რა შეიცვლება მედიაციის სამსახურში?

`მას ძალიან მძიმე მემკვდრეობა ელოდება და ვურჩევ, რომ პროფესიონალურად შეძლოს საქმის კეთება~

ელზა წიკლაური

დღეს მედიაციის სამსახურში ახალ ხელმძღვანელს წარადგენენ. კახა ხელაძე, რომელიც აქამდე სადაზღვევო კომპანია `აი სიჯგუფში~ მუშაობდა, არჩილ ცერცვაძეს შეცვლის. ამ უკანასკნელმა კი თანამდებობა სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა და ამის ოფიციალურ მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლა დაასახელა. არაოფიციალური ინფორმაციით კი, ცერცვაძის მედიაციის სამსახურიდან წასვლა კონტროლის პალატის იმ წინასწარ დასკვნას უკავშირდებოდა, რომლის მიხედვითაც დაზღვეულთა 60% სათანადო მომსახურებას ვერ იღებდა.

ცნობისათვის, მედიაციის სამსახური სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულთა უფლებების დაცვაზე, ასევე სადაზღვევო კომპანიებსა დაჰოსპიტალურ სექტორს შორის წარმოჭრილი დავების მოგვარებაზე მუშაობს. აღნიშნული სამსახური შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მედიაციის სამსახურის მიზნებს, ამოცანებს და ფუნქციებს წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით მედიატორის როლის შესრულება და რეკომენდაციების მომზადება.

ამასთან, აღნიშნული სამსახურის მოვალეობაში შედის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხარისხთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და უფლებამოსილი ორგანოებისათვის წარდგენა, დაზღვევის სუბიექტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დაზღვეულსა და მზღვეველის სამედიცინო პროვაიდერს შორის სწორი კომუნიკაციის ხელშეწყობა.

მედიაციის სამსახურის ყოფილმა უფროსმა არჩილ ცერცვაძემ აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის 18 მარტს დატოვა და მიზეზად ახალ სამსახურში გადასვლა დაასახელა. მაშინვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამის რეალური მიზეზი მედიაციის სამსახურში კონტროლის პალატის შესვლა გახდა, რაც მაშინ ცერცვაძემ კატეგორიულად უარყო.

დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ვაკანტურ ადგილს კახა ხელაძე დაიკავებს, რომელიც თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტროს და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში, ახალ თანამდებობამდე კი სადაზღვევო კომპანია `აი სი ჯგუფში~მუშაობდა. კახა ხელაძეს მედიაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დღეს წარადგენენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კონტროლის პალატა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიაციის სამსახურსაც ამოწმებს. პალატის წინასწარი დასკვნის საფუძველზე დაზღვეულთა 60% სათანადო მომსახურებას ვერ იღებდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონტროლის პალატა 2010 წლიდან იკვლევს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვის კანონიერებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით 2008-10 წლებშისახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მილიონი ლარი დაიხარჯა.

პალატის დასკვნის პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ ფინანსური პოლიცია სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანიაში შევიდა და ჯანმრთელობის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები დააკავა. კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო თანხის ხარჯვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, პალატის საბოლოო დასკვნა კიდევ უფრო საგანგაშო იქნება.

რა შეიცვლება მედიაციის სამსახურში ახალი კადრის მოსვლით, ამის პროგნოზი ექსპერტებს უჭირთ. თუმცა, როგორც სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი აცხადებს, საჭიროა,რომ ეს სამსახური უფრო გამჭირვალე გახდეს.

`მთავარია, რა პოლიტიკის გაატარებს ახალი ხელმძღვანელი. რაღაც ნაწილში საქმე ნამდვილად იყო გაკეთებული და საჭიროა, რომის უფრო გაძლიერდეს. აუცილებელია უფრო მეტი საჯაროობა,გახსნილობა. ის ინფორმაცია, რომ ამდენმა ადამიანმა მიმართა სამსახურს, უნდა იყოს დასაბუთებული – თუ რატომ მიმართა და ამის შემდეგ რა პრობლემები გადაიჭრა.

კარგი იქნება, თუ ახალი უფროსი ამ ინფორმაციას უფრო მეტადდაამუშავებს. ასევე საჭიროა რეგიონებში გასვლა, რადგან იქ მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ იცის რა ეკუთვნის და რა უფლებები აქვს. საჭიროა ინფორმაციულობის გაზრდა და დაზარალებული ადამიანების დახმარება.

რაც შეეხება იმას, ხომ არ აქვს ადგილი ინტერესთა კონფლიქტს იმის გამო, რომ მედიაციის სამსახურის უფროსად სადაზღვევო კომპანიაში მომუშავე პიროვნება მოდის, ნამდვილად ვერ გეტყვით.კანონი ამას არ კრძალავს. სადაზღვევო თუ კლიენტს არ გააღიზიანებს, ცხადია, რომ ის მედიაციის სამსახურში საჩივრის დასაწერად არ წავა. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა პოლიტიკას გაატარებს ხელაძე და რამდენად პროფესიონალია ის. მას ძალიან მძიმე მემკვდრეობა ელოდება და ვურჩევ, რომ პროფესიონალურად შეძლოს საქმის კეთება~, – განაცხადა გიგოლაშვილმა.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: