კომპანიები პედაგოგთა დაზღვევის თაობაზე ინფორმაციებს ძნელად გასცემენ

ელზა წიკლაური

“ბიზნეს-რეზონანსი” წინა ნომერში წერდა, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას იმასთან დაკავშირებით ინფორმაცია თუ რამდენ პედაგოგს დაეწია სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო გამედიცინო დაზღევის ფარგლებში და ბიუჯეტიდან რამდენი ლარი დაიხარჯა, არ ჰქონდათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, აღნიშნული ინფორმაცია თავად სადაზღვევო კომპანიებში მოგვეძია, თუმცა ზოგიერთმა ამ საკითხს “კონფიდენციალური” უწოდა, ზოგმა კი მიუხედავად დანაპირებისა, კონკრეტული ინფორმაცია რატომღაც არ მოგვაწოდა.

ამ მიზეზის გამო, “ბიზნეს-რეზონანსი” სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მხოლოდ რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ. ჩვენს კითხვებს მხოლოდ “იმედი-ელ”-მა, “ირაომ” და “ჯი-პი-აი ჰოლდინგმა” უპასუხეს. “ალფა”-მ ინფორმაცია არ მოგვაწოდა და მიზეზად “კონფიდენციალურობა” დაასახელა. “ალდაგი-ბისიაიში” დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას აუცილებლად მოგვაწვდიდნენ, თუმცა ამაოდ.

ასე რომ, “ირაომ”, რომელიც საქართველოში სახელმწიფო დაზღვევის ფარგებში მხოლოდ 8 რაიონის მოსახლეობას აზღვევს, გასული წელი ამ მხრივ, პრაქტიკულად, წაგებით დაასრულა. კონკრეტულად, პედაგოგების დაზღვევისთვის “ირაომ” 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიის სახით 2,002,545.00 ლარი მიიღო, კომპანიას კი მთელი წლის განმავლობაში 22,230.88 ლარით მეტის ანაზღაურება მოუწია, საერთო ჯამში, “ირაო”-ს მიერ პედაგოგების დაზღვევაზე გაწეულმა ხარჯებმა 2010 წელს 2,024,775.80 ლარი შეადგინა. “ირაოში” დაზღვეულები არიან ხარაგაულის, ზესტაფონის, ჭიათურის, თეთრიწყაროს, წალკის, მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში, ასევე რუსთავში მცხოვრები პედაგოგები.უფრო კონკრეტულად, 2010 წლის იანვარში “ირაოში” დაზღვეული იყო 11 308 პედაგოგი და იმ თვეში 146,812.22 ლარის ანაზღაურება მოხდა. თებერვალში დაზღვეული იყო 11 464 პედაგოგი, საიდანაც 208,847,22 ლარის სამედიცინო შემთხვევა ანაზღაურდა. მარტში 11 489 პედაგოგი იყო ჩართული სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში, იმავე თვეს 201,706.42 ლარის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურება მოხდა. ბენეფიციარი პედაგოგების რაოდენობა გაიზარდა აპრილში, მაშინ მათი რიცხვი 11 493-ს შეადგენდა. აპრილში “ირაომ” სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში პედაგოგების სამედიცინო დახმარებისთვის 169,676.39 ლარი აანაზღაურა.

მაისის თვეში “ირაოში” დაზღვეული იყო 11 493 პედაგოგი, ანაზღაურებული კი იყო 146,574.51 ლარის სამედიცინო შემთხვევა. ივნისში ანაზღაურებული იყო 189,255.14 ლარის სამედიცინო შემთხვევა, ივლისში – 219,828.80 ლარის, აგვისტოში – 159,607.53 ლარის, სექტემბერში – 117,938.88 ლარის, ოქტომბერში – 109,228.18 ლარის, ნოემბერში – 144,215.28 ლარის, ხოლო დეკემბერში ანაზღაურებული იქნა 211,085.12 ლარის სამედიცინო შემთხვევა.

სადაზღვევო კომპანია “იმედი-ელ”-ში 2010 წელს დაზღვეული იყო 32 756 პედაგოგი. აღნიშნულ კონტინგენტზე მთელი წლის განმავლობაში დაფიქსირდა 53 645 სადაზღვევო შემთხვევა. ყველა აღნიშნული შემთხვევისთვის კომპანიის მხრიდან ანაზღაურდა 4,3 მლნ ლარი.

“იმედი-ელი” სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ტენდერის შემდეგ პედაგოგებს თელავში, ახმეტაში, ყვარელში, შუახევში, ქედაში, ხულოში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, ჩაქვში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში აზღვევს.

კონკრეტული ინფორმაცია, თუ რამდენი პედაგოგია დაზღვევული სადაზღვევო კომპანია “ჯი-პი-აი ჰოლდინგში”, ვერ მივიღეთ. თუმცა, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციით, ცნობილია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში “ჯი-პი-აი”-მ 208 184 სადაზღვევო შემთხვევა აანაზღაურა. სულ სახელმწიფო დაზღვევით კომპანიიაში 170 000 ადამიანია დაზღვეული.

2007-2010 წლების განმავლობაში “ჯი-პი-აი”-ს დაზღვევით ისარგებლა 81 698-მა ბენეფიციარმა, დაფინანსდა 13 047 გეგმური ოპერაცია და 22 970 გადაუდებელი მკურნალობა. ამასთან, მთლიანად სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურდა 4 191 მშობიარობა, 10 627 კი – ქიმიოთერაპია. ამბულატორიული მკურნალობა 132 275 ბენეფიციარს ჩაუტარდა და, შესაბამისად, აუნაზღაურდა, ასევე ამბულატორიული საჭიროების მედიკამენტები 21 129 ბენეფიციარს აუნაზღაურდა.

“ჯი-პი-აი” ჩატარებული ტენდერის შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს აზღვევს ყაზბეგში, მცხეთაში, ახალგორში, დუშეთში, თიანეთში, საგარეჯოში, გურჯაანში, სამტრედიაში, ხონში, ბაღდათსა და ვანში.

სადაზღვევო კომპანია “ალფა”-ში კი, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში ჩართულ ბენეფიციართა 21,8%-ს აზღვევს, გვითხრეს, რომ ინფორმაცია, თუ რამდენი პედაგოგი ჰყავთ დაზღვეული, რამდენი სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურდა და რამდენი ლარის, კონფიდენციალურია. არადა, როგორც პედაგოგების, ასევე სოციალურად დაუცველების სახემწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეს ინფორმაცია საჯაროა.

მომავალშიც “ბიზნეს-რეზონანსი” შეეცდება, სადაზღვევო კომპანიებისგან 2010 წელს პედაგოგების დაზღვევაზე გაწეული დანახარჯების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს და ის ოპერატიულად შემოგთავაზოთ. ამასთან, ჩვენ ვაპირებთ, ასეთივე ტიპის ინფორმაცია კომპანიებისგან სოციალურად დაუცველებზეც გამოვითხოვოთ და ისიც შემოგთავაზოთ.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: