საქართველოში კერძო დაზღვევის მასშტაბები ძალიან მცირეა

ამიტომაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობამ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის გაფართოებაზე უნდა იზრუნოს

 მაკა ხარაზიშვილი

საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებისთვის ნაღდი ფულით გადახდილი ხარჯების სიდიდე ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ეს ფაქტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღშფოთებას იწვევს. ექსპერტების განცხადებით კი, მკურნალობის ხარჯების ჯიბიდან გადახდის სიდიდე მიუთითებს იმაზე, რომ ქართველი მოსახლეობისთვის, მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, კერძო დაზღვევა ჯერ კიდევ მიუწვდომელია. შესაბამისად, ხელისუფლებამ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებისა და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის გაფართოებაზე უნდა იზრუნოს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ჯანდაცვის მომსახურება უნდა იყოს მოსახლეობისთვის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის. სისტემამ ასევე უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია. ჯანდაცვის სისტემას ამ შუალედური ამოცანების შესრულება იმ შემთხვევაში შეუძლია თუ ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა სექტორებს შორის არსებული რესურსები სათანადოდ გადანაწილდება, უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური მმართველობა და ჯანდაცვის საინფორმაციო რესურსების განვითარება.

ძვირი და უხარისხო ჯანდაცვა კი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს. ექსპერტების განცხადებით, ძლიერმა ჯანდაცვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს მკურნალობა ყველასთვის, მათი შემოსავლების დონის მიუხედავად. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში შემაშფოთებელია ჯანდაცვის მომსახურებისთვის ნაღდი ფულით გადახდილი ხარჯების სიდიდე,რომლებსაც ადამიანები მკურნალობისთვის პირდაპირ მომსახურების გაწევის ადგილზე იხდიან. ოჯახების მიერ ჯანდაცვისთვის გადახდილი თანხები კი აღემატება მათ მიერ გადახდის შესაძლებლობას.

ოჯახების ბიუჯეტების კვარტლური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ოჯახების ჯანდაცვის ხარჯების მაჩვენებელი უფრო დაბალია, როგორც გადახდის შესაძლებლობის პროცენტული წილი, მაგრამ ორივე გამოკვლევიდან ჩანს, რომ ჯანდაცვის ხარჯები ოჯახის ხარჯების მზარდი კომპონენტია.

ექსპერტების განცხადებით, `ჯიბიდან~ ხარჯების ტვირთი იმ ოჯახებს აწვება, რომლებსაც მისი დაძლევის ყველაზე მცირე შესაძლებლობები აქვს, რაც არასათანადო ფინანსურ დატვირთვას განაპირობებს.

`დაზღვევის გადაფარვის გაფართოება უზრუნველყოფს ჯანდაცვის ხარჯების წინასწარ გადახდას და შეამცირებს `ჯიბიდან~ ხარჯებს მომსახურების ადგილზე. ჯანდაცვის დაზღვევის გადაფარვა ასევე საშუალებას მისცემს უღარიბეს ოჯახებს მოახდინონ იმ ფინანსური რისკის მენეჯმენტი, რომელიც ამჟამად დაკავშირებულია სუსტ ჯანმრთელობასთან~, – აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში.

კვლევის მიხედვით, მართალია, ღარიბი მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა მოცულია ჯანდაცვის სახელმწიფო პაკეტით, მაგრამ მთლიანი მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილია მოცული  სამედიცინო დაზღვევის, რომელიმე ფორმით. კერძო სამედიცინო დაზღვევით მოცვის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა არაღარიბ მოსახლეობაში, რომელთაც არ ეკუთვნით სახელმწიფო ჯანდაცვის პაკეტით გათვალისწინებული მომსახურება. დაბალი სადაზღვევო მოცვამ ნიშვნელოვნად ამცირებს ფინანსურ ხელმისაწვდომობას.

`სახელმწიფოს მიდგომაა არის ასეთი, დააფინანსოს გარკვეული ჯგუფის, ამ შემთხვევაში მილიონამდე სოციალურად დაუცველი ადამიანის ჯანდაცვა. დანარჩენებმა კი საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ. თუმცა, მთავრობამ კარგად იცის, რომ დაზღვევის გარეშე დარჩენილი ადამიანების უმეტესობას მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება არ შეუძლია~, – ამბობს ანიკაშვილი.

ექსპერტის ნოდარ კაპანაძის განცხადებით, სიდუხჭირის გამო მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ჯანმრთელობის დაცვაში დაზღვევა, ზოგჯერ ერთადერთი საშუალებაა.

`სადაზღვევო ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, რესპონდენტთა უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ სადაზღვევო კომპანია მათ ეხმარება ჯანმრთელობის დაცვაში. საყურადღებოა, რომ ასეთი რესპონდენტების ხვედრითი წონა უმწეოთა დაზღვევის ბაზიდან შერჩეულ რესპონდენტებში უფრო მაღალია. ეს, სავარაუდოდ,მიუთითებს მათი მეტ სიდუხჭირეზე და იმაზეც, რომ მათი ჯანმრთელობის დაცვაში დაზღვევა დიდ თუ არა ერთადერთ საშუალებად რჩება~, – ამბობს ნოდარ კაპანაძე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელმაც ორგანიზაცია აღაშფოთა, ხოლო იგი ქართველი საზოგადოების მუდმივი ტკივილია: არ არსებობს სისტემური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ან ხელს უწყობ კიბოს სკრინინგს, იმ სიმსივნეებისთვისაც კი,რომლებისთვისაც მიზნობრივი მოსახლეობის სკრინინგის ეფექტიანობა დადასტურებულია სიკვდილიანობის შემცირებით (სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და კოლორექტალური სიმსივნეები). ევროპულ ქვეყნებში სახელმწიფო აფინანსებს, საქართველოში კი ეს სერვისი მხოლოდ თბილისელებისთვის არის ხელმისაწვდომი. კიბოს მკურნალობას კი არც სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს და არც კერძო დაზღვევა.

გამოკვლევების სიძვირის გამო, საქართველოში მამოგრაფიულ გამოკვლევას ქალთა მხოლოდ 1% იტარებს. ამ ინდიკატორის მიხედვით,საქართველო ძლიერ ჩამორჩება რეგიონისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს (საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მაჩვენებლები ასევე გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში).

კვლევაში ასევე მითითებულია, რომ მედპერსონალის პროდუქტიულობა, როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული მომსახურების შემთხვევაში, ძალზე დაბალია. პერსონალის პროდუქტიულობის ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასებისას, დღევანდელი დონეც კი ვერ აკმაყოფილებს რომელიმე მისაღებ სტანდარტს და ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონისა და დსთ ქვეყნებთან შედარებით.

და ბოლოს, დასკვნა ერთია. ადამიანები ვერ ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით და ვერ გაიუმჯობესებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას თუ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაში ბარიერები არსებობს. საქართველოში კი ეს ბარიერები ნამდვილად არსებობს და ამაზე არაერთი კვლევა მიუთითებს.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: