გაჭირვებული ადამიანები სამედიცინო დაზღვევას ითხოვენ

ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალურად დაუცველები მინიჭებულ ქულას აკრიტიკებენ და დაზღვევის უქონლობას უჩივიან

ელზა წიკლაური

გური მახარაძე პენსიონერია და ასევე პენსიონერ მეუღლესთან ერთად თბილისში, ნუცუბიძეზე ცხოვრობს. ჩართულია სოციალურად დაუცველთა პროგრამაში და მისი ოჯახის სარეიტინგი ქულა 86 710-ს შეადგენს. ამბობს, რომ ექიმთან ვერ მიდის, რადგან ფული არ აქვს, სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში კი მაღალი ქულის გამო ვერ მოხვდა.

`ეს ქულა არასამართლიანად მომენიჭა, გაჭირვებული ადამიანი ვარ, ჩემი და ჩემი მეუღლის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. ერთი თვალიდან საერთოდ ვეღარ ვხედავ, მაგრამ ექიმთან უფულობის გამო ვერ მივდივარ. არც სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ვარ ჩართული, რადგან მაღალი ქულა მაქვს. მეუღლეც ავადაა, ექიმთან ვერც ის მიდის.

შესაბამისი ქულა რომ მიგვეღო, სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ვიქნებოდით და ექიმთან მივიდოდით. ექიმთან მისვლა და კონსულტაციაც ისეთი ძვირია, რომ ამას ვერ ვახერხებთ~, – ამბობს გური მახარაძე.

ასეთი ფაქტები კი საქართველოში საკმაოდ მრავლადაა. ბევრი ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სიაშია მოხვედრილი, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ვერ ხვდება. დაზღვევით მხოლოდ ის ადამიანები სარგებლობენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 71 ათასს არ აღემატება. გაჭირვებული ადამიანების დიდი ნაწილი კი, ვინც დაზღვევას ვერ იღებს, ამბობს, რომ ქულა არასამართლიანად მიენიჭა და მას დაზღვევა ეკუთვნის.გური მახარაძე ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, მისი სარეიტინგო ქულა 71 ათასზე ნაკლები ვერ იქნებოდა, რადგან ოჯახური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. ხელმეორე შემოწმება კი ოჯახს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეეძლება. თავად მახარაძე კი ამბობს, რომ მაცივარიც და ტელევიზორიც აქვს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული და ის სიმდიდრედ ვერ ჩაითვლება.

ცნობისათვის, გური მახარაძე სოციალური მომსახურებისსააგენტოში დეკლარაცია გასული წლის 19 დეკემბერს შეავსო, უკვემიმდინარე წლის 19 იანვარს კი 86 710 ქულა მიენიჭა.

რამდენად ხშირია ასეთი ფაქტები, რომ სოციალურად დაუცველები მინიჭებულ ქულას აკრიტიკებენ და სამედიცინო დაზღვევას ითხოვენ, ამასთან დაკავშირებით მედიაციის სამსახურს დავუკავშირდით.  როგორც აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ ცერცვაძე აცხადებს, ასეთი ფაქტები განსაკუთრებით ბევრი რეგიონებშია.

`ისეთი ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აუცილებლად სჭირდებათ სამედიცინო დაზღვევა, ხშირად მოგვმართავენ.  განსაკუთრებით კი ეს რეგიონებში ხდება. როდესაც მოდიან, ჩვენ მათ ვურჩევთ, რომ ისევ მიმართონ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, რათა ჩატარდეს ხელმეორე შემოწმება და მიენიჭოს ახალი ქულა. იყო შემთხვევები, როდესაც ხელმეორე შემოწმების შემდეგ ამ ადამიანს ქულა მოემატა ან, პირიქით, დააკლდა. ამიტომ, ვისაც სურს, რომ სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში მოხვდეს, მისი სარეიტინგო ქულა კი მაღალია, მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს~, – განაცხადა არჩილ ცერცვაძემ.

`სამედიცინო დაზღვევა მეკუთვნის, მაგრამ არ მაქვს~, – ასეთი განცხადებები ხშირად რომ არ გაკეთდეს, საჭიროა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმის ოპტიმიზაცია~, – აცხადებს ექსპერტი სადაზღვევო საკითხებში ლევან კალანდაძე და მიაჩნია, რომ ვიდრე ეს არ მოხდება, პრობლემები ყოველთვის იქნება.

`მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამაში საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩართული, რომელთაგან გარკვეული ნაწილი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევითაც სარგებლობს, ეს საკმარისი არაა. სამედიცინო დაზღვევა უფრო მეტ ადამიანს სჭირდება. იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, პროგრამაში ცვლილება უნდა შევიდეს და კრიტერიუმის ოპტიმიზაცია მოხდეს.

მართალია, შარშან შეფასების კრიტერიუმი ნაწილობრივ შეიცვალა, მაგრამ პრობლემები ამით არ დაძლეულა. თუ ცვლილება შევა, მაშინ ცხადია, რომ გაიზრდება სადაზღვევო დაფარვის არეალი და უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს სამედიცინო დაზღვეთი. ჩემი აზრით, ეს სამართლიანი იქნება~, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: