ოჯახის ექიმის მიმართ პრეტენზიები პერმანენტულად მატულობს

ისინი ფინანსურად მთლიანად სადაზღვევო კომპანიებზე არიანდამოკიდებულნი და ხშირად სწორედ მათ ინტერესს ატარებენ

ელზა წიკლაური

`ოჯახის ექიმი არ მაძლევს მიმართვას~, `ოჯახის ექიმმა მიმართვა იმ კლინიკაში და იმ ექიმზე მომცა, რომელსაც არ ვენდობი~, `ოჯახის ექიმი არ მინიშნავს ვიტამინოზურ მკურნალობას~- ასეთ საჩივრით `ბიზნეს-რეზონანსს~ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ჩართულმა ადამიანებმა არაერთხელ მიმართეს და დახმარება სთხოვეს. არადა, დადგენილი წესის მიხედვით, დაზღვეულმა ჰოსპიტალურ სექტორში ვიზიტამდე ჯერ ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, გამონაკლისი მხოლოდ მაშინ დაიშვება, თუ საქმე გადაუდებენ შემთხვევასთან გვაქვს.

ჩნდება კითხვა – როგორ მუშაობს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და გაამართლა თუ არა მან? მედიაციის სამსახურში ამბობენ, რომ დაზღვევა ამ კომპონენტის გარეშე წარმოუდგენელია და ამასთან დაკავშირებით, პროცესი უნდა გააქტიურდეს. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი სადაზღვევო საკითხებში ლევან კალანდაძეც, თუმცა მიაჩნია, რომ ჩვენთან ეს სტრუქტურა გაუმართავად მუშაობს და ოჯახის ექიმი ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის, არამედ სადაზღვევო კომპანიის ინტერესს ატარებს.

მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი კახა ხელაძე `ბიზნეს-რეზონანსთან~ საუბარში აცხადებს, რომ საჩივრების გარკვეული ნაწილი, რომელიც მის სამსახურში შედის, სწორედ ოჯახის ექიმს სერვისს ეხება.

`საერთოდ, დაზღვევა ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გარეშე წარმოუდგენელია. ამ ინსტიტუტმა, რა თქმა უნდა, საქართველოშიც უნდა გაამართლოს და მიმართულებით ყველა პროცესი არის გასააქტიურებელი როგორც პროვაიდერის მიერ, ასევე სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან~, – განაცხადა ხელაძემ.

ოჯახის ექიმის ინსტიტუტის აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი სადაზღვევო საკითხებში ლევან კალანდაძეც. მისი თქმით, ოჯახის ექიმი ქართველების მიერ მოფიქრებული ინსტიტუცია არ არის და ის სამედიცინო დაზღვევის პრაქტიკის ერთ-ერთი ნაწილია სხვა ქვეყნებშიც.

`ეს მიღებული პრაქტიკაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურეობის საკითხი, დავის საგანი იქნება სადაზღვევო კომპანიასა და კლიენტს შორის. ოჯახის ექიმი უნდა იყოს ექიმი, ის არ უნდა იყოს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი. ოჯახის ექიმსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს ხელშეკრულებით, რომელიც განსაზღვრავს გარკვეულ ვალდებულებას სადაზღვევო კომპანიის ანგარიშსწორებისა ოჯახის ექიმისთვის და შესაბამისად, ოჯახის ექიმის ვალდებულებებს, დაწყებული იმით, რომ სამედიცინო კონსულტაცია გაუწიოს პაციენტს და მას სამედიცინო სერვისები მიაწოდოს~, – აღნიშნა კალანდაძემ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ოჯახის ექიმები ფინანსურად მთლიანად სადაზღვევო კომპანიებზე არიან დამოკიდებულები, ისინი ხშირად სწორედ მათ ინტერესს ატარებენ. ეს, საბოლოო ჯამში, კლიენტის უკმაყოფილებას იწვევს.

`ოპტიმალური ფასისა და ოპტიმალური სერვისის მიწოდების თვალსაზრისით ოჯახის ექიმი იცავს არა პაციენტის ინტერესს, არამედ იცავს სადაზღვევოს ინტერესს; ანუ ოჯახის ექიმი ძირითადად მოტივირებულია, რომ სადაზღვევოს კომპანიის ინტერესი გაატაროს, ხშირ შემთხვევაში ეკონომისაც კი აკეთებს. მაგალითად, პრაქტიკულად, არცერთი ოჯახის ექიმი ვირუსის შემდეგ კლიენტს ვიტამინებს არ უნიშნავს იმიტომ, რომ, შესაძლოა, ის სადაზღვევო კომპანიამ არ აანაზღაუროს. არადა, ნებისმიერი სამედიცინო სტანდარტით, ყოველი ვირუსის შემდეგ ვიტამინოზური მკურნალობა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტით მიღებულ სამედიცინო მანიპულაციას.

თავისთავად ოჯახის ექიმის ინსტიტუტი არის აუცილებელი და სწორია, რომ არსებობს, მაგრამ რა ფორმითაა, ესაა პრობლემა. უნდა არსებობდეს გარკვეული სტანდარტი სამედიცინო სერვისებისა და სადაზღვევო სერვისების მიწოდებისა, ეს სტანდარტები უნდა დაადგინოს სახელმწიფომ და რაც ყველაზე მთავარია, უნდა აკონტროლოს რამდენად სწორად სრულდება სადაზღვევო კომპანიის მხრიდან სააზღვევო სერვისიების მიწოდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, მან უნდა აკონტროლოს, თუ რამდენად სწორად ხორციელდება სამედიცონო ჰოსპიტალური სექტორის,მათ შორის, თითოეული ექიმის მხრიდან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამედიცინო სერვისების მიწოდების სტანდარტი.

ეს არის პრობლემა. ვიდრე ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება და სახელმწიფო უშუალოდ არ დაადგენს წესებს, შემდგომ კი არ გააკონტროლებს მას, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ავ-კარგიანობა მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება~, – განუცხადა `ბიზნეს-რეზონანსს~ ლევან კალანდაძემ.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: