სადაზღვევო ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებამ კონტროლი გააძლიერა

არასამთავრობოების და მედიის ზეწოლამ შედეგი გამოიღო

მაკა ხარაზიშვილი


`სიღარიბის ზღვარს ქვემოთ~ მყოფი მოსახლეობისთვის სადაზღვევო ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებამ კონტროლი გააძლიერა. ასე რომ, ამ პროგრამაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით მედიისა და არასამთავრობოების გააქტიურებამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო. რაც შეეხება კონტროლის პალატას, იგი აუდიტის საბოლოო დასკვნას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. იმის დასტურად, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის პროგრამაში პრობლემები დიდიხანია არსებობს, პალატამ დოკუმენტები სადაზღვევო ასოციაციიდანაც გამოითხოვა.კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი  თქმით, სადაზღვევო ასოციაციაში 1700 ადამიანის განაცხადია შესული. საკითხი ეხება პოლისების დაგვიანებას, თანხების აუნაზღაურებლობასა და სხვა საკითხებს. ასოციაცია სადაზღვევო ბაზარზე მოქმედ 11 სადაზღვევო კომპანიას აერთიანებს.`აუდიტის ფარგლებში სადაზღვევო ასოციაციიდან მასალები გამოვითხოვეთ. სადაზღვევო ასოციაცია და მედიაციის სამსახური არის სარკე ამ პრობლემებისა და ამ ორგანიზაციების ერთ-ერთი ფუნქციაა ამ პრობლემების აღმოფხვრა. შესაბამისად, ამ ასოციიაციებიდან გამოთხოვილი მასალები არის ინფორმაციის დამატებითი წყარო ანალიზისთვის~, – ამბობს `რეზონანსთან~ საუბარისას გიორგი ალასანია.მისი თქმით, საზოგადოებისთვის აუდიტის საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, სადაც უფრო დეტალურად იქნება გაწერილი ის პრობლემები, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით დაზღვეულ მოსახლეობას შეექმნა.ხელისუფლება აღიარებს, რომ პროგრამას მნიშვნელოვანი ხარვეზები ახლავს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული ფული არცისე ეფექტურად დაიხარჯა. ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის თქმით, სადაზღვევო მომსახურების მიღებისას არსებობს არაკეთილსინდისიერების ფაქტები. თუმცა, მინისტრმა პირობა დადო,რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ყველა თანხა გაკონტროლდება: დაწესდება მკაცრი მონიტორინგი, რომ ვერავინ გაბედოს დაზღვეულისთვის ანაზღაურების გაცემაზე უარი.მინისტრის თქმით, დაზღვეულთა მომსახურებაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად მედიაციის სამსახურს მიეცა დავალებები: სამინისტროში შეიქმნა ტექნიკური საბჭო სადაზღვევოების დადეპუტატების მონაწილეობისთვის. `დაზღვეულთა მომსახურებაში არსებობს ხარვეზები, არაკეთილსინდისირების ფაქტები, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს~, – აღნიშნა ურუშაძემ.სამინისტროში ამოქმედდა ტექნიკური საბჭო. საბჭოს წევრებს შესაძლებლობა აქვთ, რომ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებული ყველა საკითხი ღიად განიხილონ.`იზრდება დაზღვეულთა რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი. ვინც 60 წელს ზემოთაა და ბავშვთა ასაკისთვის შენარჩუნებულია ყველა ჯანდაცვის პროგრამა, ურგენტული შემთხვევებისთვის, პირველადი ჯანდაცვის სერვისისთვის, კარდიოქირურგია, ონკოლოგია~,- აცხადებს ურუშაძე.მისი თქმით, სამედიცინო და სადაზღვევო მედიცინის პოპულარიზაციამ, კერძო სადაზღვევო კომპანიებზე დაფუძნებული დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვამ 1 მილიონზე მეტ მოქალაქეს მისცა საშუალება, მიეღო სამედიცინო მომსახურება. ეს ის მოსახლეობაა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უღარიბეს 20%-ს შეადგენს.ხელისუფლება ხშირად მიუთითებს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას ისეთი ტიპის დაავადებების მკურნალობა,რომელსაც სადაზღვევო პოლისი არ ითვალისწინებს, რეფერალური პროგრამის ფარგლებში შეუძლია. თუმცა, პროგრამა კარგა ხანია გაჩერებული იყო და გარდა ამისა, ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ რთულია, რაც ასეთი ტიპის მოსახლოების ძალებს აღემატება.მინისტრის განცხადებით კი, რეფერალური პროგრამა არ გაჩერებულა, უბრალოდ, დაზუსტდა კრიტერიუმები, რომ სამინისტროს ობიექტური გადაწყვეტილება მიიეღო. `არ გაუქმებულა კომისია,რომელიც ამ საკითხებს იხილავს. თუმცა, თვისობრივად შეიცვალა ფორმა, კერძოდ კი ჯანდაცვის მინისტრი აღარ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ დააფინანსოს ან ვინ არა~, – ამბობს ურუშაძე.მისი თქმით, რეფერალური პროგრამებით დაკმაყოფილდება სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, გადაუდებელი სიტუაციების დროს დაზარალებული მოსახლეობა, ასევე ამ პროგრამით სარგებლობაშეუძლიათ იმ პირებს, რომელთა დაავადების დიაგნოსტიკას ჯერ კიდევ არ ადგენენ საქართველოში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა.რეფერალური პროგრამებით სიღარიბის სტატუსის მქონე მოსახლეობას სარგებლობა მანამდე შეუძლია, სანამ მათ სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფენ.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: