იურისტების მტკიცებით, დაზღვევის შესახებ კანონი თავიდან დასაწერია

`ის სადაზღვევო ხელშეკრულებები, რომელიც მე მინახავს კრიტიკას ვერ უძლებს~

მაკა ხარაზიშვილი

დაზღვევის შესახებ კანონი თავიდან დასაწერია – ამ დასკვნამდე იურისტები მიდიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სადაზღვევო კანონი ორაზროვანია და სადაზღვევო დავების იმპერატიულად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ იძლევა. იურისტის ირაკლი გუნიავას განცხადებით, გაუგებრად არის შედგენილი სადაზღვევო ხელშეკრულებები. არ არსებობს მოქნილი სტრუქტურა, სადაც დაზღვეულთა პრეტენზიები სათანადო დონეზე იქნება განხილული. უფრო დეტალურად საკანონმდებლო ხარვეზებსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც სახელმწიფო სამედიცინო პროგრამით დაზღვეულებს ექმნებათ, `პედაგოგთა და სოციალურად დაუცველთა დაზღვევის~ პროექტის იურისტი ირაკლი გუნიავა გვესაუბრება.

`რეზონანსი~: ყველაზე მეტდა რა საკითხები აინტერესებთ სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულებს?

ირაკლი გუნიავა: დაზღვეულებს ყველაზე მეტად სამი რამ აინტერესებთ: სადაზღვევო კომპანია თუ ანაზღაურებს გადაუდებელ ოპერაციებს, რა თანხის ფარგლებში და რაც ძირითადად აინტერესებთ –  როგორ ხდება თანხის ანაზღაურება. ასევე ბევრი კითხვაა, დაზღვეულისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიეთრობებზე, დაზღვეულს აქვს პრეტენზია იმის შესახებ, რომ მან ვერ მიიღო სათანადო სამედიცინო მომსახურება.

`რ~: სადაზღვევო კანონმდებლობა ამ ურთიეთრობების რეგულისრების შესაძლებლობას იძლევა?

ი.გ: რეალურად, უბრალო მოქალაქემ კანონი, რომ გაიგოს მცირე იურიდიული განათლება მაინც უნდა ჰქონდეს. პრობლემაა ის, რომ ქართული კანონმდებლობისთვის დამახასიათებელი დაავადებაა – ორაზროვნება სჭირს სადაზღვევო კანონსაც. იგი იმდენად ორაზროვნადაა შედგენილი, რომ კონკრეტული საკითხის ზუსტად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ იძლევა. დაზღვევის შესახებ კანონი შედგენილია ისე, რომ მასში, რეალურად, განსაზღვრულია ფინანსური მექანიზმები და თვითონ სადაზღვევო კომპანიის ფინანსური სტაბილურობის მექანიზმი.

რაც შეხება ურთიერთობებს დამზღვევს, დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, ამის შესახებ კანონში ძალიან მწირი და ზოგადი ინფორმაციაა. ამიტომაც, იურისტისთვის რთულია გარკვეულ პრობლემაზე მითითების მიცემა, რომ სადავო საკითხი კანონის კონკრეტული მუხლით რეგულირდება.

გარკვეული მუხლების განმარტებისთვის ხშირად სამოქალაქო კოდექსის გამოყენეა მიწევს. არის შემთხვევები კოდექსის ზოგად თავს ვიყენებ და პირდაპირ სახელშეკრულებო სამართალზე მიწევს საუბარი; ანუ კანონი ამ შემთხვევაში, არათუ დასახვეწია, არამედ თავიდან არის მისაღები.

`რ~: ხშირად არის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეულთან გაფორმებული კონტრაქტის შინაარსი რთულად აღსაქმელია. გარდა ამისა კონტრაქტში, ძირითადად, სადაზღვევო კომპანიის უფლებებზეა საუბარი. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

ი.გ: ეს ერთმანთზე გადაბმული ორი პრობლემაა, როდესაც კანონი არ განსაზღვრავს ურთიერთობას სადაზღვევო კომპანიას, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის, ამ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას აქვს შესაძლებლობა ხელშეკრულება თავისუფალ სივრცეში შეადგინოს; ანუ შეადგინოს ისე, რომ მისი მხრიდან დანახარჯები იყოს მინიმალური.

ის სადაზღვევო ხელშეკრულებები, რომელიც მე მინახავს კრიტიკას ვერ უძლებს. სახელმწიფო პროგრამები გათვლილა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, თუმცა ეს ტერმინი მსუბუქია. ეს არის იმ კატეგორიის ხალხი, რომლებსაც არსებობისთვის ძალიან მწირი შემოსავალი აქვს. ამიტომ ამ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ სადაზღვევო პროგრამა მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოუხსნის. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, კითხვების დიდი წილი ეხება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობის პრობლემას.

`რ~: ბევრ კითხვაზე მოგიწიათ პასუხის გაცემამ. აქედან გამომდინარე, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ, რომ პროგრამებმა ეფექტურად იმუშაოს?

ი.გ: ვიმეორებ, ყველაზე პრობლემატური საკითხია სუსტი კანონი. თუ პროფესიულ დონეზე შევხედავთ ამ საკითხს, კანონი შედგება რამდენიმე თავისგან. პირველი თავი მოიცავს ზოგად დებულებებს, სადაც მითითებულა რამდენიმე მუხლი, რომელიც ამ სისტემაში მონაწილე მხარეების ურთიეთრობებს არეგულირებს. მეორე თავი საკმაოდ ვრცელია, თითქოს ძალიან ბევრ რამეს განმარტავს.

გარდა ამისა, როდესაც ამ ყველაფერს კარგად გადავხედავთ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ კანონი არსებობს, არსებობს ინფორმაცია, ურთიეთრობების მარეგულირებელი ნორმები, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ზოგადია, რომ შეუძლებელია კონკრეტულად და იმპერატიულად განისაზღვროს თუ რა უფლებები გააჩნია დაზღვეულს და რა უნდა კანონი ისეა შედგენილი, რომ ყველა პასუხისმგებლობა გადადის სახელშეკრულებო ურთიეთრობებზე.

ვთვლი, რომ კანონი თავიდან დასაწერია, ვინაიდან სადაზღვევო სამართლის ერთი სისტემა უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომელშიც ყველა მოთამაშის ურთიეთრობები კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. მართალია, არ შეიძლება კანონმა ყველა ნიუანსი მოიცვას, მაგრამ არც ისე ზოგადი არ უნდა იყოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ მოინახოს კონკრეტული ნორმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პიროვნებას იმპერატიულად განასაზღვროს თუ რა პასუხისმგებლობა გააჩნია, რომელიმე მხარეს ამ ურთიერთობაში.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: