არაინფორმირებულობა, არჩევანის შეზღუდვა და დაბალი ხარიხის მომსახურეობა

რა პრობლემებია სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულების წინაშე

მაკა ხარაზიშვილი

დღეს, სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულების წინაშე სამი ძირითადი პრობლემა დგას – არაინფორმირებულობა, პროვაიდერების არჩევის შეზღუდვა და დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა.  სპეციალისტების განცხადებით, თუ სახელმწიფოს სურს, რომ სახელმწიფო პროგრამა (რომლის ფარგლებშიც მილიონამდე დაზღვეულია) უფრო ეფექტიანი გახდეს, ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს.

giorgi gigolashvili.jpg კომპანიები მათ მიმართ გამოთქმულ ამ ბრალდებებს უარყოფენ. ყველა კომპანიაში ირწმუნებიან, რომ თითოეულ დაზღვეულთან მიდის სადაზღვევო აგენტი და აცნობს კომპანიის მოვალეობებს დაზღვეულის მიმართ. `საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის~ პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით მილიონამდე დაზღვეულია, შესაბამისად,  შეუძლებელია, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა სახელშეკრულებო პირობები თითოეულ დაზღვეულს განუმარტოს. მისი განცხადებით, არაინფორმირებულობა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა და ეს სადაზღვევო ინსტიტუტში შემოსულმა პრეტენზიებმაც აჩვენა.

ფაქტობრივად, საჩივრების შინაარსი არ იცვლება. ვინაიდან, მოსახლეობას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ, ხოლო სამედიცინო ტერმინოლოგიით შედგენილი ხელშეკრულებები მათთვის გაუგებარია. ისინი ითხოვენ იმაზე მეტ სამედიცინო მომსახურებას, ვიდრე ხელშეკრულება ითვალისწინებს ან შესაძლოა აქეთ დარჩნენ მოტყუებულნი და იმაზე ნაკლები სერვისი მიიღონ, ვიდრე ეკუთვნით.

`ყველაზე ხშირად დახმარებას ითხოვენ არასრულ დაფინანსებაზე, ანაზღაურების დაგვიანებაზე, პროცედურების დროში გაწელვაზე. იყო შემთხვევები, როდესაც მომმართველებმა განაცხადეს, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა მათ ურჩია ექიმისაგან განსხვავებული მკურნალობის მეთოდი, რომელიც ექიმის მიერ რეკომენდირებულზე უფრო იაფი იყო~, – ამბობს გიორგი გიგოლაშვილი.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთ სადაზღვევოკომპანიაში დაზღვეულმა განმარტებისთვის სამჯერ დარეკა დასამივეჯერ სხვადასხვა პასუხი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო ინსტიტუტში შესულიპრეტენზიების 52% საინფორმაციო სახისაა – რა იფარება და რაარა დაზღვევით, პროცედურული საკითხები, სამედიცინო პროვაიდერისშერჩევა და ა.შ. მიმართვების 63% მოდის პედაგოგებზე, 14% -სოციალურად დაუცველთა პროგრამით დაზღვეულებზე, ხოლო 23% -არასახელმწიფო დაზღვევის მქონე ან დაუზღვეველ პირებზე.

გარდა ამისა, დაზღვეულები ყველაზე ხშირად პრეტენზიასგამოთქვამდნენ სამედიცინო პროვაიდერის არჩევის შეზღუდულობის დასამედიცინო დაწესებულებებში რიგების გამო. საქართველოში ასევემუდმივი პრობლემაა ის, რომ კერძორ დაზღვეულებისგანგანსხვავებით, სახელმწიფო პროგრამებში დაზღვეულებს არ აქვთუფლება ექიმი საკუთარი სურვილით აირჩიონ. ისინი ხშირად,სადაზღვევო კომპანიის მიერ შერჩეულ ექიმს უნდობლად უყურებენ.

`ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის მკურნალობაზე განსაკუთრებულგავლენას ახდენს – რწმენა, როდესაც პაციენტს ექიმის სჯერა, რომის ნამდვილად მოარჩენს, მკურნალობის პროცესი უფრო ეფექტიანიხდება. შესაბამისად, როდესაც პაციენტს ექიმის არჩევის უფლებაშეზღუდული აქვს, ბუნებრივია, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის.კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს გამოეყო, ვთქვათ, 100 კლინიკა,საიდანაც პაციენტი არჩევანს გააკეთებდა და სასურველ ექიმთანიმკურნალებდა~, – ამბობს გიორგი გიგოლაშვილი.

სადაზღვევო კომპანია `იმედი ელში~ აცხადებენ, რომშეზღუდვები სამედიცინო კლინიკებთან დაკავშირებით მხოლოდსოციალურ პროგრამებში ჩართულ დაზღვეულებზე ვრცელდება, ხოლონებაყოფლობით დაზღვეულებისთვის არჩევანი თავისუფალია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სოციალურ პროგრამებისფარგლებში საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოა შესასრულებელი,ადმინისტრირება რთულია, ამიტომ სამედიცინო მომსახურებისშესყიდვა კონკრეტულ კლინიკებთან ჯამურად ხდება.

სადაზღვევო კომპანია `ჯიპიაი ჰოლდინგში~ კი აცხადებენ, რომსახელმწიფო პროგრამაში მონაწილეებისთვის ყველა დეტალი მთავრობისდადგენილებითაა გაწერილი, ხოლო კორპორაციული დაზღვეულებისთვისარჩევნის თავისუფლებას ფასი განსაზღვრავს. კომპანიისგანმარტებით, ხელშეკრულებები წამყვან კლინიკებთან აქვთგაფორმებული და ყველა დაზღვეული მაღალი ხარისხის მომსახურებასიღებს. გადაუდებელი შემთხვევების დროს კი პროვაიდერი შეზღუდულიარ არის.

მესამე პრობლემაა სამედიცინო სერვისის ხარისხი.  გიგოლაშვილის თქმით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ 1700 სამედიცინო ისტორია შეისწავლა, საიდანაც ჩატარებული მკურნალობის 80% დიაგნოზს ზუსტად არ პასუხობდა. `მკურნალობა ან გადამეტებული იყო, ან დაუსრულებელი~, – ამბობს გიგოლაშვილი.

გარდა ამისა, პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებში არის უშველებები რიგი. ავადმყოფს ერთი კვირის, 2 კვირის და ყოფილა შემთხვევა, რომ 1 თვის განმავლობაშიც კი უწევს რიგში ყოფნა.  შესაბამისად, ეს ფაქტორით სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილ მილიონებს არაეფექტურს ხდის.

 

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: