სადაზღვევო პრობლემების აღმოფხვრა კადრების ოპტიმიზაციამდე დავიდა

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კლინიკებისთვის კადრების გადამზადება საკუთარ თავზე აიღო

მაკა ხარაზიშვილი

სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ხარვეზების გამოსასწორებლად ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ კადრების ოპტიმიზაციას ახდენს.  სხვა ქმედითი ღონისძიებები, ჯერჯერობით, არ ჩანს. თუმცა, სადაზღვევო კომპანიებს სამინისტრო დაპირდა, რომ ახალი კლინიკებისთვის კვალიფიციური კადრების გადამზადებას თვითონ მოახდენს. კომპანიების წარმომადგენლები ჩივიან, რომ პროფესიონალი ექიმების დეფიციტია, შესაბამისად, დაბალი ხარისხის მომსახურების გაწევის შემთხვევაში ისევ სადაზღვევო კომპანიების იმიჯი შეირყევა.

ჯანდაცვის სამინისტრომ საკადრო ცვლილებები უკვე განახორციელა. რამდენიმე დღის წინათ შეიცვალა სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელი. ამჯერად, სააგენტოს მორის წამალაშვილის ნაცვლად, ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სააგენტოს ძველ კურსს გააგრძელებს და პარალელურად ბევრ სიახლეს დანერგავს.  ნადარეიშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არის პრეზიდენტის სტიპენდიანტი.  ასევე, დასრულებული აქვს ოქსფორდ-ბრიუკის უნივერსიტეტი. მას სოციალური კუთხით გარკვეული გამოცდილება აქვს, ვინაიდან მუშაობდა საერთაშორისო კორპორაცია `აიემსის~ სოციალური პროგრამების მართვის მენეჯერად.

სადაზღვევო სფეროში არსებობს მოსაზრება, რომ წამალაშვილი სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოში რამდენიმე ხნის წინ მომხდარ სკანდალს შეეწირა. შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელი დააპატიმრეს. მორის წამალაშვილი სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს რამდენიმე თვის მანძილზე ხელმძღვანელობდა. წამალაშვილი ისევ ჯანდაცვის სამინისტროში რჩება და საქმიანობას საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებაში გააგრძელებს.

რაც შეეხება მედიაციის სამსახურის მის ხელმძღვანელს არჩილ ცერცვაძეს თანამდებობა 18 მარტს დაატოვებინეს. ცერცვაძე ირწმუნება, რომ იგი ჯანმრთელობის პრობლემების გამო საკუთარი ნებით გადადგა და მისი თანამდებობადან წასვლა კონტროლის პალატის დასკვნას არ უკავშირდება. ამ დროისთვის მედიაციის სამსახურს `აისი ჯგუფის~ ყოფილი თანამშრომელი კახა ხელაძე მართავს.

ასე რომ, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედითი ღონისძიება პრობლემების გადასაჭრელად მხოლოდ ამ ორი ცვლილებით ამოიწურება.  თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამინისტრომ ახალი კლინიკებისთვის კადრების გადამზადება საკუთარ თავზე აიღო.

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი რამდენიმე თვეში კლინიკების მშენებლობას დაასრულებენ, აღნიშნულ კლინიკებში კომპანიების კლიენტები იმკურნალებენ, თუმცა მათი სერვისის გამოყენება არადაზღვეულ მოსახლეობასაც შეეძლება. კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ კლინიკების დასრულება დაზღვეულებისთვის ბევრ პრობლემას მოხსნის, ვინაიდან სამედიცინო მომსახურების მისაღებად პროცედურები უფრო გამარტივდება. თუმცა, მათი განცხადებით, არსებობს პრობლემებიც – კვალიფიციური ექიმების დეფიციტი.

`იმედი ელის~ გენერალური დირექტორის მოადგილის ლაშანიკოლაძე რადიო `კომერსანტთან~ საუბრისას აღნიშნავს, რომსადაზღვევო კომპანიის ყველა საავადმყოფო ევროსტანდარტებისიქნება, რომელიც დღეს არსებული საავადმყოფოებისაგან რადიკალურადგანსხვავდება. ასევე რადიკალურად განსხვავებული იქნება ამსაავადმყოფოების მომსახურეობის ხარისხი. თუმცა, სრულფასოვანისამედიცინო მომსახურეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილიკლინიკის გარდა კვალიფიციური მედპერსონალის არსებობასაცმოითხოვს.

`წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩება,ეს კი პირველ რიგში სადაზღვევო კომპანიის იმიჯს დააზარალებს,რაც მომავალში მის შემოსავლებზე აისახება~, – ამბობს ნიკოლაძე.

მისი თქმით, სადაზღვევო კომპანია ფინანსური ინსტიტუტია დამას სამედიცინო კადრების სწორად შერჩევის გამოცდილება ნაკლებადაქვს. ამიტომ ამ მიმართულებით კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროდაეხმარება, რომელიც ექიმთა გადამზადებისა და ტესტირებისპროგრამაზე მუშაობს. სწორედ ამ ტესტირების შედეგების მიხედვითმოხდება ახლადაშენებული კლინიკების თანამშრომელთა აყვანა.

ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, `იმედი ელისთვის~ პრიორიტეტულიადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმება იქნება, თუმცა`იმედი ელი~ ჰოსპიტალური პროგრამის ფარგლებში 10 კლინიკას (6აჭარაში, 3 კახეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში) აშენებს.

`ჯი პი აი ჰოლდინგის~ წარმომადგენელთა განცხადებით, სამედიცინო კადრებთან დაკავშირებით პრობლემა განსაკუთრებით მთიან რეგიონებში დგას. ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ ახლადაშენებულ კლინიკებში ექიმების მიწვევა დედაქალაქიდანაც მოუხდეთ. `ჯიპიაი ჰოლდინგი~ საქართველოს მასშტაბით 10 საავადმყოფოს აშენებს.

`არქიმედეს გლობალ ჯორჯია~ მედპერსონალს საკუთარიხარჯებით გადამზადებას გეგმავს. კომპანიის გენერალურიდირექტორის ნიკა რამიშვილის განცხადებით, `არქიმედეს გლობალჯორჯია~ 1-ლი ივნისიდან მედდების გადამზადებას იწყებს, რისშემდეგაც ექიმების გადამზადებაც მოხდება. ამასთან კომპანიისკლინიკების დირექტორები კვალიფიკაციის ასამაღლებლად უკვეისრაელში იმყოფებიან. `არქიმედეს გლობალ ჯორჯია~ ჰოსპიტალურისექტორის პროექტის ფარგლებში 2 კლინიკას წნორსა და ლაგოდეხშიაშენებს.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: