სადაზღვევო პრობლემები დიდ ქალაქებში უფრო თვალსაჩინოა

სადაზღვევო პრობლემები დიდ ქალაქებში უფრო თვალსაჩინოა

სოფლებში სადაზღვევო კულტურა უფრო დაბალია და სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ადამიანებისგან მისი გაჟღერება ნაკლებადხდება”

ელზა წიკლაური

სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამას ისევ აკრიტიკებენ და ისევ არ შემცირებულა უკმაყოფილო ბენეფიციარების რაოდენობა. დაზღვეულებს პრობლემები აქვთ როგორც დიდ ქალაქებში,ასევე სოფლებშიც. სპეციალისტები ამბობენ, რომ დაბალი სადაზღვევოკულტურის გამო, პროვინციაში პრობლემების იდენტიფიკაცია ნაკლებადხდება. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ დაზღვეული პრობლემებს უფრომეტად ქალაქებში აწყდებიან.

სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართულიკომპანიების მიმართ კრიტიკული დასკვნა კონტროლის პალატამაც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც სამართალდამცავმა ორგანოებმაკომპანიების შემოწმება დაიწეს. გუშინ კი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისების ბრალდებით პოლიციამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების 16 თანამშრომელი დააკავა.საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიებისმიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიაღებული ვალდებულებების უგულებელყოფით, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები არ დაარიგეს დაგასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს თავი აარიდეს, რის შედეგადაც სადაზღვევო პროგრამისთვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა – ჯამში 5 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი მიითვისეს.

როგორც ჩანს, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამაში კერძოსადაზღვევო კომპანიების ჩართვა ისევ პრობლემატურია. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც მთავრობამ აღნიშნული პროგრამის განხორციელება დაიწყო, არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა. ჩატარდა სპეციალური კვლევებიც და გამოქვეყნდა შესაბამისი დასკვნებიც.

პროგრამის დაწყებიდან რამდენიმე თვეში არასამთავრობო ორგანიზაციამ ეკონომიკური კვლევის ცენტრმა სპეციალური კვლევა ჩაატარა. პროგრამის ამოქმედების დღიდან სადაზღვევო კომპანიებმა, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, ისარგებლეს მოსახლეობის ინფორმირების დაბალი დონით და დაიწყეს ე.წ. `ვაჭრობა~ვაუჩერებზე. სადაზღვევო კომპანიების აგენტები სოფლებში აგროვებდნენ ბენეფიციარებს და ავტობუსებით ჩაჰყავდათ რაიონულ ცენტრებში ვაუჩერის მისაღებად. სანაცვლოდ, მიღებულ ვაუჩერში ბენეფიციარებს სთავაზობდნენ მატერიალურ ანაზღაურებას (5-დან 20ლარამდე 1 ვაუჩერზე), კვების პროდუქტებს (შაქარი, ფქვილი).

კვლევის თანახმად, ადგილობრივი ტელევიზიით დაიწყო რეკლამირება ვაუჩერებით ლატარიის გათამაშების შესახებ .შენობიდან გამოსულ `ვაუჩერიან~ ბენეფიციარს `თავს ესხმოდნენ~ სადაზღვევო კომპანიების აგენტები და იქვე ადგილზე `საველე პირობებში~ უფორმებდნენ ხელშეკრულებებს და აძლევდნენ დაპირებულან აზღაურებას ვაუჩერის სანაცვლოდ. უკვე `დაზღვეული~ ბენეფიციარის 90%-ს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ `არჩეული~ სადაზღვევო კომპანიის თუნდაც საბაზისო სადაზღვეო პაკეტის ან კონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულების შესახებ. ხშირ შემთხვევაში უკვე `ვაუჩერჩამორთმეული~ ბენეფიციარი კვლავ მიმართავდა სააგენტოს ვაუჩერისათვის და იმის გასარკვევად თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ მიეღო კუთვნილი სამედიცინო მომსახურება.

შექმნილი ქაოსის გამო, რადგანაც ადგილი ჰქონდა ბენეფიციარებთა უფლებების მასიურ დარღვევებს და ისინი თითქმისკარგავდნენ თავისუფალი არჩევნის უფლებას, 15 აგვისტოს ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო იძულებული გახდა, შეეწყვიტა ვაუჩერების დარიგება, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვაუჩერები დასარიგებლად გადაეცა მმართველ პარტიას, `ნაციონალურ მოძრაობას~, რომელთა აქტივისტები უზრუნველყოფდნენ ვაუჩერებისა და საინფორმაციო ბუკლეტების მიწოდებას ბენეფიციარებისათვის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

`მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სადაზღვევო სისტემის დანერგვა და განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, შექმნილმა სიტუაციამ ცხადყო, რომ ასეთი პრინციპით გადასვლა კერძო სადაზღვევო სისტემაზე ნაადრევი აღმოჩნდა, პირველ რიგში, ამისათვის მზად თავად სადაზღვევო კომპანიები არ აღმოჩდნენ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბენეფიციარები მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ფენას, არ არიან საკმარისად ინფორმირებული საკუთარ უფლებებში და ხშირ შემთხვევაში უჭირთ არჩევნის გაკეთება. ამიტომ საჭიროა, რომ მათი უკეთ ინფორმირება მოხდეს~, – ნათქვამი იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისდასკვნაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის ამოქმედებიდან რამდენიმე წელი გავიდა, პრობლემებს რიგითი მოქალაქეები ისევ აწყდებიან. როგორც მედიაციის სამსახური ხელმძღვანელი არჩილ ცერცვაძე აცხადებს, დაბრკოლებებს ბენეფიციარებს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებშიც აწყდებიან. `პრობლემები კი ყველგან იდენტურია, თუმცა თითქმის ყველა მათგანი გვარდება~, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ექსპერტი სადაზღვევო საკითხებში ლევან კალანდაძე კი ამბობს,რომ პრობლემების გაჟღერება ქალაქში მცხოვრები ბენეფიციარებისგანუფრო ხდება, რამდენადაც აქ სადაზღვევო კულტურა შედარებითმაღალია.

`იმის გამო, რომ სოფლებში სადაზღვევო კულტურა უფრო დაბალია,სახელმწიფო სამედიცინო პროგრამაში ჩართული ადამიანებისგან მისი გაჟღერება ნაკლებად ხდება. როდესაც სოფლებსა თუ დაბებში ბენეფიციარის უფლებები ირღვევა, მათ არ იციან, ვის მიმართონ, სად წავიდნენ და საერთოდ, რა ეკუთვნით ამ პროგრამით.

დიდ ქალაქებში მოსახლეობა უფრო გაცნობიერებულია და ამ პრობლემების იდენტიფიკაციაც უფრო მეტად ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაზღვეულების უფლებები ქალაქებში უფრო ირღვევა, ვიდრე სოფლებში, თანაფარდობა თითქმის ერთნაირია~, -დასძინა კალანდაძემ.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: