მედიაციის სამსახური ერთბაშად გააქტიურდება

კახა ხელაძე: `ჩვენ აუცილებლად ჩავერევით პროვაიდერსა დასადაზღვევო კომპანიას შორის არსებული პრობლემებისდარეგულირებაში~

ელზა წიკლაური

`სადაზღვევო კომპანიებს კონტრაქტი აქვთ სახელმწიფოსთანპროგრამების შესრულებაზე და ეს პროგრამები აუცილებლად უნდა შესრულდეს~, – აცხადებს მედიაციის სამსახურის ახალი უფროსი კახა ხელაძე და ირწმუნება, რომ მომავალში აღნიშნული სამსახური უფრო ქმედითი გახდება.

რა პრობლემები არსებობს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში? რატომ არ იყო მედიაციის სამსახური ქმედითი და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბენეფიციარმა სადაზღვევო მომსახურება დროულად და უპრობლემოდ მიიღოს? ამასთან დაკავშირებით `ბიზნეს-რეზონანსი~ დაზღვევის მედიაციის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს კახა ხელაძეს ესაუბრა.

კახა ხელაძე: `თავდაპირველად დაგეგმილი გვაქვს, რომ მედიაციის სამსახური უფრო ქმედითი და ცნობადი გახდეს. დაზღვეულებმა უნდა იცოდნენ თუ ვის მიმართონ, როცა მათი უფლებები ირღვევა. სადაზღვევო ურთიერთობებში არის 3 მხარე: ერთი- სადაზღვევო კომპანია, მეორე – სახელმწიფო ბიუჯეტით დაზღვეული ადამიანი და მესამე – სერვისის მიმწოდებელი. ფაქტია, რომ ამ სამიდან ყველაზე დაუცველი მხარე არის თავად დაზღვეული, ის ნაკლებადაა გარკვეული იურიდიულ ურთიერთობებში და ამ შემთხვევაში ჩვენი სამსახური სწორედ რომ მისი უფლებების დაცვით უნდა იყოს დაკავებული~.

`ბიზნეს-რეზონანსი~: კერძოდ, რის გაკეთებას აპირებთ?

კახა ხელაძე: ჩვენი სამსახური აუცილებლად ჩაერევა პროვაიდერსა და სადაზღვევო კომპანიას შორის არსებული პრობლემების დარეგულირებაში. ამ ქმედებას აქვს ერთი კონკრეტულიმიზანი. როგორც ყოველთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, პაციენტი პირველად მიაკითხავს სერვისის მიმწოდებელს და აქ წარმოიშვება გარკვეული პრობლემები გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონკრეტულ კლინიკას თუ სერვისის მიმწოდებელს ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანასთან დაურეგულირებელი საკითხები აქვს. ამის გამო, ხშირად დაზღვეული ადამიანისთვის ამ კლინიკის კარიდახურული აღმოჩნდება ხოლმე. ჩვენ სწორედ ასეთი საკითხების გარკვევას და დარეგულირებას ვაპირებთ. უფრო ზუსტად, ვგეგმავთ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რათა წინასწარ ვიცოდეთ,რომ დაზღვეულებს კლინიკებში მსგავსი სიტუაციები აღარ დაგვხვდებათ.

`ბიზნეს-რეზონანსი~: მედიაციის სამსახურს კანონი ასეთ ქმედებას პირდაპირ ავალდებულებს, მაგრამ დაზღვეულები პრობლემებს დღემდე აწყდებიან…

კახა ხელაძე: აქამდე დაზღვევის მედიაციის სამსახური დაკავებული იყო კონკრეტული `ქეისებით~, ანუ დაზღვეული მიაკითხავდა მას გარკვეული პრეტენზიით, ეს სამსახური კი ამ პრეტენზიის განხილვისა და დარეგულირების თემებით იყო დაკავებული. ჩვენ შევეცდებით, რომ პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ და წინასწარ განვახორციელოთ ჩარევა პროვაიდერსა და სადაზღვევო კომპანიას შორის არსებული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით.

`ბ.რ~: და როგორ შეხვდებიან ამას სადაზღვევო კომპანიები? ხომ არ ექნება ადგილი წინააღმდეგობას იმ მიზეზით, რომ ისინი კერძო იურიდიული პირები არიან?

კახა ხელაძე: არ მინდა, თითქოს მავანმა გაიგოს, რომ ეს არის ორ იურიდიულ დამოუკიდებელ პირს შორის ურთიერთობებში ჩარევა. სახელმწიფო საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს მიზნობრივი ჯგუფების დაზღვევისთვის და შესაბამისად, მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულებას მკაცრად გააკონტროლდებს, რათა გამოყოფილი თანხები შუალედურ რგოლებში არ დაილექოს. სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო პროგრამის შემსრულებლები არიან, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფული და მის ხარჯვას სახელმწიფო აუცილებლადგააკონტროლებს.

`ბ.რ~: დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში დაზღვეულებმა შედარებით კარგად იციან თუ რა ეკუთვნით და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ვის უნდა მიმართონ. პრობლემები,ძირითადად, პერიფერიებშია, სოფლებში. ამ მიმართულებით რისგაკეთებას გეგმავთ?

კახა ხელაძე: გეთანხმებით, სოფლებში ძალიან ბევრი ადამიანისთვის მედიაციის სამსახურის არსებობა ცნობილი არც არის.ამჟამად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალებები, რომ ჩვენი ქმედებები,სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, გავაფართოვოთ. ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერი წარმომადგენელი იქნება ჩვენი ხელშემწყობი ადგილზე, ძირითადად კი, სოციალური მომსახურების სააგენტო. ამდენად, ამ მიმართულებითაც გაძლიერდება მუშაობა.

გარდა ამისა, სადაზღევო კომპანიების უმეტესობას მეტწილად კლინიკებთან გაფორმებული აქვთ კონტრაქტები, სადაც, ძირითადად,ცალმხრივი ვალდებულებებია დაფიქსირებული. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ე.წ. სტანდარტული ხელშეკრულების შემუშავებაზე, რომელიც დაეხმარება სადაზღვევო კომპანიებს და კლინიკებს ჩამოაყალიბონ პარიტეტული ურთიერთობები, რომელიც გამოიწვევს იმას, რომ ბიუჯეტით დაზღვეული ადამიანებისთვის სერვისები დროულად დახარისხიანად იყოს მიწოდებული.

`ბ.რ~: და ფიქრობთ, რომ პრობლემები, რაც აქამდე ჰქონდათ დაზღვეულებს მეტ-ნაკლებად მაინც აღმოიფხვრება?

კახა ხელაძე: მედიაციის სამსახური თავისი უფლებამოსილებებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში აუცილებლად ჩაერევა თითოეული პრობლემის დარეგულირებაში. ის ვალდებულებები, რაც სადაზღვევო კომპანიას და სერვისის მიმწოდებლებს გააჩნიათ, აუცილებლად მიეწოდებათ კონკრეტულდაზღვეულს სადაზღვევო პირობების ფარგლებში. არის რაღაცგარკვეული საკითხები და სამედიცინო სერვისები, რომელიც სადაზღვევო პაკეტით არ იფარება, ამ შემთხვევაში ჩვენი სამსახური დაზღვეულს სრულ ინფორმაციას მიაწვდის. მაგრამ ის, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული, ის აბსოლუტურად იქნება დაცული.

მაგალითად, ფიქსირდება ფაქტები, როდესაც სადაზღვევო კომპანიები ურგენტული შემთხვევების მართვის დროს ცდილობენ თავად შეარჩიონ ესა თუ ის პროვაიდერი. ამ დროს კი კარგება დრო,რომელიც ამა თუ იმ ადმიანის გადასარჩენად ან დაინვალიდების პრევენციისთვისაა საჭირო. ასეთი `ქეისების~ პრევენციას აპირებს სწორედ მედიაციის სამსახური.

ძალიან კარგად მესმის, რომ სადაზღვევო კომპანიები არიან ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული ინსტიტუტები, მაგრამ ჩვენ მათ არ დავავიწყებთ და შევახსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანიებს კონტრაქტი აქვთ სახელმწიფოსთან სახელმწიფო პროგრამების შესრულებაზე და ეს პროგრამები აუცილებლად უნდა შესრულდეს.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: