კომპანიაში ვიყოდაზღვეული?
ირაკლი გუნიავა, პროექტის იურისტი: საქართველოსკანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევას როდესაც, ერთი და იგივეინტერესი შეიძლება დაზღვეულ იქნეს ორ სხვადასხვა მზღვეველთან:საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 827: შემცირებული ანარასრული დაზღვევა. ორმაგი დაზღვევა:`პირი, რომელმაც ერთი და იგივე ინტერესი ერთდროულადრამდენიმე მზღვეველთან დააზღვია, მოვალეა ამის თაობაზედაუყოვნებლივ აცნობოს თითოეულ მზღვეველს. შეტყობინებაში უნდააღინიშნოს ყველა მზღვევლის ვინაობა და სადაზღვევო თანხისოდენობა~.ამავე დროს საჭირო გავითვალისწინოთ, რომ კანონმდებლობაითვალისწინებს აგრეთვე შემთხვევას, როდესაც ინტერესის ორმაგიდაზღვევა ხდება მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების მიზნით,ამ შემთხვევაში ორივე ხელშეკრულება ბათილია:საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 828: ორმაგიდაზღვევის ბათილობა:`თუ დამზღვევმა გააფორმა ორმაგი დაზღვევამართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების მიზნით, მაშინ თითოეულიხელშეკრულება, რომელიც ამ მიზნით არის დადებული, ჩაითვლება ბათილად~.
– მსურდა ავტომობილის დაზღვევა. რამდენ სადაზღვევოკომპანიასაც არ მივმართე, თავიდან ყველამ ხელსაყრელი პირობები შემომთავაზა. შემდეგ კი პირობების შეთანხმების პროცესშინელ-ნელა სხვა პუნქტები შემომაპარეს. ბოლოს აღმოჩნდა, რომთავდაპირველი და საბოლოო პირობები საკმაოდ განსხვავდებოდაერთმანეთისგან. მაინტერესებს, რატომ იქცევიან კომპანიები ასე დააკონტროლებს თუ არა რომელიმე სამსახური მათ ამგვარ განუკითხაობას?
საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი: გირჩევთ პრინციპულადმოითხოვოთ თქვენთვის სასურველი თავდაპირველი პირობების დაცვა დაამის დადასტურება ხელშეკრულებით. მოითხოვეთ თვენთვის გაუგებარიან ბუნდოვანი ნებისმიერი პირობის განმარტება. თქვენგადმოგეცემათ ხელშეკრულება და სადაზღვევო პოლისი. მასზე ხელისმოწერამდე აუცილებლად მოითხოვეთ დრო და გულდასმით გაეცანითთითოეულ პირობას. გაურკვევლობების შემთხვევააში დაგვიკავშირდით204-955-ზე და ჩვენი ექსპერტები ეცდებიან თქვენს დახმარებასსადაზღვევო ხელშეკრულების პირობების ინტერპრეტაციაში.
– კონტროლის პალატამ აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო კომპანიებიზემოგებაზე მუშაობდნენ, განსაკუთრებით კი `ალდაგი ბისიაი~,`იმედი ელი~ და `ირაო~. ისინი ამ მოგებას, ძირითადად,სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე იღებდნენ. აქედან გამომდინარე,სახელმწიფო მათ ფულს უხდიდა, მაგრამ კომპანიები სოციალურადდაუცველებს სათანადოდ არ ემსახურებოდნენ. მაინტერესებს,შეიძლება თუ არა სახელმწიფომ კომპანიებს დაავალოს, რომ სოციალურად დაუცველებს დამატებითი მომსახურეობა გაუწიონ თუ უზარმაზარ მოგებას ასე ადვილად შეარჩენენ?

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი: ახლა მიმდინარეობსაღნიშნული საკითხების განხილვა სახელმწიფო სტრუქტურებში დაარასამთავრობო სექტორში. დაველოდოთ შედეგებს.

რჩევა: აუცილებლად მოითხოვეთ ნებისმიერი ბუნდოვანი და გაუგებარი პასუხის განმარტება და თქვენთვის მიუღებელი პასუხის დასაბუთება.ნებისმიერი თქვენთვის ბუნდოვანი, გაურკვეველი მოთხოვნა შეიძლება ანაზღაურების გაცემის ეტაპზე თქვენი ინტერესების წინააღმდეგ ამუშავდეს. აქ არ იგულისხმება ტყუილი, შესაძლოა უბრალოდ ზოგიერთი პირობის ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად მოხდეს თქვენსა და სადაზღვევო კომპანიის მიერ.

– რა პროცედურები უნდა გავიარო იმისათვის, რომ სადაზღვევოკომპანიამ ოპერაცია დამიფინანსოს? უკვე მაქვს ჩემი ექიმის დასკვნა, რომ ოპერაცია მესაჭიროება, მაგრამ ამბობენ, რომ სადაზღვევოს ექიმმა უნდა დაადასტუროს იგივე. მერე მესაჭიროება ფორმა ნომერი ასი და უნდა მივმართო სადაზღვევო აგენტს. თუშეიძლება, განმიმარტეთ, კიდევ ხომ არ არის რამე საჭირო და რა ვადებში უნდა განიხილონ ჩემი განცხადება სადაზღვევო კომპანიაში?

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი: პირველ რიგში, იხილეთარის თუ არა თქვენს პლისზე მითითებული რამე სახის ინსტრუქცია.გარდა ამისა, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს სადაზღვევოკომპანიას და მასთან დააზუსტეთ ეს საკითხები.ზოგადად: ექიმი გაძლევთ მიმართვას სამედიცინოდაწესებულებისადმი, ეს უკანასკნელი გასცემს თქვენზეფორმა-100-სს, სათანადო სამედიცინო საჭიროებებისა და ამსერვისის ფასთა მითითებით. ეს დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სადაზღვევო კომპანიაში, რათა განიხილონ თქვენი განაცხადი.აუცილებლად წინასწარ გაეცანით ყველა დოკუმენტს და დაიტოვეთ თითოეული მათგანის ასლი. დამატებითი კითხვებით მოგვმართეთსაქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ცხელ ხაზზე 204-955.

– ვარ პედაგოგი. მე თავად სახელმწიფომ დამაზღვია, მაგრამჩემი შვილები საკუთარ სამუშაო ადგილებზე არ არიან დაზღვეულები.შემიძლია თუ არა, ჩემი ოჯახის წევრები დავაზღვიო ჩემსსადაზღვევო კომპანიაში შეღავათიან ფასად იმავე პირობებით?როგორც ნაცნობებისაგან ვიცი, ადრე ეს ნორმა მოქმედებდა.

ირაკლი გუნიავა, პროექტის იურისტი: თქვენ შეგიძლიათ თქვენიშვილები დააზღვიოთ იმავე სადაზღვევო კომპანიაში, ხოლო რაცშეეხება დაზღვევის ფასსა და პირობებს, იგი განისაზღვრებათქვენსა და სადაზღვევო კომპანის შორის დადებული ხელშეკრულებით.მუხლი 5. დაზღვევის ფორმები:`1. დაზღვევა ხორციელდება ნებაყოფლობითი და სავალდებულოფორმებით.2. ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა დადამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელებისწესი დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებულიხელშეკრულებით~.რაც შეეხება ნორმას, რომელიც დაავალდებულედა სადაზღვევოკომპანიას თქვენიშვილების დაზღვევას შეღავათიან ფასად იმავეპირობებით, ასეთი ნორმა უბრალოდ არ არსებობს.

– ვარ სოციალურად დაუცველი ადამიანი. უკმაყოფილო ვარსადაზღვევო კომპანიის მომსახურეობით. გთხოვთ, ამიხსნათ, ვისმივამართო ჩემი საჩივრით. როგორც ამიხსნეს, არსებობს მედიაციისსამსახური, რომელიც სასამართლომდე განიხილავს დავებს. გთხოვთ,მიმითითეთ ტელეფონის ნომერი და მისამართი, ასევე ინფორმაციაიმის შესახებ, რა ვადაში განიხილავს ჩემს საჩივარს მედიაციისსამსახური და რა შედეგი მოჰყვება მათ ჩარევას?

ირაკლი გუნიავა, პროექტის იურისტი: თქვენი უფლებებისდასაცავდ, ვიდრე მიმართავდეთ სასამართლოს, შეგიძლიათ მიმართოთსაჯარო სამართლის იურიდიული პირს – ჯანმრთელობის დაზღვევისმედიაციის სამსახურს.მედიაციის სამსახურის საკონტაქტო მონაცემებია:მისამართი: 0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამ. 144ტელეფონი: (+995 32) 10 88 55; (+995 32) 10 99 55ელ. ფოსტა: info@him.ge რაც შეეხება ვადას რომელშიც მედიაციის სამსახური განიხილავსთქვენს საჩივარს, იგი დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე დამედიაციის სირთულეზე.—————-

რჩევა : სადაზღვევო კომპანიისგან მოითხოვეთ წერილობითი პასუხები. თუ თვლით, რომ გეკუთვნით სადაზღვევო ანაზღაურება ან მომსახურება და თქვენ ამაზე იღებთ უარს ან პასუხი იწელება დროში, აუცილებლად მოითხოვეთ სადაზღვევო კომპანიისგან ამის წერილობითი დადასტურება სათანადო მიზეზების მითითებით. ამის გარეშე თქვენ არ გექნებათ სადაო სიტუაციის განხილვის საფუძველი.ზეპირი ინფორმაცია შეიძლება გამოხატავდეს ერთი ადამიანის და არა სადაზღვევო კომპანიის პოზიციას. ზეპირი ინფორმაცია შეიძლება ადრესატს დაავიწყდეს ან მის მიერ არასწორად იქნას გაგებული.  წერილობითი ინფორმაციის წარდგენის გარეშე თქვენ არ გექნებათ ანაზღაურების მიღების საფუძველი. თქვენ სადაზღვევო უფლებების შელახვის საფრთხის წარმოშობისას არ გექნებათ ფაქტიური დოკუმენტაცია სადაზღვევო შემთხვევის და სხვა გარემოებათა შესახებ.

– მართალია თუ არა, რომ რამდენიმე კომპანიამ შარშანსოციალურად დაუცველი ადამიანების თანხა მიითვისა და დღეს იქფინანსური პოლიციაა შესული. საერთოდ, მაინტერესებს, რა თანხებსაძლევს სახელმწიფო თითოეულ კომპანიას სოციალურად დაუცველებისადა პედაგოგების დაზღვევისათვის და რამდენს ხარჯავენ ისინიწლიურად ამ მიზნით? როგორც წავიკითხე, ერთ-ერთმა ასეთმაკომპანიამ წელი დიდი მოგებით დაასრულა. როგორ ახერხებენ ამას?

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი: ეროვნული ბანკისმონაცემებით, 2009 წელს სამედიცინო დაზღვევაში სულ 248მილიონამდე ლარი იყო მოზიდული და 149 მილიონ ლარამდეანაზღაურება გაცემული. აქედან, რა ნაწილი მოდიოდა სოციალურადდაუცველთა და პედაგოგთა დაზღვევაზე – ეს მონაცემები არ გვაქვს.

ერთ სოციალურად დაუცველზე და პედაგოგზე სახელმწიფოსადაზღვევო კომპანიას უხდის თვეში 9,70 ლარიდან 11 ლარამდე(კომპანიების მკიხედვით), სულ წლიურად – 130 მილიონ ლარამდე.კომპანიების მიერ თანხების მითვისების საკითხები სახელმწიფოსაგამოძიებო და ფინანსური დაწესებულებების კომპეტენციაში შედისდა ამის შესახებ ახლა ჩვენ ვერ გიპასუხებთ.

– ვსარგებლობ კორპორაციული, საკმაოდ ძვირადღირებულიდაზღვევით. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მჭირდება ოპერაცია.როცა ჩემს სადაზღვევო აგენტს მივაკითხე, მითხრა, თუ დავადგინეთ,რომ პოლიპი ჩვენს კომპანიაში დაზღვევამდე გაგიჩნდათ, ოპერაციასარ დავაფინანსებთო. არც მე და არც ექიმებმა არ იციან, როდისგამიჩნდა პოლიპი და უცნაურია, როგორ უნდა დაადგინოს ესსადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა. ეჭვი მაქვს, რომმოტყუებენ. გთხოვთ, მიპასუხოთ, რა უფლებებით ვსარგებლობ და ვისმივმართო დავის წარმოშობის შემთხვევაში? ვფიქრობ, უბრალოდ,ხარჯების გაწევა არ უნდათ.

ირაკლი გუნიავა, პროექტის იურისტი: მოცემულ შემთხვევაშიარავითარი მნიშვნელობა არა აქვს თუ როდის ან რა მიზეზით მოხდაცვლილება თქვენს ორგანიზმში, რომლის შედეგადაც დღეს საჭიროებთოპერაციას. ვინაიდან თქვენი დაზღვევა ითვალისწინებს ოპერაციულიჩარევის ანაზრაურებას, მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო პოლისისპირობების მიხედვით აანაზღაუროს თქვენი ოპერაცია. ვინაიდანსაქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად:

`დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროსდამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანიხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილისადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოსსადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება~(მუხლი 799. ცნება).

– ვარ სოციალურად დაუცველი. 2010 წელს მქონდა დაზღვევაერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში, რომელმაც, როგორც გაზეთში წავიკითხე,წარმატებული წელი ჰქონდა. არადა, მათი მომსახურეობა ვერანაირკრიტიკას ვერ უძლებს. მაქვს თუ არა უფლება, დამოუკიდებლადშევიცვალო კომპანია თუ ამას სახელმწიფო წყვეტს, რახან ისმაზღვევს?

ირაკლი გუნიავა, პროექტის იურისტი: თქვენი მზღვეველი, ამშემთხვევაში არის სახელმწიფო და დაზღვევის პროგრამის ფარგლებში,რომლის თანახმადაც თქვენ სარგებლობთ სადაზღვევო პოლისით, მასგაფორმებული აქვს ხელშეკრულება კონკრეტულ სადაზღვევოკომპანიასთან. ამდენად თქვენ ვერ შეძლებთ იმავე პროგრამისფარგლებში დამოუკიდებლად შეცვალოთ კომპანია, ვინაიდანსაქართველოს კანონით დაზღვევის შესახებ:

`სავალდებულო დაზღვევისას მესამე პირის თანხმობა იმხელშეკრულების დადებისთვის, რომელშიც იგი იქნება განსაზღვრული,როგორც დაზღვეული, არ არის საჭირო. ნებაყოფლობითი დაზღვევისასამ პირის უარი აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე გამოიწვევსმისი დადების შეუძლებლობას, ხოლო თუ ხელშეკრულება უკვე იყოდადებული – მის შეცვლას ან შეწყვეტას (მუხლი 10. დაზღვეული).

ხოლო თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ გაწეული მომსახურებისხარისხით, შეგიძლიათ თქვენი უფლებების დასაცავად მიმართოთსასამართლოს.

———-

რჩევა:

ხელშეკრულების დადებისას, სადაზღვევო სერვისის საჭიროებისას, სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობების ნებისმიერ ეტაპზე კომპანიას დროულად წარუდგინეთ სრული, ნამდვილი, ახალი მონაცემები, სასურველია – დოკუმენტურად დადასტურებული. არასწორი ინფორმაციის მიწოდება შეიძლება თქვენითვის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.

– პედაგოგებმა შევიტყვეთ, რომ 2011 წლიდან შეგვეცვალა სადაზღვევო კომპანიები. გთხოვთ განგვიმარტოთ, რის მიხედვითშეირჩნენ ეს კომპანიები და როდის დაგვირიგებენ პოლისებს? ასევევინ უნდა დააფინანსოს იმ პერიოდის მკურნალობის ხარჯები, როცაპოლისები არ გვქონდა, საბუარია იანვარზე?

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი: სადაზღვევო კომპანიებირაიონების მიხედვითაა განაწილებული. გთხოვთ დარეკოთ საქართველოსსადაზღვევო ინსტიტუტის ცხელ ხაზზე 204-955, ჩვენ ოპერატორსუთხარით რომელ რაიონშია სკოლა, სადაც თქვენ მუშაობთ და მიიღებთსაჭირო პასუხს: სადაზღვევო კომპანიის დასახელებას და სატელეფონონომერს, რომელზეც მას უნდა შეეხმიანოთ პოლისის მისაღებად დასხვა საკითხთა დასაზუსტებლად.

– მეგობარმა შემომთავაზა კორპორაციული დაზღვევა მისი სამსახურიდან, თუმცა იმ ორგანიზაციაში არასდროს მიმუშავია. მივიღებ თუ არა სრულყოფილ მომსახურეობას იმ შემთხვევაში, თუავიღებ ამ ტიპის დაზღვევას და ხომ არ ითვლება ეს დანაშაულად?

ირაკლი გუნიავა, პროექტის იურისტი: თუ თქვენ არ მუშაობთ დაარც არასდროს გიმუშავიათ ორგანიზაციაში, სადაც მუშაობს თქვენიმეგობარი, რომელმაც შემოგთავაზათ კორპორაციული დაზღვევა, ეს ვერგახდება ხელისშემშლელი პირობა იმისათვის, რომ თქვენ მიიღოთსრულყოფილი მომსახურება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქოკოდექსის თანახმად (მუხლი 799. ცნება):

`დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილისადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოსსადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება~.

ამგვარი სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობა დანაშაულად არ ითვლება, ვინაიდან ამ შემთხვევაში თქვენი მზღვეველია ორგანიზაცია, სადაც მუშაობს თქვენი მეგობარი.  გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად(მუხლი 836):

`დაზღვევის ხელშეკრულების დადება სხვა პირის სასარგებლოდ დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელებასავალდებულო არ არის~.

– ძალიან მოუხერხებლად მიმაჩნია დაზღვევის ჩვენში არსებული სისტემა. ჯერ უნდა მივიდე პირად ექიმთან, ველოდო ორი საათი. ის გამომიწერს მიმართვას შესაბამის კლინიკაში, შემდეგ იქ მივდივარ, ვიღებ ქვითარს, შემდეგ მივდივარ ისევ ჩემს სადაღზვევოკომპანიაში და 10 ლარის ასაღებად გზაში მინიმუმ 2 ლარს ვხარჯავ, ამას დაამატეთ დრო და ნერვები. მაინტერესებს, რომელიმე კომპანიას ხომ არა აქვს უფრო მარტივი მომსახურეობა და შეუძლიათ თუ არა პედაგოგებს და სოციალურად დაუცველ ადამიანს, საკუთარი ნებით აირჩონ სადაზღვევო კომპანია?

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი: ეს არის ერთ-ერთიყველაზე ხშირი პრობლემა. უფრო მარტივი მომსახურება არ აქვს არცერთ სადაზღვევო კომპანიას. სადაზღვევო კომპანიის არჩევის უფლება არ გაქვთ, ასეთი შესაძლებლობა გამოირიცხა 2010 წლის აპრილში ჩატარებული ტენდერის შემდეგ. დღეს `უმწეოები~ და საჯარო სკოლების თანამრომლები მათი ნების მიუხედავად, გადანაწილებულნი არიან ტერიტორიის მიხედვით.

———————-

რჩევა:

იმოქმედეთ წერილობით და დოკუმენტურად. ყოველთვის აიღეთსადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული დოკუმენტაცია და დროულადწარადგინეთ სადაზღვევო კომპანიაში თუ სამედიცინოდაწესებულებაში. ყოველთვის შეინახეთ ამ დოკუმენტაციის ასლები.დოკუმენტაციის გარეშე შეუძლებელია პრობლემური საკითხის გარკვევადა თქვენი ინტერესების დაცვა.

რჩევები მოგვაწოდა `საქართველო სადაზღვევო ინსტიტუტმა~(info@gii.ge ტ: 204-955)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: