`მიმდინარეობს გათვლები რეალური სადაზღვევო პრემიის დასადგენად~

დევი ხეჩინაშვილი: სახელმწიფო პროგრამებში იმ იდეების დამკვიდრება უნდა დაიწყოს, რომლითაც განვითარებული ქვეყნებიმუშაობენ

მაკა ხარაზიშვილი

ხელისუფლება ექიმებისთვის გაიდლაინების შექმნაზე მუშაობს. სადაზღვევო ინდუტრიაში ხშირად გაისმის პრეტენზიები, რომ ექიმები, დაფინანსების გაზრდის მიზნით, ძვირიან მკურნალობასა და მედიკამენტებს ნიშნავენ. შესაბამისად, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ეფექტიანობისთვის, ხელისუფლებას რეგულაციების გამკაცრება სჭირდება.

პრობლემა დიდი ხანია არსებობს, სამედიცინო სისტემას არ აქვს სამედიცინო მომსახურების გაწევის წესები, ხოლო საკონტრაქტო ურთიერთობების წარმოება წესების გარეშე საკმაოდ რთულია.სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, მთელ მსოფლიოში სამედიცინო სისტემები აწყობილია წესებზე. მაგალითად, არსებობს კლინიკური გაიდლაინი – ეს სადაზღვევო კომპანიებისთვის არის პროცესი, რომელსაც შეამოწმებს და დათვლის.

დევი ხეჩინაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ჩვენ სამედიცინო სისტემას არ აქვს წესები, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს.

`როდესაც სპეციალური გაიდლაინები და პროტოკოლები იქნება, ეს ამ პრობლემას მოხსნის. მთავრობამ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო, საქმეში ჩართულია პროფესიული კავშირებიც და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებიც. ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს იმისა,რომ წესები შემუშავდეს. ეს გაამარტივებს მკურნალობას და კონტროლსაც.

ახლა მთავარია, ერთობლივი მუშაობის შედეგად ყველასათვის მისაღები პროტოკოლი წარმოვადგინოთ, თუმცა ეს ერთ და ორ თვეში ვერ მოხდება, ამას, საშუალოდ, 2 წელი მაინც დასჭირდება~, -ამბობს ხეჩინაშვილი.

მისი აზრით, მეორე საკითხია გამჭირვალე ინფორმაცია, ანუ სამედიცინო დაზღვევის პროცესში სამი მსხვილი ინდუსტრიამონაწილეობს – სადაზღვევო კომპანიები, მომსახურების მიმწოდებელი და ფარმაცევტები. სადაზღვევო ინდუსტრია მთლიანად გახსნილია,ინფორმაცია არის დეტალიზებული, კომპანიები ანგარიშვალდებულები არიან ეროვნული ბანკის წინაშე. დანარჩენ ორზე კი საერთოდ არაფერია ცნობილი.

ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ ნელ-ნელა საქართველოში, სახელმწიფო პროგრამებში იმ იდეების დამკვიდრება უნდა დაიწყოს, რომლითაც განვითარებული ქვეყნები მუშაობენ. თუნდაც ის, რომ მაგალითად, სადაზღვევო კომპანიებს ზარალის ზემოთ ნორმატიული ადმინისტრაციულ მოგებითი მარჟა აქვთ, რომელიც ჰოლანდიაში 7%-ია, საქართველოც ამ მიმართულებით უნდა წავიდეს. `მაგალითად,დავიწყოთ 10%-ით, ჩამოვიდეთ 7-ზე. ეს რომ გავაკეთოთ, ყველანაირი ხარჯი გამჭვირვალე უნდა იყოს~, – ამბობს ხეჩინაშვილი.

სამედიცინო სერვისების მიწოდების სტანდარტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი ლევან კალანდაძე. მისი თქმით,ეს სტანდარტები ყველა ქვეყანაშია და ამ წესების გარეშე რეგულირება შეუძლებელია, შედეგად ზარალდება დაზღვეული და სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით დახარჯული თანხა არაეფექტიანია.

კალანდაძის თქმით, ასევე უნდა არსებობდეს სადაზღვევო სტანდარტები სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. `თავის დროზე ეს სტანდარტები სახელმწიფოს რომ განესაზღვრა, კონტროლის პალატა მსგავს ხარვეზებს კომპანიებში ვეღარ აღმოაჩენდა. ძალიან მიკვირს, რომ ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო არ აქტიურობს. არ არსებობს კრიტერიუმები, როგორ უნდა რეგულირდებოდეს სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო დაწესებულებების ურთიერთობები, როგორი უნდა იყოს აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და ა.შ.~, – ამბობს ლევან კალანდაძე.

პარლამენტის დეპუტატის გიგი წერეთელის განცხადებით,სამედიცინო სტანდარტების შექმნაზე, რეგულირების ფორმებზე აქტიური მუშაობა მიდის. მისი თქმით, სადაზღვევო სფეროში სტანდარტების განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხს გაზრდის. წერეთელი აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში დიდი ყურადღება ექცევა გზამკვლევებსა და გაიდლაინებს.

`სადაზღვევო კომპანიებსა და პროვაიდერებს შორის ზუსტი ანგარიშგება უნდა არსებობდეს. მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი,როგორ უნდა ჩატარდეს მკურნალობა, რათა არ მოხდეს ძვირიანი პროცედურების ჩატარება. ეს წესები სადაზღვევო კომპანიებსაც სჭირდებათ, რათა აკონტროლონ თანხები. თუმცა, ეს არა მარტო ფინანსურ საკითხებს მოაგვარებს, გაზრდის ხარისხსა და პასუხისმგებლობას. ყველა ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიდის~, -ამბობს გიგი წერეთელი. 

ის, რომ ახალ სტანდარტებზე მიდის მუშაობა, ჯანდაცვის სამინ ისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან რუხაძემაც დაადასტურა. `სამინისტროში ყველა საკითხზე მიდის მუშაობა, მათ შორის ანგარიშგების ფორმებზე, მიმდინარეობს გათვლები რეალური სადაზღვევო პრემიის დასადგენად~, – ამბობს რუსუდან რუხაძე.

მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამების დეტალური შეფასებისთვის სამინისტრო უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მოწვევასაც აპირებს.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: