პედაგოგებისთვის სადაზღვევო კონტრაქტების გაფორმება ბაზების დაზუსტების გამო იგვიანებს

ელზა წიკლაური

წლის პირველი თვე უკვე იწურება, თუმცა პედაგოგების გარკვეულნაწილთან სადაზღვევო კომპანიებს კონტრაქტები ჯერ არგაუფორმებიათ. ამის გამო პედაგოგები ეჭვობენ, რომ იანვარში, თუმათ რაიმე სახის სამედიცინო მომსახურება დასჭირდათ, სახელმწიფოარ აუნაზღაურებს. მედიაციის სამსახურში კი მასწავლებლების ეჭვსუსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ყველა პედაგოგი, რომელიცბაზაშია და რომელსაც სამედიცინო დაზღვევა ეკუთვნის, კონტრაქტისგაფორმებამდე სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა სრულადშეეძლებათ.

ცნობისათვის, 1-ლი იანვრიდან ჯანმრთელობის დაზღვევისსახელმწიფო პროგრამით სარგებლობის საშუალება საჯარო სკოლებისმასწავლებლებს; სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს;პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლებს მიეცათ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაშიშემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელებს, სადაც ხორციელდებაპანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციულიზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება; აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარესაქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისმასწავლებლებს.

სადაზღვევო პოლისის მისაღებად პედაგოგებმა თავიანთრაიონებში კონკურსის საფუძველზე გამოვლენილ სადაზღვევოკომპანიას უნდა მიმართონ. საქართველოს მასშტაბით აღნიშნულბენეფიციარებს 10 კომპანია მოემსახურება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფომ პედაგოგების დაზღვევისპროგრამა 2007 წელს დაიწყო. მაშინ მთავრობამ დადგენილებაშიჩაწერა, რომ 2011 წლისთვის პედაგოგები სადაზღვევო ვაუჩერსთანადაფინანსებით დაფარავდნენ. (საქართველოს მთავრობის 2007წლის 21 ნოემბრის დადგენილებაში ნათქვამია, რომ სადაზღვევოვაუჩერი ფარავს ყოვეთვიური სადაზღვევო შენატანის: ა) 100%-ს -2008-10 წლებში; ბ) 66,6%-ს – 2011 წელს; გ) 33,3%-ს – 2012-13წლებში). თუმცა თანადაფინანსების პრინციპი 2011 წელს აღარამოქმედა და პედაგოგების დაზღვევას მთლიანად ისევ სახელმწიფოფარავს.

იმისათვის თუ რომელი კომპანია დააზღვევდა თბილისელ,ქუთაისელ, თელაველ თუ სხვა რაიონებში მცხოვრებ პედაგოგებს,მთავრობამ 2010 წელს ორი ტენდერი ჩაატარა. თავდაპირველად,სადაზღვევო ტენდერზე ვაუჩერის ფასი 180 ლარი იყო, თუმცაგანმეორებით ტენდერზე მისი ფასი 144 ლარამდე შეამცირა.მთავრობის მიერ ხელმეორედ გამოცხადებულ სამედიცინო დაზღვევისკონკურსში 10-მა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის ფარგლებში საქართველოს ტერიტორია დაიყო 27 ლოტადდა თითოეული ლოტის მიხედვით განისაზღვრა დასაზღვევ ბენეფიციართადა ასაშენებელ საავადმყოფოთა რაოდენობა. პროგრამის ფარგლებში900 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველისა და პედაგოგის დაზღვევამოხდება.

რაიონების მიხედვით სადაზღვევო კომპანიები შემდეგნაირადააწარმოდგენილი: `ალფა~: თბილისი, გორი, კასპი, ლანჩხუთი,ოზურგეთი, ჩოხატაური (დაზღვეულთა 21,8%). `იმედი ელი~: თელავი,ახმეტა, ყვარელი, შუახევი, ქედა, ხულო, ბათუმი, ხელვაჩაური,ქობულეთი, ჩაქვი, ახალქალაქი, ნინოწმინდა (16,3%). `აისიჯგუფი~: მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხაშური, ქარელი,ბოლნისი, დმანისი, ცაგერი, ლენტეხი, ამბროლაური, ონი (15,5%).`ჯიპიაი ჰოლდინგი~: ყაზბეგი, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი,თიანეთი, საგარეჯო, გურჯაანი, სამტრედია, ხონი, ბაღდათი, ვანი(13,5%). `ირაო~: ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა, თეთრიწყარო,წალკა, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი (11,5%). `ალდაგი ბისიაი~:ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, თერჯოლა, ფოთი, ხობი (9,6%).`ვესტი~: სენაკი, აბაშა, მარტვილი (4,7%). `არქიმედეს გლობალჯორჯია~: ლაგოდეხი, წნორი, დედოფლისწყარო (3,5%). `სამცხე2010~: ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი (2,3%). `ქართუ~:საჩხერე (1,3%).

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შარშან ცნობილი იყო რომელრაიონში მცხოვრებ პედაგოგს რომელი სადაზღვევო კომპანიადააზღვევდა, პედაგოგებისთვის ხელშეკრულებების გაფორმება მაინცდაგვიანდა. ყოველ შემხვევაში, როგორც ჩვენთან საუბარშირამდენიმე პედაგოგი აცხადებს, მათთან კონტრაქტი კომპანიებსჯერჯერობით არ გაუფორმებიათ.

`პედაგოგებმა შევიტყვეთ, რომ 2011 წლიდან შეგვეცვალასადაზღვევო კომპანიები. გთხოვთ განგვიმარტოთ, რის მიხედვითშეირჩნენ ეს კომპანიები და როდის დაგვირიგებენ პოლისებს? ასევევინ უნდა დააფინანსოს იმ პერიოდის მკურნალობის ხარჯები, როცაპოლისები არ გვქონდა, საბუარია იანვარზე?~, – ასეთი შეკითხვითჩვენს გაზეთს არა მარტო თბილისელმა პედაგოგებმა, არამედ რაიონშიმცხოვრებმაც მიმართეს.

მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ თავაძე აცხადებს,რომ კონტრაქტების გაფორმების დაგვიანებას ბაზებს უკავშირებს,თუმცა აცხადებს, რომ ყველა პედაგოგი, ვინც ამჟამად პედაგოგიურსაქმიანობას აგრძელებს, სადაზღევო სარგებელს აუცილებლადმიიღეს.

`სადაზღვევო კომპანიებსა და პედაგოგებს შორის კონტრაქტისგაფორმების დროში გაწელვა, სავარაუდოდ, ბაზების დაზუსტებასუკავშირდება. წესით, ამ დროისათვის ეს კონტრაქტები ყველას უკვეგაფორმებული უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება სარგებელს, ნებისმიერიპედაგოგი, რომელიც ბაზაშია რეგისტრირებული და მას სჭირდებასამედიცინო მომსახურება, ოპერაცია იქნება ის თუ ამბულატორულიმომსახურება, მან ეს უნდა მიიღოს. მათთვის უარის თქმის უფლებაარავის არ აქვს. თუ ვინმეს პრობლემები შეექმნება, მოგვამრთოს დაჩვენი სამსახური მათ დაეხმარება~, – განაცხადა არჩილ ცერცვაძემ.

 

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: