პედაგოგებისთვის თანადაფინანსების პრინციპი აღარ ამოქმედდება

ზურაბ მელიქიშვილი: `სახელმწიფო მათ ისევე დააზღვევს, როგორც 2010 წელს~

ელზა წიკლაური

80 750 პედაგოგი და 875 270 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფიადამიანი, სულ 956 020 – ეს იმ ადამიანთა რაოდენობაა, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით უკვე რამდენიმე წელია სარგებლობს. სხვადასხვა რაიონში მზღვეველი კომპანიაც სხვადასხვაა. თვის პრემიაც კი ზოგან 9,70 ლარით განისაზღვრება,ზოგან კი – 11 ლარით. პროგრამა 2011 წელსაც გაგრძელდება დაპედაგოგები და სოციალურად დაუცველები სახელმწიფოსგან სამედიცინო დაზღვევას კვლავაც მიიღებენ. საერთო ჯამში კი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით სულ 137,396,3 ათასი ლარია გამოყოფილი.

სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა თავდაპირველად მთავრობამ სოციალურად დაუცველებიდან დაიწყო, შემდგომ კი პროგრამა პედაგოგებზეც გავრცელდა. ჯერ კიდევ 2007 წელს, როდესაც სახელმწიფო პედაგოგების დაზღვევა გადაწყვიტა, მაშინ მთავრობამ დადგენილებაში ჩაწერა, რომ 2011 წლისთვის პედაგოგები სადაზღვევო ვაუჩერს თანადაფინანსებით დაფარავდნენ. (საქართველოს მთავრობის2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილებაში ნათქვამია, რომ სადაზღვევო ვაუჩერი ფარავს ყოვეთვიური სადაზღვევო შენატანის: ა) 100%-ს -2008-10 წლებში; ბ) 66,6%-ს – 2011 წელს; გ) 33,3%-ს -2012-13 წლებში). თუმცა, დღეს ირკვევა, რომ თანადაფინანსების პრინციპი 2011 წელს აღარ ამოქმედდება.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, `პედაგოგებს დაზღვევაში ფულის გადახდა არ მოუწევთ და სახელმწიფო მათ ისევე დააზღვევს, როგორც 2010 წელს~.

ახლა რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მაგალითად თუ წინა წლებში ამ კატეგორიის ადამიანებს შეეძლოთ თავად გაეკეთებინათ არჩევანი ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიას შორის, უკვე 2010 წლის18 აპრილს ჩატარებული ტენდერის საფუძველზე ბენეფიციარს მხოლოდ იმ კომპანიასთან უწევს საქმის დაჭერა, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის შემდეგ სადაზღვევო კომპანიები გეოგრაფიული არეალის მიხედვით გადანაწილდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ რაიონში მხოლოდ ერთი და არა რამდენიმე სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით წლეულსორი ტენდერი ჩაატარა. თავდაპირველად, სადაზღვევო ტენდერზევაუჩერის ფასი 180 ლარი იყო, თუმცა განმეორებით ტენდერზე მისიფასი 144 ლარამდე შეამცირა. მთავრობის მიერ ხელმეორედგამოცხადებულ სამედიცინო დაზღვევის კონკურსში 10-მა სადაზღვევოკომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის ფარგლებში საქართველოსტერიტორია დაიყო 27 ლოტად და თითოეული ლოტის მიხედვითგანისაზღვრა დასაზღვევ ბენეფიციართა და ასაშენებელსაავადმყოფოთა რაოდენობა. პროგრამის ფარგლებში 900 ათასზე მეტისოციალურად დაუცველისა და პედაგოგის დაზღვევა მოხდება.

რაიონების მიხედვით სადაზღვევო კომპანიები შემდეგნაირადააწარმოდგენილი: `ალფა~: თბილისი, გორი, კასპი, ლანჩხუთი,ოზურგეთი, ჩოხატაური (დაზღვეულთა 21,8%). `იმედი ელი~: თელავი,ახმეტა, ყვარელი, შუახევი, ქედა, ხულო, ბათუმი, ხელვაჩაური,ქობულეთი, ჩაქვი, ახალქალაქი, ნინოწმინდა (16,3%). `აისიჯგუფი~: მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხაშური, ქარელი,ბოლნისი, დმანისი, ცაგერი, ლენტეხი, ამბროლაური, ონი (15,5%).`ჯიპიაი ჰოლდინგი~: ყაზბეგი, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი,თიანეთი, საგარეჯო, გურჯაანი, სამტრედია, ხონი, ბაღდათი, ვანი(13,5%). `ირაო~: ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა, თეთრიწყარო,წალკა, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი (11,5%). `ალდაგი ბისიაი~:ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, თერჯოლა, ფოთი, ხობი (9,6%).`ვესტი~: სენაკი, აბაშა, მარტვილი (4,7%). `არქიმედეს გლობალჯორჯია~: ლაგოდეხი, წნორი, დედოფლისწყარო (3,5%). `სამცხე2010~: ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი (2,3%). `ქართუ~:საჩხერე (1,3%).

რაც შეეხება ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ თანხას:სახელმწიფომ აუქციონზე თითო ბენეფიციარისთვის სამედიცინოდაზღვევაზე დახარჯული თანხა 14,5 ლარად გამოიტანა, მაგრამტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობამ ამტიპის მომსახურებისთვის 11 ლარი მოითხოვა. გამონაკლისი იყო`ალფა~ და `ქართუ~, რომლებმაც იმავე სერვისში სახელმწიფოს 9 ლარი და 70 თეთრი შესთავაზეს.

რაც შეეხება ზოგადად დაფინანსებას, მიმდინარე წელსსოციალურად დაუცველთა სადაზღვევო პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყლ 159,445.6 ათასი ლარი, რაც 2009 წელთან შედარებით 30 მლნ-ის მეტია, შარშან ამ პროგრამისთვის ბიუჯეტიდანგამოყოფილი იყო 127,110.3 ათასი ლარი.

ასევე დაფინანსება გაიზარდა საჯარო სკოლებისა და ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისა დაადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დაზღვევისთვის. მაგალითად,თუ 2009 წელს ამ მიმართულბით ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო17,499.7 ათასი ლარი, წლეულს გამოიყო 18,690.0 ათასი ლარი.

საერთოდ კი სამედიცინო დაზღვევისთვის სახელმწიფო 136,396.3ათას ლარს დახარჯავს, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით სწორედ ამრაოდენობის თანხაა გამოყოფილი. თუმცა, კონკრეტული ციფრი იმასთანდაკავშირებით თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს თითოეული კატეგორიისდაზღვევა, ბიუჯეტის პროექტში მოცემული არ არის.

პედაგოგებს სადაზღვევო ვაუჩერით უნაზღაურდებათ: ამბულატორიული მომსახურების ხარჯები, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; ოჯახის ექიმის, ექთნის, ექიმი-სპეციალისტებისკონსულტაცია და სხვა სახის სამედიცინო მომსახურება ბინაზე,ექიმის დანიშნულებით ექოსკოპიური და რენტგენოლოგიურიგამოკვლევები, გეგმურ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებულილაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები; სტაციონარულიმომსახურების ხარჯები; გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება,მათ შოიის, გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებულიჰოსპიტალიზაცია;

ამასთან, გეგმური ქირურგიული ოპერაციები, სადაზღვევო ლიმიტიერთ დამზღვევზე წლიური 12 000 ლარი; ქიმიოთერაპიისა და სხივურითერაპიის ხარჯები; სადაზღვევო ლიმიტი 12 000 ლარი;მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – სადაზღვევო ლიმიტი ერთდამზღვევზე 400 ლარი.

განსხვავებით პედაგოგებისა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთმყოფებს სამედიცინო დაზღვევა მაშინ ეკუთვნით, თუკი მათისარეიტინგო ქულა 71 ათასს არ აღემატება. რაც შეეხებასახელმწიფოს მიერ დაზღვეულებისთვის არსებულ სამედიცინო პაკეტს,აქაც ვაუჩერით დაფინანსდება გადაუდებელი ამბულატორიული დასტაციონარული მომსახურება; ექიმის დანიშნულებით ექოსკოპიური დარენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმიურ ჰოსპიტალიზაციასთანდაკავშირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, გართულებულ ორსულობასთანდაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია; გეგმიური ქირურგიული ოპერაციები- 15 000 ლარის ფარგლებში; ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიისხარჯები – 12 000 ლარის ფარგლებში; მშობიარობის ხარჯები – 400ლარის ფარგლებში;

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: