სახელმწიფო დაზღვევით ყველაზე მეტად იმერეთში სარგებლობენ

ყველაზე ცოტა დაზღვეული კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონშია

ელზა წიკლაური

სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით საქართველოში 885 325 ადამიანი სარგებლობს, საიდანაც ყველა მეტი ბენეფიციარი იმერეთის რეგიონშია რეგისტრირებული. 2010 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო სამედიცინო დაზვევის პროგრამაში იმერეთში სულ 184 136 ადამიანია ჩართული, მათ კი სადაზღვევო კომპანიები `ირაო~, `ალდაგი ბისიაი~ და `ქართუ~ აზღვევს.

შეგახსენებთ, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა პროგრამაში ჩართული თბილისისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებიბენეფიციარები კერძო სადაზღვევო კომპანიებში სახელმწიფოდაფინანსების ფარგლებში ჯერ კიდევ 2007 წელს დაეზღვივნენ.პროცესი 2008 წელსაც გაგრძელდა და იმავე წელს დასრულდა კიდეც.ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი ყველა ბენეფიციარს არასახელმწიფო, არამედ კერძო სადაზღვევო კომპანიები ემსახურება.ცნობილია ისიც, რომ აღნიშნულ პროგრამას მთლიანად სახელმწიფოაფინანსებს.

იმისათვის თუ რომელი კომპანია დააზღვევდა თბილისელ,ქუთაისელ, თელაველ თუ სხვა რაიონებში მცხოვრებ პედაგოგებს,მთავრობამ 2010 წელს ორი ტენდერი ჩაატარა. თავდაპირველად,სადაზღვევო ტენდერზე ვაუჩერის ფასი 180 ლარი იყო, თუმცაგანმეორებით ტენდერზე მისი ფასი 144 ლარამდე შეამცირა.მთავრობის მიერ ხელმეორედ გამოცხადებულ სამედიცინო დაზღვევისკონკურსში 10-მა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის ფარგლებში საქართველოს ტერიტორია დაიყო 27 ლოტადდა თითოეული ლოტის მიხედვით განისაზღვრა დასაზღვევ ბენეფიციართადა ასაშენებელ საავადმყოფოთა რაოდენობა. პროგრამის ფარგლებში900 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველისა და პედაგოგის დაზღვევამოხდება.

რაიონების მიხედვით სადაზღვევო კომპანიები შემდეგნაირადააწარმოდგენილი: `ალფა~: თბილისი, გორი, კასპი, ლანჩხუთი,ოზურგეთი, ჩოხატაური (დაზღვეულთა 21,8%). `იმედი ელი~: თელავი,ახმეტა, ყვარელი, შუახევი, ქედა, ხულო, ბათუმი, ხელვაჩაური,ქობულეთი, ჩაქვი, ახალქალაქი, ნინოწმინდა (16,3%). `აისიჯგუფი~: მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხაშური, ქარელი,ბოლნისი, დმანისი, ცაგერი, ლენტეხი, ამბროლაური, ონი (15,5%).`ჯიპიაი ჰოლდინგი~: ყაზბეგი, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი,თიანეთი, საგარეჯო, გურჯაანი, სამტრედია, ხონი, ბაღდათი, ვანი(13,5%). `ირაო~: ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა, თეთრიწყარო,წალკა, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი (11,5%). `ალდაგი ბისიაი~:ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, თერჯოლა, ფოთი, ხობი (9,6%).`ვესტი~: სენაკი, აბაშა, მარტვილი (4,7%). `არქიმედეს გლობალჯორჯია~: ლაგოდეხი, წნორი, დედოფლისწყარო (3,5%). `სამცხე2010~: ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი (2,3%). `ქართუ~:საჩხერე (1,3%).

აღსანიშნავია, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებსსამედიცინო დაზღვევა მაშინ ეკუთვნით, თუკი მათი სარეიტინგო ქულა71 ათასს არ აღემატება. ასეთი ადამიანების რაოდენობა კისაქართველოში არც ისე ცოტაა. ყველაზე მეტი ადამიანი კიიმერეთშია დაზღვეული – 62 248 ოჯახი და 184 136 ადამიანი.

იმერეთის შემდეგ ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაშია დაზღვეული. სამეგრელო-ზემო სვანეთში სულ დაზღვეულია 114 480 ადამიანი, 34 176 ოჯახი.  აჭარაში სამედიცინო დაზღვევას 23 696 ოჯახი იღებს, სულ 104 687 ადამიანი.

შემდეგ მოდის დედაქალაქი. 2010 წლის დეკემბერის მონაცემებით, თბილისში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით 100 883 სოციალურად დაუცველი ადამიანი სარგებლობს, ოჯახების რაოდენობა კი 37 045-ს შეადგენს.

შემდეგია შიდა-ქართლი, სადაც რეგისტრირებულია დაზღევაში ჩართული 94 657 ბენეფიციარი, სულ 31 643 ოჯახი. 93 436 სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარი იღებს სამედიცინო დაზღვევას კახეთში, სულ 33 616 ოჯახი. ქვემო ქართლში სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართულია 21 960 ოჯახი, სულ 69 952 სოციალურად დაუცველი ადამიანი.

სამცხე-ჯავახეთი ეს ის რეგიონია, სადაც სამედიცინო დაზღვევას ყველაზე ცოტა ადამიანი იღებს, იქ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც ცოტაა და,  შესაბამისად, დაზღვეულებისაც. სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში სულ 23 807 ადამიანია ჩართული, სულ 8 409 ოჯახი.

სიმცირის რაოდენობით მეორე ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც სახელმწიფო სამედიცინო დაზღვეაში ჩართულია 26 151 ბენეფიციარი, სულ 10 773 ადამიანი. 33 961 სოციალურად დაუცველი ადამიანი სარგებლობის სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით მცხეთა-მთიანეთში, სულ 13 199 ოჯახი. გურიაში კი ამ პროგრამაში ჩართულია 12 510 ოჯახი, სულ 39 175 ადამიანი.

საერთო ჯამში, საქართველოში სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 1 773,294 ადამიანი, აქედან სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით დაახლოებით 50%, 885 325 ბენეფიციარი სარგებლობს.

რაც შეეხება ზოგადად დაფინანსებას, წლეულს სამედიცინო დაზღვევისთვის სახელმწიფო 136,396.3 ათას ლარს დახარჯავს, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით სწორედ ამ რაოდენობის თანხაა გამოყოფილი. თუმცა, კონკრეტული ციფრი იმასთან დაკავშირებით თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში მყოფი ადამიანების დაზღვევა, ჯერჯერობით უცნობია.

 

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: