მთავრობას სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის გაფართოებას სთხოვენ

`მთავრობა პენსიების მომატებაზე მუშაობს, დაზღვეულების რაოდენობის გაზრდაზე კი საუბარი ჯერჯერობით არ არის~

ელზა წიკლაური

სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არაღემატება 70 000-ს, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფოპროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ. ყველა დანარჩენი კი, თუნდაცმისი სარეიტინგო ქულა 70 001-ს შეადგენდეს, სამედიცინოდაზღვევით ვერ სარგებლობს. გამონაკლისს მხოლოდ თბილისისა დააჭარის მოსახლეობა წარმოადგენს, რომელთა დაზღვევა საკუთარ თავზეადგილობრივმა ხელისუფლებამ აიღო. თუმცა, ამ შემთხვევაშიცკრიტერიუმი მკაცრადაა გაწერილი და აქაც დაზღვევა მხოლოდ იმათეკუთვნით, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000 არ აჭარბებს.

სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ცხადია, რომყველა ვერ მოხვდებოდა. ამიტომაც აღნიშნული პროგრამის მიმართარაერთი პრეტენზია გამოითქვა როგორც თავად მოსახლეობის, ასევეოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომსამედიცინო დაზღვევის პროგრამაში 100 000 ქულიანებიც უნდაჩაერთონ, ხელისუფლება კი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაფერსგეგმავს, თუმცა, როგორც აცხადებენ, ამ თემაზე ფიქრობენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის მარტისმონაცემებით, უმწეო მდგომარეობაში მოსახლეობის თითქმის 39%იმყოფება, ანუ 1 607 606 ადამიანი. აქედან, 521 009 ადამიანისსარეიტინგო ქულა 57 000 არ აღემატება, 51 000-დან 70 000 ქულაკი 235 868 ადამიანს აქვს მინიჭებული. ეს ის ადამიანები არიან,რომელთაც კანონის თანახმად სახელმწიფო აზღვევს, მათი საერთორაოდენობა კი 756 877-ია.

70 000-დან 100 000 ქულა კი ბაზაში რეგისტრირებულიმოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, 484 939 ადამიანს აქვსმინიჭებული. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც სახელმწიფო არაზღვევს, თუმცა აზღვევს თბილისის მერია და აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის ხელისუფლება. მათი საერთო რაოდენობა კი 867 914ადამიანს შეადგენს, აქედან 100 000-მდე ქულა თბილისში 56 120ადამიანს აქვს მინიჭებული, აჭარში კი – 54 917-ს.

ქრისტიან-დემოკრატი მაგდა ანიკაშვილი ამბობს, რომ სიღარიბისზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის პროგრამაარასრულფასოვანია და საჭიროა, რომ მასში გარკვეული ტიპისცვლილებები შევიდეს. ანიკაშვილის თქმით, აუცილებელია გაიზარდოსდაზღვეულების რაოდენობა და ამ პროგრამაში ის ადამიანებითჩაერთონ, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მაღალია.

`სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარებისპროგრამაში და კერძოდ, სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით ჩვენგვაქვს ძალიან სერიოზული დისბალანსი მთელი საქართველოსმასშტაბით. 70 000 ქულა ვისაც აქვს, ყველას სახელმწიფო აძველსერთ პაკეტს, ეს არის უმწეოთა დაზღვევის პაკეტი. ამ შემთხვევაშიჩვენ საკმაოდ რთული მდგომარეობა გვექმნება იმის გამო, რომ 70000 ქულის ზემოთ მოქალაქეებს არაფერი არ ეკუთვნით, არც ფულადიდახმარება და არც სახელმწიფო დაზღვევა.

ვისაც გარკვეული შეფასება გაუკეთებია, ძალიან კარგად იცის,რომ არავითარი რეალური ხელშესახები სხვაობა ამ ადამიანებისსოციალურ მდგომარელბას შორის არ არის. 80 000-ქულიანიც ისევეაგაჭირვებული, როგორც 65-70 000-ქულიანი. შესაძლოა, ოდნავ არისმისი მდგომარეობა გაუმჯობესებული, მაგრამ სამედიცინომომსახურების ხარჯებს ისინი დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ.

ამიტომ ჩვენი, ქრისტიან-დემოკრატიების ერთ-ერთი მოთხოვნა ისარის, რომ განსხვავებული პაკეტები იყოს, იყოს გარკვეულიგრადაცია. ნუ გავჭრით ამ ადმიანებს სხვა სოციალურადდაუცველებისგან. ვისაც აქვს ნაკლები ქულა, მას შევთავაზოთუკეთესი პაკეტი, ვისაც აქვს მაღალი ქულა, გარკვეულისამართლიანის პრინციპი შედარებით ნაკლებიან პაკეტი მივცეთ;მაგრამ საბაზისო პაკეტი უნდა შევთავაზოთ ყველას, რაც დაიცავს ამუმწეოებს იმ ხარჯებისგან, როდესაც დგება გადაუდებელი სამედიცინოდახმარების შემთხვევა.

70 000-დან 100 000 ქულა ვისაც აქვთ, თბილისსა და აჭარაშიადგილობრივი მთავრობები აზღვევენ, მაგრამ სხვა რეგიონებშიისინი აბსოლუტურად დაუცველები არიან. ჩვენ ამ საკითხზე დიდიხანია ვსაუბრობთ, მაგრამ არაფერი კეთდება. ყველა, მათ შორისხელისუფლება ხვდება, რომ საქმე გასაკეთებელია და ჩვენი მოთხოვნასამართლიანია, მაგრამ მთავრობის კონტრარგუმენტი ისაა, რომ ფულიარ აქვთ. ამ დროს კი ყველას გვახსენდება ის კოლოსალური ხარჯები,რასაც ხელისუფლება არამიზნობრივად და სხვადასხვა ღონისძიებებზეხარჯავს~, – განუცხადა `ბიზნეს-რეზონანსს~ მაგდა ანიკაშვილმა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძისგანცხადებით კი, ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება სოციალურადდაუცველების დაზღვევის პროგრამასთან დაკავშირებით არ იგეგემება.

`გეგმა იმისა, რომ ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევა უფრო მეტადამიანს ჰქონდეს, არსებობს და ამ საკითხზე მუშაობა მუდმივადმიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, რომ დაზღვეული სოციალურადდაუცველების რაოდენობა გაიზარდოს, ანუ დაზღვევის პროგრამაში 70000 ქულაზე მეტი ვისაც აქვს, ისინიც ჩაერთონ, ბევრს ფაქტორზეადამოკიდებული.

სანამ რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ამაზესაუბარი არასწორად მიმაჩნია. ასაწონია ბევრი რისკი. კერძოდ,დღეს რაც უმნიშვნელოა, ხვალ შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი დაა.შ. პირველ რიგში მთავრობა პენსიების მომატებაზე მუშაობს,დაზღვეულების რაოდენობის გაზრდაზე კი საუბარი ჯერჯერობით არარის, თუმცა, ვიმეორებ, ამაზე მიდის მუშაობა~, – განაცხადათოიძემ.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: