სახელმწიფო დაზღვევაში კერძო კომპანიების ჩართვა არასწორი იყო?

`უფასო სამედიცინო მომსახურების გასაწევად უამრავი თანხა იხარჯება, ხალხის დიდი ნაწილი კი მაინც უკმაყოფილოა~

მაკა ხარაზიშვილი

სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელებისგამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში უამრავიგანცხადება გაკეთდა. სპეციალისტების ერთი ნაწილი იმ დასკვნამდეცმივიდა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხახელისუფლებას სამართავად კერძო კომპანიებსათვის არ უნდა მიეცა.საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შექმნილიყოსოციალური სამსახური, რომელიც მოგებაზე არ იქნებოდაორიენტირებული და ამ თანხას მთლიანად დაზღვეულებისკენმიმართავდა.სადაზღვევო სპეციალისტებისა და ამ სფეროზე მომუშავეარასამთავრობო სამსახურების მიერ გაკეთებული ანალიზისსაფუძველზე გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რომელიც მთავრობისმხრიდან სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს.საქართველოს მედიაციის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისარჩილ ცერცვაძის განცხადებით, სამსახურში სხვადასხვა სახისსაჩივრები თითქმის ყოველდციურად შემოდის. დაზღვეულები ხშირადმოითხოვენ განმარტებას კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევაგათვალისწინებულია თუ არა მათ სადაზღვევო პოლისში. ანუ პრობლემაისევ არასათანადო ინფორმირებულობას ეხება.ცერცვაძის განცხადებით, დაზღვეულები ასევე მედიკამენტებისდაფინანსებას მოითხოვენ, არის დავები სადაზღვევო კომპანიასა დასამედიცინო დაწესებულებას შორის, დაზღვეულსა და სამედიცინოდაწესებულებას შორის.`არის დავები, რომელიც მარტივი გადასაჭრელი და სამსახურიასეთ დავას იოლად წყვეტს, თუმცა არის უფრო რთული დავებიც. ჩვენვცდილობთ, ყველას საჩივარი განვიხილოთ და პრობლემა დროულადმოვაგვაროთ~, – ამბობს არჩილ ცერცვაძე.რაც შეეხება სხვა პრობლემებს, საქართველოს სადაზღვევოინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი მიიჩნევს, რომ 2010წლის აპრილის ტენდერის პირობებიდან უნდა გამოირიცხოს სადაზღვევოკომპანიათა 3-წლიანი ტერიტორიული მონოპოლისტური მდგომარეობა.შესაბამისად, დაზღვევის პერიოდის დასაწყისში სახელმწიფოპროგრამებით დაზღვეულებს მიეცეთ სადაზღვევო კომპანიისთავისუფლად არჩევის უფლება.მისივე განცხადებით, სადაზღვევო კომპანიათა სახელმწიფოსამედიცინო პროგრამების განხორციელების პროცესი გამჭვირვალეუნდა გახდეს. `სადაზღვევო კომპანიებს უნდა დაევალოთსტატისტიკური და ფინანსური ანგარიშგების პერიოდულადგამოქვეყნება მასმედიის საშუალებებში~, – ამბობს გიგოლაშვილი.რაც შეეხება დაზღვევის ფასს, გიგოლაშვილი მიიჩნევს, რომდაზღვევის ფასი და სტრუქტურა განისაზღვროს სადაზღვევო პერიოდისდასაწყისში წინა პერიოდის სტატისტიკურ-ფინანსური მონაცემებისადა სამედიცინო სერვისის მიმდინარე ფასების გათვალისწინებით.ასევე უმწვავესი პრობლემის გადასაჭრელად, როდესაცპროგრამით დაზღვეულებს სამედიცინო დაწესებულების არჩევის უფლებააქვთ წართმეული, სადაზღვევო ინსტიტუტში აცხადებენ, რომ უმწეოთადა პედაგოგთა სადაზღვევო ვაუჩერის პირობებში უნდა განისაზღვროსსამედიცინო დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომლებშიც სახელმწიფოსადაზღვევო პროგრამებით დაზღვეულებს ექნებათ სამედიცინოსერვისის მიღების შესაძლებლობა. ამავე პირობებში აუცილებლადუნდა შემცირდეს გეგმური სამედიცინო მომსახურების მიღებისმოლოდინის პერიოდი არაუმეტეს 1 თვემდე.`მკაფიოდ უნდა განისაზღვროს დაზღვეულთა უფლებების შელახვისკრიტერიუმები. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებისგანმახორციელებელ უწყებებს და სადაზღვევო კომპანიებს დაევალოთდაზღვეულთათვის ეფექტიანი საინფორმაციო კამპანიის შემუშავება დაგანხორციელება. ჩვენს მიერ საჯაროდ მრავალჯერ აღნიშნულიპრობლემები ეხება სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამებისმარეგულირებელ საკანონმდებლო ხარვეზებს, სამედიცინომომსახურების ხელმისაწვდომობის შეზღუდულობას, დაზღვეულთაუფლებების დაცვის სუსტ სისტემას.ბოლო დღეებში სადაზღვევო სფეროში მიმდინარე პროცესები უნდაგახდეს არსებული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოფხვრისდა ხარისხის პრინციპულად ზრდის წინაპირობა~, – ამბობსგიგოლაშვილი.სამედიცინო დაზღვევის სპეციალისტის თამარ ცინცაბაძისგანცხადებით, პროგრამების განხორციელება უფრო ეფექტიანიიქნებოდა თუ ეს თანხა სამართავად საჯარო სამართლის იურიდიულპირს გადაეცემოდა, რომელიც მოგებაზე არ იქნებოდა ორიენტირებული.`ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინათ ვაცხადებდით, რომ პროგრამებისმართვის კერძო კომპანიებისთვის გადაცემა იყო არასწორი,პროგრამებით გათვალისწინებული თანხის 50% ხმარდებოდა პროგრამაშიმონაწილეებს. ბუნებრივია, როდესაც კერძო კომპანიას აძლევ ამფულს, იგი მოგებაზე იქნება ორიენტირებული. ეს ჩვეულებრივიმოვლენაა. ის თანხა, რომელიც კომპანიებს მოგების სახით რჩება,ისევ პროგრამის მონაწილეებს, რომ მოხმარებოდა, ეფექტი უფრო მეტიიქნებოდა.ამიტომაც, როდესაც სახელმწიფომ კერძო პირებს გადასცასახელმწიფო თანხები, ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლადგარკვეული მექანიზმები უნდა ჩაედო. ამჯერად, მიუხედავად იმისა,რომ უფასო სამედიცინო მომსახურების გასაწევად უამრავი თანხაიხარჯება, ხალხის დიდი ნაწილი მაინც უკმაყოფილოა, ვინაიდან მათბევრი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ~,- ამბობს თამარ ცინცაბაძე.

 

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: