სოციალურად დაუცველთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა წლიდან წლამდე ფართოვდება

ელზა წიკლაური

3 წლის წინათ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და სოციალურად დაუცველთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა დაიწყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, თუ თავდაპირველად პროგრამა თბილისსა და იმერეთში განხორციელდა, შემდგომ სოციალურად დაუცველები მთელი საქართველოს მასშტაბით დააზღვიეს. ბენეფიციარს საქმის დაჭერა იმ კომპანიასთან უწევს, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.

ამასთან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა. ჩატარდა სპეციალური კვლევებიც და გამოქვეყნდა შესაბამისი დასკვნებიც. ამჯერად პროექტის – “პედაგოგთა და სოციალურად დაუცველთა დაზღვევის” – ფარგლებში ჩვენ იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას თუ როგორ და როდის დაიწყო სოციალურად დაუცველთა დაზღვევა და რა სირთულეები ახლდა მას.

2007 წლის 10 აგვისტოდან ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მოამზადა ვაუჩერი – სახელმწიფო სუბსიდირების სააგენტოს მიერ 2007 წლის 1-ელ ივლისამდე თბილისსა და იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ყველა იმ ოჯახისათვის, რომელთა სარეგისტრაციო ქულა შეადგენდა ან ნაკლები იყო 70 000-ზე.

დადგენილების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს 31 აგვისტომდე უნდა უზრუნველყო ვაუჩერის მიწოდება ბენეფიციარებისათვის. ვაუჩერის მიღების შემდგომ ბენეფიციარებს უფლება ჰქონდათ, 31 ოქტომბრამდე თავად აერჩიათ რომელიმე სადაზღვევო კომპანია. შესაბამისად, მიღებულ ვაუჩერს, მისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არჩეული სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო პოლისში ცვლიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი არ გააკეთებდა არჩევანს დათქმულ ვადაში, ჯანმრთელობის და სოციალური დახმარების სააგენტო თავად მიაკუთვნებდა მათ რომელიმე სადაზღვეო კომპანიას.

პროგრამის მიხედვით, თბილისელი ბენეფიციარები უნდა მისულიყვნენ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით სააგენტოს მიერ შერჩეულ პოლიკლინიკაში. მოსახლეობის ინფორმირება დაევალა თბილისში – პოლიკლინიკებს, ხოლო იმერეთში რაიონების მიხედვით შეირჩა სკოლები.

იმერეთისა და თბილისის შემდეგ ვაუჩერების დარიგება დაიწყო საქართველოს სხვა რეგიონებშიც. პროცესმა აქტიური სახე, პროგრამის მიხედვით, 2008 წლის ზაფხულში მიიღო.

იმ ბენეფიციარის ბედს, რომელიც ვერ მოახერხებდა, რომ მისთვის დარიგებულ ბუკლეტზე აღნიშნულ ვადაში აირჩია, თუ რომელი კომპანიაში სურდა დაზღვევა და ვაუჩერს სადაზღვევო კომპანიაში დროულად არ მიიტანდა, სახელმწიფო გადაწყვეტდა. კერძოდ, შესაბამისი სტრუქტურები მას პროპორციული წესით ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში ანაწილებდა. ასეთი ფაქტები კი, აღნიშნული პროგრამის ამოქმედებიდანვე რამდენჯერმე დაფიქსირდა და ამას ადგილი განსაკუთრებით რეგიონებში ჰქონდა.

პროგრამის დაწყებიდან რამდენიმე თვეში არასამთავრობო ორგანიზაციამ ეკონომიკური კვლევის ცენტრმა სპეციალური კვლევა ჩაატარა. პროგრამის ამოქმედების დღიდან სადაზღვევო კომპანიებმა, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, ისარგებლეს მოსახლეობის ინფორმირების დაბალი დონით და დაიწყეს ე.წ. “ვაჭრობა” ვაუჩერებზე. სადაზღვევო კომპანიების აგენტები სოფლებში აგროვებდნენ ბენეფიციარებს და ავტობუსებით ჩაჰყავდათ რაიონულ ცენტრებში ვაუჩერის მისაღებად. სანაცვლოდ, მიღებულ ვაუჩერში ბენეფიციარებს სთავაზობდნენ მატერიალურ ანაზღაურებას (5-დან 20 ლარამდე 1 ვაუჩერზე), კვების პროდუქტებს (შაქარი, ფქვილი).

კვლევის თანახმად, ადგილობრივი ტელევიზიით დაიწყო რეკლამირება ვაუჩერებით ლატარიის გათამაშების შესახებ. შენობიდან გამოსულ “ვაუჩერიან” ბენეფიციარს “თავს ესხმოდნენ” სადაზღვევო კომპანიების აგენტები და იქვე ადგილზე “საველე პირობებში” უფორმებდნენ ხელშეკრულებებს და აძლევდნენ დაპირებულ ანაზღაურებას ვაუჩერის სანაცვლოდ. უკვე “დაზღვეული” ბენეფიციარის 90%-ს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ “არჩეული” სადაზღვევო კომპანიის თუნდაც საბაზისო სადაზღვეო პაკეტის ან კონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულების შესახებ. ხშირ შემთხვევაში უკვე “ვაუჩერჩამორთმეული” ბენეფიციარი კვლავ მიმართავდა სააგენტოს ვაუჩერისათვის და იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ მიეღო კუთვნილი სამედიცინო მომსახურება.

შექმნილი ქაოსის გამო, რადგანაც ადგილი ჰქონდა ბენეფიციარებთა უფლებების მასიურ დარღვევებს და ისინი თითქმის კარგავდნენ თავისუფალი არჩევნის უფლებას, 15 აგვისტოს ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო იძულებული გახდა, შეეწყვიტა ვაუჩერების დარიგება, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვაუჩერები დასარიგებლად გადაეცა მმართველ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელთა აქტივისტები უზრუნველყოფდნენ ვაუჩერებისა და საინფორმაციო ბუკლეტების მიწოდებას ბენეფიციარებისათვის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სადაზღვევო სისტემის დანერგვა და განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, შექმნილმა სიტუაციამ ცხადყო, რომ ასეთი პრინციპით გადასვლა კერძო სადაზღვევო სისტემაზე ნაადრევი აღმოჩნდა, პირველ რიგში, ამისათვის მზად თავად სადაზღვევო კომპანიები არ აღმოჩდნენ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბენეფიციარები მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ფენას, არ არიან საკმარისად ინფორმირებული საკუთარ უფლებებში და ხშირ შემთხვევაში უჭირთ არჩევნის გაკეთება. ამიტომ საჭიროა, რომ მათი უკეთ ინფორმირება მოხდეს”, – ნათქვამი იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დასკვნაში.

მოკლედ, ასე იწყებოდა სოციალურად დაუცველების დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გრძელდება და თანაც ფართოვდება.

 

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: