სამედიცინო მომსახურების ხარისხზე პოლიტიკოსებიც ალდაპარაკდნენ

`იმის გამო, რომ პირველადი ჯანდაცვა ცუდად მუშაობს, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება~

ელზა წიკლაური

სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამასა და სადაზღვევო კომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის. კონტროლის პალატის დასკვნის შემდეგ სამედიცინო სტანდარტებსა და სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე პოლიტიკოსებიც ალდაპარაკდნენ.

`თავისუფალი დემოკრატების~ განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო სტანდარტების 80% შემუშავებული არ არის. თითქმის ასეთივე მოსაზრება აქვს სადაზღვევლ ასოციაციის ხელმძღვანელს დევი ხეჩინაშვილსაც, რომლის თქმით, მთავარი პრობლემა, ძირითადად, პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებობს.

კონტროლის პალატის შემდეგ სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის შესწავლას თბილისის სოციალური დაცვისა და კულტურის სამსახურსაც მოუწოდებენ. კერძოდ, როგორც თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს სადაზღვევო კომპანიების მიერ ბენეფიციართა მომსახურების ხარისხის შესწავლა და შედეგები საზოგადოებას გააცნოს.

ამასთან, აბაშიძემ მოუწოდა დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიას ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მონიტორინგი სამუშაო გეგმაში შეიტანოს. შედეგების შესახებ ინფორმაცია კი, პერიოდულად აღნიშნულ კომისიას მიაწოდოს და საჭიროების შემთხვევაში, საკითხი განსახილველად საკრებულოს სხდომაზეც გაიტანოს. `თავისუფალი დემოკრატები~ ასევე მიიჩნევენ, რომ აღნიშნული წინადადებები ემსახურება შესძლო კორუფციული დანაშაულის პრევენციას, რათა ბიუჯეტის სახსრებით ბენეფიციარებს რეალურად გაეწიოთ სრულყოფილი სამედიცინო დახმარება.ზურაბ აბაშიძის თქმით, ბიუჯეტის სახსრებით პოლისებისსადაზღვევო კომპანიებიდან ბითუმად შესყიდვის მექანიზმი თავისთავში ობიექტურად მოიცავს კორუფციული გარიგების მაღალშესაძლებლობას.

`ჩვენ `თავისუფალი დემოკრატები~ საზოგადოებას ვაფრთხილებდით იმის შესახებაც, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული სამედიცინო სტანდარტების 80%. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო რეალურად ვერ გააკონტროლებს სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს~, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ახალი საავადმყოფოები, რომელსაც ამჟამადსადაზღვევო კომპანიები აშენებენ, რეალურად სახელმწიფოს ბიუჯეტისფულით შენდება და მომავალში ეს დამატებით სირთულეებს შექმნისსახელმწიფოს სამედიცინო სადაზღვევო ბაზრის რეგულირების საქმეში.

ზურაბ აბაშიძე შეეხო ასევე ბოლო პერიოდში კონტროლის პალატის მასალების საფუძველზე გენერალური პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის მიერ ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური სუფსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების დაპატიმრების საკითხსაც.

საკრებულოს დეპუტატის აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გამოვლენილია კორუფციული პირამიდის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი. `თავისუფალი დემოკრატები~ დაელოდებიან მაკონტროლებელი ორგანოების შემდგომ ნაბიჯებს და შეფასებებს მომავალში გააკეთებენ~, – აცხადებს აბაშიძე.

პრობლემების არსებობას არ უარყოფს სადაზღვევლ ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილიც. მისი თქმით, განსაკუთრებულად პრობლემატურია პირველადი ჯანდაცვა.

`სახელმწიფო დაზღვეულებს შორის ურგენტული ჰოსპიტალური მომსახურება 2_3-ს შეადგენს, არადა ეს ციფრი 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. იმის გამო, რომ პირველადი ჯანდაცვა ცუდად მუშაობს, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და ჰოსპიტალში ურგენტული პროგრამით ხვდებიან.

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ეს შედარებით კარგად მუშაობს. თუ 2009 წელს ჰოსპიტალური მომსახურებით 100 დაზღვეულიდან 6-მა ისარგებლა, 2010 წელს ეს რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ეს არის ნორმალური.  მთავარია, შიგნით ბალანსი იყოს დაცული, გეგმიური ოპერაციები უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ურგენტული.

აქ არის მეორე მომენტიც, ეს არის ადამიანების პრობლემაც.  ისინი გვიან მიდიან ექიმთან და შესაბამისად ხშირ შემთხვევაში გეგმიური ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებულია. ძირითადი მიზანი ამ დაზღვევის პროგრამისა იქ იყო, რომ ადამიანებს შემცირებოდათ სამედიცინო ხარჯები, ეს კი უდავოდ მიღწეულია~, – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

გარდა ამისა, ხეჩინაშვილი კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს.  კერძოდ, იმაზე, რომ არ არსებობს წესი, რომლითაც ხდება ამა თუ იმ დაავადების მკურნალობა.

`როდესაც სპეციალური გაიდლაინები და პროტოკოლები იქნება, ეს ამ პრობლემას მოხსნის. მთავრობამ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო, საქმეში ჩართულია პროფესიული კავშირებიც და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებიც. ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს იმისა, რომ წესები შემუშავდეს. ეს გაამარტივებს მკურნალობას და კონტროლსაც. ახლა მთავარია, ერთობლივი მუშაობის შედეგად ყველასათვის მისაღები პროტოკოლი წარმოვადგინოთ, თუმცა ეს ერთ და ორ თვეში ვერ მოხდება, ამას საშუალოდ 2 წელი მაინც დასჭირდება~, – დასძინა ხეჩინაშვილმა.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: