სადაზღვევო კომპანიები ყველაზე მეტად სახელმწიფო პროგრამებით ხეირობენ

კონტროლის პალატის დასკვნას მზღვეველები არ ეთანხმებიან

ელზა წიკლაური

კონტროლის პალატა სახელმწიფო სამედიცონო დაზღვევაზეგახარჯული თანხების მონაცემებს აქვეყნებს და კომპანიებსსახელმწიფო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. საერთო ჯამშიკი, როგორც კონტროლის პალატის შუალედურ დასკვნაშია საუბარი,სადაზღვევო კომპანიებმა 284 მილიონი ლარიდან მოსახლეობისმომსახურებაზე მხოლოდ 40% დახარჯეს. ამავე დასკვნის მიხედვით,კომპანიებმა მოგების ყველაზე მაღალი მარჟა სწორედ სახელმწიფოპროგრამით დაზღვეულების ხარჯზე მიიღეს. კერძოდ, უმწეოთაპროგრამით დაზღვეულ 808 000 მოქალაქიდან მხოლოდ 171 000შემთხვევა დაფინანსდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამითდაზღვეულთა მხოლოდ 21%-მა ისარგებლა.

საქართველოს კონტროლის პალატა 2008-10 წლების სახელმწიფოსამედიცონო დაზღვევაზე გახარჯული თანხების სტატისტიკურიმონაცემები ორი დღის წინათ გამოაქვეყნა. შეალედური დასკვნისმიხედვით, ამ ორ წელში `არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ~ 10 961 514ლარი პრემია მოიზიდა, საიდანაც მოგების მარჟამ 58,98% შეადგინა.ამავე პერიოდში `ალდაგი ბისიაის~ მიერ მოზიდული პრემია 29 733947 ლარით, ხოლო მოგების მარჟა 65,48%-ით განისაზღვრა. `ჯიპიაიჰოლდინგის~ – მოზიდული პრემია 60 056 756 ლარით, ხოლო მოგებისმარჟა 57,38%-ით.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო სამედიცინოდაზღვევის პროგრამიდან `აისი ჯგუფმა~ 34 721 138 ლარის პრემიამოიზიდა, ხოლო კომპანიის მოგების მარჟა 77 32%-ით განისაზღვრა.კომპანია `იმედი ელ~-მა აღნიშნული პროგრამიდან 2008-2010 წლებში66 658 874 ლარი მოიზიდა და მოგების მარჟა 55,79%-ითგანისაზღვრა. 2008-10 წლებში კოპანია `ირაოს~ მიერ მოზიდულიპრემიის მოცულობა 40 134 478 ლარით განისაზღვრა, ხოლოსახელმწიფო სამედიცინო დაზღვევიდან მიღებული მოგების მარჟამ51,07% შეადგინა.

აღნიშნული პროგრამიდან ყველაზე ნაკლები მოგების მარჟა -27,16%, კომპანია `ქართუმ~ მიიღო, ხოლო მოზიდული პრემიისმოცულობამ 3 303 621 ლარი შეადგინა. ამასთან, სადაზღვევოკომპანიებმა 284 მილიონი ლარიდან მოსახლეობის მომსახურებაზემხოლოდ 40% დახარჯეს.

კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემებით, 284მილიონი ლარიდან სადაზღვევო კომპანიებმა მოსახლეობისმომსახურებაზე დახარჯეს მხოლოდ 40%, რომელიც მოხმარდადაზღვეულთა მხოლოდ მეხუთედს. ამავე მონაცემებით, კომპანიებისმოგების მარჟამ გადააჭარბა 60%-ს, მაშინ როდესაც კერძოდაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია, რაც შეესაბამება სადაზღვევობიზნესის მომგებიანობის საერთაშორისო პრაქტიკას.

`2008-10 წლებში უმწეოთა პროგრამით დაზღვეულ 808 000მოქალაქეს დაუფინანსდა მხოლოდ 171 000 შემთხვევა, რაც ნიშნავსიმას, რომ პროგრამით ისარგებლა დაზღვეულთა მხოლოდ 21%-მა~, -ნათქვამია კონტროლის პალატის შეალედურ დასკვნაში.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, კონტროლის პალატაასკვნის, რომ დაზღვევის სექტორი ხასიათდება შემდეგი მომატებულირისკებითა და ნაკლოვანებებით – სახელმწიფო მკაცრი რეგულირებისარარსებობა, სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერიქმედება, სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდულიხელმისაწდომობა, პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისიინფორმირება, პროგრამით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზისცდომილება. ამის გამო კი, კონტროლის პალატა სახელმწიფოსამედიცინო დაზღვევაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროსაკისრებს.

კონტროლის პალატის შეალედურ დასკვნას არ ეთანხმებიანსადაზღვევო კომპანიები და იმედოვნე საბოლოო დასკვნა რეალურმონაცემებთან იქნება შესაბამისობაში.

`ჩვენგან ეროვნულ ბანკს ყოველ კვარტალურად ეგზავნებაფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგება, რომელიც აბსოლიტურად არშეესაბამება ამ მონაცემს~, – განაცხადა `აისი ჯგუფის~საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ირინაშენგელაიამ.

კომპანია `ჯიპიაი ჰოლდინგის~ გენერალურ დირექტორს, გიორგიკვირკაძეს მიაჩნია, რომ კონლტროლის პალატის პირველადი დასკვისგამოქვეყნება ჩრდილს აყენებს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულსადაზღვევო რეფორმას. მისივე თქმით, 2007-10 წლებში `ჯიპიაიჰოლდინგის~ წმინდა მოგება სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევისპროგრამის ფარგლებში 6,8%-ია.

კომპანია `იმედი ელი~-ის გენერალური დირექტორის მოადგილის,ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, კონტროლის პალატის მიერგამქვეყნებული მონაცემები აბსოლუტურად განსხვავდება რეალურიწმინდა მოგებისგან.

`კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არიძლევა კონკრეტული დასკვნების გაკეთების საფუძველს. კერძოდ,მოგების მარჟა აბსოლუტურად განსხვავდება რეალური წმინდამოგებისგან, რომელიც ჩვენს კომპანიას ამ სახელმწიფო პროგრამებისგანხორციელებიდან დარჩა. არანაირ სუპერმოგებებეზე ლაპარაკი არშეიძლება~, – განაცხადა ნიკოლაძემ.

 

 

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: