პედაგოგების დაზღვევაზე დახარჯული თანხების შესახებ სახელმწიფო სტრუქტურებში არაფერი იციან

“კატასტროფაა, როცა ამაზე ინფორმაცია სახელმწიფო უწყებაში არ აქვთ”

ელზა წიკლაური

სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში რამდენ პედაგოგს გაეწია სამედიცინო მომსახურება და რამდენი ლარი გაიხარჯა ბიუჯეტიდან 2010 წელს ამ მიმართულებით, ამის გარკვევას “ბიზნეს-რეზონანსი” 2 დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ამაოდ. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, რამდენადაც შარშან პედაგოგების დაზღვევას აღნიშნული სააგენტო არ კურირებდა. განათლების სამინისტროშიც გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არც მათ აქვთ და სადაზღვევო კომპანიებთან გადაგვამისამართეს.

“ბიზნეს-რეზონანსი” სადაზღვევო კომპანიებისგან პედაგოგების დაზღვევისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ იმ თემაზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუ რატომ არ აქვს არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხების გახარჯვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია.

თავდაპირველად შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ პედაგოგების დაზღვევის პროგრამა 2007 წელს დაიწყო. 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით პედაგოგების სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კურირებდა. უკვე 2011 წლის პირველი იანვრიდან პედაგოგების დაზღევაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა.იმისათვის თუ რომელი კომპანია დააზღვევდა თბილისელ, ქუთაისელ, თელაველ თუ სხვა რეგიონებში მცხოვრებ პედაგოგებს, მთავრობამ 2010 წელს ორი ტენდერი ჩაატარა. თავდაპირველად, სადაზღვევო ტენდერზე ვაუჩერის ფასი 180 ლარი იყო, თუმცა განმეორებით ტენდერზე მისი ფასი 144 ლარამდე შეამცირა. მთავრობის მიერ ხელმეორედ გამოცხადებულ სამედიცინო დაზღვევის კონკურსში 10-მა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის ფარგლებში საქართველოს ტერიტორია დაიყო 27 ლოტად და თითოეული ლოტის მიხედვით განისაზღვრა დასაზღვევ ბენეფიციართა და ასაშენებელ საავადმყოფოთა რაოდენობა. პროგრამის ფარგლებში 900 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველისა და პედაგოგის დაზღვევა მოხდა.

დღესდღეობით კი ვითარება ასეთია: თუ რამდენ პედაგოგს გაეწია სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო სამედიცინო დაზღევის ფარგლებში და ბიუჯეტიდან რამდენი ლარი დაიხარჯა ამისათვის, უცნობია, რამდენადაც არცერთ სახელმწიფო სტრუქტურაში ამასთან დაკავირებით ინფორმაცია არ აქვთ.

სოციალური მომსახურების სააგენტო პედაგოგების დაზღევის პროგრამას მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან კურირებს და შესაბამისად, ის თუ 2010 წელს რამდენ პედაგოგს ჩაუტარდა გეგმიური ოპერაცია, რამდენს გადაუდებელი მკურნალობა, ქიმიოთერაპია თუ ა.შ. სააგენტოში არ იციან. სოციალური მომსახურების სააგენტომ განათლების სამინისტროსთან გადაგვამისამართა.

თუმცა რამდენადაც მოულოდნელი არ უნდა იყოს, ეს ინფორმაცია არც განათლების სამინისტროში ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში პედაგოგთა დაზღვევას სწორედ შაშკინის უწყება კურირებდა, მათ დაზღევის მიმართულებით ბიუჯეტიდან გახარჯულ თანხებზე არაფერი იცოდნენ. მეტიც, გვითხრეს, რომ პედაგოგების დაზღვევაზე, სამედიცინო მომსახურებასა და ა.შ. დეტალური ინფორმაციის გასაგებად სადაზღვევო კომპანიებისთვის მიგვემართა.

“ბიზნეს-რეზონანსი” შეეცდება სადაზღვევო კომპანიებისგან 2010 წელს პედაგოგების დაზღვევაზე გაწეული დანახარჯების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს და ის ოპერატიულად შემოგთავაზოთ. თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ არცერთ სახელმწიფო უწყებაში, განსაკუთრებით კი განათლების სამინისტროში ამაზე არაფერი იციან, მოულოდნელიც კი აღმოჩნდა.

“პედაგოგების სამედიცინო დაზღვევას სახელმწიფო ახორციელებს და თანხაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ამიტომ ის ინფორმაცია, თუ რამდენ პედაგოგს ჩაუტარდა ოპერაცია და ამისათვის რამდენი ლარი დაიხარჯა, იმ უწყებაში უნდა ჰქონდეთ, რომელიც ამას კურირებდა.

თუკი შარშან განათლების სამინისტრო კურირებდა პედაგოგების დაზღევას, რა თქმა უნდა, ის ვალდებულია, რომ დანახარჯებზე და მომსახურებაზე ყველა ინფორმაცია ჰქონდეს. ეს ხომ სახელმწიფო პროგრამაა და ბიუჯეტიდან გასული თანხებიც უნდა კონტროლდებოდეს. კატასტროფაა, როცა ამაზე ინფორმაცია სახელმწიფო უწყებაში არ აქვთ. თუმცა, სახელმწიფო სადაზღევო პროგრამაში ბევრი სისტემური ხასიათის დარღვევებია ლა ეს აუცილებლად ასევე სისტემურად უნდა გადაწყდეს”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ექსპერტმა სადაზღვევო საკითხებში ლევან კალანდაძემ.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: