ტენდერი გასაუქმებელი, ხოლო მედიაცის სამსახური სარეფორმოა

`შეიქმნა მონოპოლია და სადაზღვევო კომპანიები აღარ არიანმოტივირებული განვითარებაზე~

მაკა ხარაზიშვილი

კონტროლის პალატის დასკვნის გამო სადაზღვევო მაქინაციებშიმხილებული ადამიანების ნაწილი ისევ ციხის იზოლატორში რჩება. ნაწილი კი საპროცესო გარიგების საფუძველზე გამოიყვანეს. ის, რომ სადაზღვევო კომპანიებმა პოლისები რამდენიმე თვის დაგვიანებით დაარიგეს, ხელისუფლების ყველა უწყებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, მედიაციის სამსახურში შესული იყო უამრავი საჩივარი. ამ დარღვევების შესახებ `რეზონანსი~ ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომას წერდა. სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულმა პედაგოგებმა სხვადასხვა მედიის საშუალებით ხელისუფლებას დახმარებაც კი თხოვეს, თუმცა პალატის დასკვნამდე ამ საკითხზე რეაგირება არავისმოუხდენია.

ამჯერად, როდესაც ეს ფული გაფლანგულია, პოლისების მომლოდინე ბენეფიციარებმა სამედიცინო მომსახურება თავის დროზე ვერ მიიღეს, აღმოჩნდა, რომ მედიაციის სამსახური სასწრაფო რეორგანიზაციას საჭიროებს, მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად გამოსავალზე მსჯელობას ჯანდაცვის სამინისტრო ახლა იწყებს. თუმცა, როდესაც არსებული დარღვევების შესახებ მედია წერდა, ხელისუფლებას რეაგირება მაშინ, რომ მოეხდინა ამდენი ფული შეიძლება წყალში არცგადაყრილიყო.

უფრო მეტიც, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ისე დაუნაწილეს რეგიონები, რომ ხელისუფლებას არც კი უფიქრია, რამდენად შეძლებდნენ არსებული რესურსებით კომპანიები ამ რაოდენობის ბენეფიციართა მომსახურებას. შესაბამისად, ეს საფრთხეები თავიდანვე მოსალოდნელი იყო და ხელისუფლებას მისი თავიდან აცილებისთვის იმთავითვე უნდა ეზრუნა.საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, პოლისების დაგვიანების ფაქტზე ხელისუფლებას დროული რეაგირება, რომ მოეხდინა მსგავს სურათს არ მივიღებდით.

`ყველა ჯოხის სადაზღვევო კომპანიებზე გადატეხა არასწორია.უნდა ვთქვათ, რომ საკანონმდებლო რეგულირება არის სუსტი. კანონმდებლობა უფრო დახვეწილი რომ ყოფილიყო, ხოლო ფასები კარგად რეგულირებული, ეს არ მოხდებოდა. ვფიქრობ, მედიაციის სამსახურმა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია არსებულ დარღვევებზე~, -ამბობს გიორგი გიგოლაშვილი.

`რეზონანსი~: კონტროლის პალატის დასკვნის შემდეგ დაზღვევის ზოგიერთმა სპეციალისტმა ტენდერის გაუქმების საკითხიც კიდააყენა. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

გიორგი გიგოლაშვილი: საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტიყოველთვის აცხადებდა და აცხადებს, რომ ეს ტენდერიგასაუქმებელია. ტენდერმა შექმნა მონოპოლია და სადაზღვევოკომპანიები აღარ არიან მოტივირებული განვითარებაზე, რათა მათმოსახლეობას უფრო უკეთესი სამედიცინო მომსახურება შესთავაზონ.გარდა ამისა, 3 წლით ადრე სადაზღვევო პოლისის ფასის განსაზღვრაარასწორია, ვინაიდან ფასები მუდმივად იცვლება.

რაც შეეხება დაკავებულებს, ადვოკატი დიმიტრი გაბუნიასინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიცსახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში არსებულიმაქინაციების გამო დააკავეს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდგაათავისუფლა. გირაოს თანხას არცერთი მხარე არ ასახელებს.სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს პოლისების დაგვიანებითდარიგება და 5 მილიონზე მეტის მითვისება ბრალდებათ.

კონტროლის პალატის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე უშუალო პასუხისმგებელი სააგენტოა, რადგანბიუჯეტიდან თანხა მის ანგარიშზე ირიცხებოდა. კონტროლის პალატის წარმომადგენლის გიორგი ალასანიას განცხადებით, სოციალურისუბსიდიების სააგენტოს ყოველთვიურ რეჟიმში უნდა მიეღოსადაზღვევო კომპანიების მხრიდან ინფორმაცია. მათ უნდაგანეხორციელებინათ მონიტორინგი, კონტროლი, რაც არ მომხდარა დაამაზე პასუხისმგებელია სააგენტოს როგორც ხელმძღვანელობა, ასევემისი ყველა თანამშრომელი.

გამოძიების ცნობით, სააგენტოს თანამშრომლები გარიგებაშიიყვნენ სადაზღვევოებთან და არ ხდებოდა პოლისების დროული გაცემა.მათი ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედებები 2010 წლის აპრილის ტენდერის შემდეგ იწყება, როცა ერთ თვეში მისაღებ პოლისებს მოქალაქეები თვეობით ვერ იღებდნენ.

პალატის წარმომადგენლის გიორგი ალასანიას თქმით, რამდენიმესადაზღვევო კომპანიაში ერთი და იგივე სქემის წარმოშობარეგულირების სისუსტით იყო გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბიუჯეტისკუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ფინანსთასამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სუბსიდიებისსააგენტოს წარმომადგენლები დააკავეს. მათ შორისაა სოციალურიმომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ ლობჟანიძე.

ასევე დაკავეს სადზღვევო კომპანიების – `ალფას~, `არქიმედესგლობალ ჯორჯიას~, `ალდაგი ბისიაის~, `იმედი-ელის~, `ირაოს~,`აი-სი ჯგუფის~, `ჯი-პი-აი ჰოლდინგის~  წარმომადგენლები.გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა ყალბიდოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და შესაბამისად თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რის შედეგადაც უკანონოდ მიითვისეს 5მილიონ 700 ათას ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვისგამოყოფილი სახელმწიფო თანხა.

კონტროლის პალატამ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევისკანონიერად მართვაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს დააკისრა. ჯანდაცვის სამინისტროში კი მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტიშემდეგ აუცილებელია მედიაციის სამსახურის რეფორმირება. კერძოდ,მედიაციის სამსახურის არსებობა აუცილებელია, თუმცა დღეს ესსამსახური სადაზღვევოების დაფინანსებაზეა მიბმული, რაც მასპრობლემების ობიექტურად წარმოჩენაში ზღუდავს.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: