შარშან სოციალურად დაუცველთა დაზღვევისთვის ბიუჯეტიდან 140 მილიონამდე ლარი გამოიყო

ყველაზე მეტი თანხა `იმედი ელ~-მა, `ჯიპიაიმ~ და `აისი ჯგუფმა~ მიიღო

ელზა წიკლაური

2010 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველების სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 139 372 613,98 ლარი, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს ეტაპობრივად ერიცხებოდათ. თავად პროგრამაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა კი თვეების მიხედვით იცვლებოდა, რამდენადაც ხელმეორე გადამოწმების შედეგად ქულა აკლდებოდა, ზოგს კი – ემატებოდა.

მოკლედ, 2010 წელს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში სულ 9 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის:  `ალფა~; `არქიმედეს გლობალ ჯორჯია~; `ალდაგი ბი-სი-აი~; `ჯი-პი-აი ჰოლდინგი~; `აისი ჯგუფი~; `იმედი ელ~; `ირაო~; `ქართულ~; `ვესტი~.

რაც შეეხება დაზღვეულებს, გასული წლის განმავლობაში მათი რაოდენობა თვეების მიხედვით ასე გამოიყურებოდა. 2010 წლის იანვარში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით სულ 805 982 ადამიანი სარგებლობდა; თებერვალში – 808 795; მარტში – 808 874; აპრილში – 808 874; მაისში – 938 308; ივნისში – 928 109; ივლისში – 918 845; აგვისტოში – 912 897; სექტემბერში – 906 601; ოქტომბერში – 906 990; ნოემბერში – 891 360; დეკემბერში – 901 285.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისათვის გამოყოფილი იყო 139 372 613,98 ლარი. აქედან, მთლიანი წლის განმავლობაში ყველა მეტი რაოდენობით თანხა – 30673636.21 – სადაზღვევო კომპანია `იმედი ელ~-ს გადაერიცხა.

2010 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 884 301.48 ლარი მიიღო `ჯიპიაი ჰოლდინგმა~. `აისი ჯგუფმა~ – 25 577 711.16 ლარი.  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების ოდენობის მხრივ `აისი ჯგუფს~ მოჰყვება `ირაო~, რომელსაც შარშან სოციალურად დაუცველების დაზღვევისთვის 19 060 181.78 ლარი ერგო. 13 264 978.05 ლარი გადაერიცხა ბიუჯეტიდან სადაზღვევო კომპანია `ალდაგი ბისიაის~.

იმისათვის, რომ სადაზღვევო კომპანია `ქართუ~ სოციალურად დაუცველებს მხოლოდ საჩხერის რაიონში აზღვევს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მცირე დაფინანსება სწორედ მას შეხვდა. 2010 წელს `ქართუ~-ს სახელმწიფოსგან 2 335 249.16 ლარი გადაერიცხა.  სიმცირის რაიოდენობით `ქართუს~ მოჰყვებს `ვესტი~, შარშან აღნიშნულ სადაზღვევო კომპანიაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველებისთვის 5 567 585.29 ლარი გადაირიცხა.  6 477 803.48 ლარი ერგო სოციალურად დაუცველების დაზღვევისთვის სადაზღვევო კომპანია `არქიმედეს გლობალ ჯორჯიას~, ხოლო 2010 წელს დაფუძნებულ სადაზღვევო კომპანია `ალფას~ სოციალურად დაუცველებისთვის ბიუჯეტიდან 9 530 176.37 ლარი გადაერიცხა.

რაც შეეხება კვარტალურ მონაცემებს, პირველ კვარტალში სოციალურად დაუცველების სახელმწიფო დაზღვევისთვის ბიუჯეტიდან კომპანიების სულ 34 676 792.38 ლარი გადაერიცხათ; მე-2 კვარტალში – 39 134 975.45 ლარი; მე-3 კვარტალში – 34 253 484.55 ლარი; მე-4 კვარტალში – 31 307 361.60 ლარი, სულ 139 372 613.98 ლარი.

შეგახსენებთ, იმისათვის, თუ რომელი კომპანია დააზღვევდათბილისელ, ქუთაისელ, თელაველ თუ ხაშურელ სოციალურ დაუცველებსგასულ წელს მთავრობამ ორი ტენდერი ჩაატარა. თავდაპირველად, სადაზღვევო ტენდერზე ვაუჩერის ფასი 180 ლარი იყო, თუმცა განმეორებით ტენდერზე მისი ფასი 144 ლარამდე შეამცირა.  მთავრობის მიერ ხელმეორედ გამოცხადებულ სამედიცინო დაზღვევის კონკურსში 10-მა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის ფარგლებში საქართველოს ტერიტორია დაიყო 27 ლოტად და თითოეული ლოტის მიხედვით განისაზღვრა დასაზღვევ ბენეფიციართა და ასაშენებელ საავადმყოფოთა რაოდენობა. პროგრამის ფარგლებში 900 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველისა და პედაგოგის დაზღვევა მოხდება.


About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: