სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა 99,8 პროცენტი პედაგოგები და სოციალურად დაუცველები არიან

ელზა წიკლაური

გარდა პედაგოგებისა და სოციალურად დაუცველებისა, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით საქართველოში კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები სარგებლობენ. ასეთი ადამიანების რაოდენობა 1643 შეადგენს.
საერთო ჯამში, სახელმწიფო აზღვევს 957 663 ადამიანს, აქედან 80 750 პედაგოგია, 875 270 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი და 1643 დანარჩენი კატეგორია, ანუ დევნილები, რუსთაველის პრემიის ლაურეატები და ა.შ.
სოციალურად დაუცველებსა და პედაგოგებს სახელმწიფო უკვე წლებია აზღვევს, რაც შეეხება მესამე კატეგორიაში შესულ ადამიანებს, ამასთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვეტილება 2009 წლის დეკემბერში მიიღო და უკვე 2010 წლის იანვრიდან ძალაშიც შევიდა.
შეგახსენებთ, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა პროგრამაში ჩართული თბილისისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარები კერძო სადაზღვევო კომპანიებში სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ჯერ კიდევ 2007 წელს დაეზღვივნენ. პროცესი 2008 წელსაც გაგრძელდა და იმავე წელს დასრულდა კიდეც. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი ყველა ბენეფიციარს არა სახელმწიფო, არამედ კერძო სადაზღვევო კომპანიები ემსახურება. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნულ პროგრამას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს სამედიცინო დაზღვევა მაშინ ეკუთვნით, თუკი მათი სარეიტინგო ქულა 71 ათასს არ აღემატება. ასეთი ადამიანების რაოდენობა კი საქართველოში არც ისე ცოტაა.
პედაგოგების დაზღვევის პროგრამა კი მთავრობამ 2007 წლიდან დაიწყო. უკვე მოგვიანებით, უფრო ზუსტად კი 2009 წლის ბოლოს გაირკვა, რომ სახელმწიფო დაზღვევით სხვა კატეგორიის ადამიანებიც ისარგებლებდნენ. კერძოდ, მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილებით, ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერები გადაეცემათ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას, კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატებს.
ამისათვის სახელმწიფომ საერთო ჯამში, დაახლოებით, 3 მილიონი ლარი გამოყო. კერძოდ, სახალხო მხატვრების, სახალხო არტისტებს და რუსთაველის პრემიის ლაურეატებისთვის ბიუჯეტიდან 50 ლარია გამოყოფილი, მზრუნველობამოკლებული ბავშვების დაზღვევაში სახელმწიფო 469,2 ლარს დახარჯავს, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირების დაზღვევისთვის საერთო ჯამში 2,351,9 მლნ ლარი გამოიყო.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაზღვეულებისთვის არსებულ სამედიცინო პაკეტს, ცნობილია, რომ ვაუჩერით დაფინანსდება გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება; ექიმის დანიშნულებით ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმიურ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.
ამასთან, ვაუჩერით ფინანსდებიან და დაზღვევა ეკუთვნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ექსპერტიზისათვის (შშმპ სტატუსის მისანიჭებლად) ამბულატორიული გამოკვლევები (გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა, კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ მაგნიტურრეზონანსული გამოკვლევები); გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია; გეგმიური ქირურგიული ოპერაციები – 15 000 ლარის ფარგლებში; ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები – 12 000 ლარის ფარგლებში; მშობიარობის ხარჯები – 400 ლარის ფარგლებში;
ამავე ბრძანების თანახმად, არ ანაზღაურდება სამედიციონო ჩვენების გარეშე, ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა; საზღვარგარეთ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები; სანატორიულ-კურორტული მკურნალობა; ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა; სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები; შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯები; ტრანსპლანტაციის, ასევე ეგზოპროთეზირების ხარჯები. თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან ნარკოტიკული ზემოქმედების შედეგად მიღებული ზიანის მკურნალობა.
რაც შეეხება ზოგადად დაფინანსებას, სამედიცინო დაზღვევისთვის სახელმწიფო 136,396.3 ათას ლარს დახარჯავს, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით სწორედ ამ რაოდენობის თანხაა გამოყოფილი. თუმცა, კონკრეტული ციფრი იმასთან დაკავშირებით თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს თითოეული კატეგორიის დაზღვევა, ბიუჯეტის პროექტში მოცემული არ არის.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: