უკავშირდება თუ არა მედიაციის სამსახურში ცვლილებები კონტროლის პალატის დასკვნას?”

ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ”

ელზა წიკლაური

სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებთან დაკავშირებით პრობლემები ისევ გრძელდება. კონტროლის პალატის წინასწარი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჯერ იყო და სამართალდამცველებმა სადაზღვევო კომპანიებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს, ახლა კი თანამდებობიდან მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ ცერცვაძე გადადგა.

ცერცვაძე ირწმუნება, რომ თანამდებობიდან საკუთარი ნებით წავიდა და ეს კონტროლის პალატის დასკვნას არ უკავშირდება. ამ თემაზე კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ კონტროლის პალატაში, თუმცა აცხადებენ, რომ პალატა სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, როგორც მედიაციის სამსახურის, ასევე სადაზღვევო ასოციაციის საქმიანობასაც სწავლობს.

მედიაციის სამსხურის უფროსმა არჩილ ცერცვაძემ თანამდებობა 18 მარტს დატოვა. ცერცვაძე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილიათ დატოვა და ამის მიზეზი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე სხვა სამსახურში გადასვლა გახდა.

“თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადავდექი და ეს ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა, თანაც სხვა სამსახურში ვიწყებ მუშაობას. რაც შეეხება იმას, თითქოს ჩემი გადადგომა დაკავშირებულია კონტროლის პალატის დასკვნათან, სიმართლეს არ შეესაბამება. მეტსაც გეტყვით, კონტროლის პალატას სადაზღვევო პოლისებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები და ინფორმაცია პირადად ჩვენმა სამსახურმა მიაწოდა. აქედან გამომდინარე, ჩემი წამოსვლა მედიაციის სამსახურიდან კონტროლის პალატის დასკვნის გამო ვერ მოხდებოდა”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” არჩილ ცერცვაძემ.

 

“უკავშირდება თუ არაკონტროლის პალატის წინასწარი დასკვნა მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომას, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. ჩვენს აუდიტში შედის როგორც მედიაციის, ასევე სადაზღვევო ასოციაციის საქმიანობის შესწავლაც და საბოლოო დასკვნას მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ.

 

ცნობისათვის, მედიაციის სამსახური სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულთა უფლებების დაცვაზე, ასევე სადაზღვევო კომპანიებსა და ჰოსპიტალურ სექტორს შორის წარმოჭრილი დავების მოგვარებაზე მუშაობს. აღნიშნული სამსახური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მედიაციის სამსახურის მიზნებს, ამოცანებს და ფუნქციებს წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით მედიატორის როლის შესრულება და რეკომენდაციების მომზადება.

 

ამასთან, აღნიშნული სამსახურის მოვალეობაში შედის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხარისხთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და უფლებამოსილი ორგანოებისათვის წარდგენა, დაზღვევის სუბიექტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დაზღვეულსა და მზღვეველის სამედიცინო პროვაიდერს შორის სწორი კომუნიკაციის ხელშეწყობა.

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ კონტროლის პალატა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიაციის სამსახურსაც ამოწმებს. პალატის წინასწარი დასკვნის საფუძველზე დაზღვეულთა 60% სათანადო მომსახურებას ვერ იღებდა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონტროლის პალატა 2010 წლიდან იკვლევს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვის კანონიერებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით 2008-10 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მილიონი ლარი დაიხარჯა.

 

კონტროლის პალატის წინასწარი აუდიტით სერიოზული ხარვეზები და რისკები გამოიკვეთა. კერძოდ, ხაზგასასმელია, რომ არ ხორციელდებოდა სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგი, სადაზღვევო კომპანიებს უმწეო მოქალაქეებთან არ აქვთ გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებები, მოქალაქეები არ ფლობენ სადაზღვევო პოლისებს და არ არიან ინფორმირებულნი დაზღვევის პირობების შესახებ.

 

გარდა ამისა, პალატის დასკვნის მიხედვით სადაზღვევო კომპანიები უმწეო მოქალაქეებს ხელოვნურად უზღუდავენ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უსაფუძვლოდ გაჭიანურებული პროცედურებით. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიები მოქალაქეებს მკურნალობის დაფინანსებაზე დაუსაბუთებლად უცხადებენ უარს, სთავაზობენ არასტანდარტულ და არასასურველ სამედიცინო დაწესებულებებს.

 

პალატის დასკვნის პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ ფინანსური პოლიცია სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანიაში შევიდა და ჯანმრთელობის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები დააკავა. კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო თანხის ხარჯვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, პალატის საბოლოო დასკვნა კიდევ უფრო საგანგაშო იქნება.

 

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: