`თავისუფალი არჩევანის უფლება არ გვქონდა, ჩვენ იძულებით დაგვაზღვიეს~

გიორგი გიგოლაშვილი: სადაზღვევო პრემია კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული აქვს

ელზა წიკლაური

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ჩართული ადამიანები პრეტენზიებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაბალ დონეზე გამოთქვამენ. თუმცა, იმის გამო, რომ ტენდერი უკვე ჩატარებულია და საქართველოს რეგიონები ლოტებადაა დაყოფილი, მათ სადაზღვევო კომპანიების შეცვლის უფლება 3 წლის განმავლობაში არ აქვთ.

`თუკი სადაზღვევო კომპანიას იმის საფრთხე არ ემუქრება, რომ კლიენტს დაკარგავს, მაშინ მას იმის მოტივაცია არ უჩნდება, რომ კლიენტს მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზოს, მით უმეტესდაზღვევის პრემია მას სახელმწიფოს მხრიდან 3 წლის განმავლობაში გარანტირებული აქვს~, – აცხადებს საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი და მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფომ სამედიცინო დაზღვევის პროგრამის განხორციელება დაიწყო, ბენეფიციარს უფლება ჰქონდა, სადაზღვევო კომპანია თავად აერჩია. თუმცა,`საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილებაშიN218, `სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ~, 2010 წელს შესული ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება N85) ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამების წესები მნიშვნელოვნად შეიცვალა.

პროგრამაში ბოლო დროს შესული ცვლილების თანახმად, სადაზღვევო ვაუჩერის საფუძველზე, დამზღვევი სადაზღვევო ხელშეკრულებას აფორმებს იმ სადაზღვევო კომპანიასთან (მზღვეველთან), რომელიც დაზღვეულის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ტენდერის საფუძველზე გამოვლინდა 26-დან ერთ-ერთ სამედიცინო რაიონში. ამავდროულად, საქართველოს კანონის `ჯანმრთელობის დაცვის შესახებ~ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ კანონით ან ვაუჩერის საშუალებით, ხოლო სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის პირადი დაზღვევა ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით.

იმისათვის თუ რომელი კომპანია დააზღვევდა თბილისელ, ქუთაისელ, თელაველ თუ სხვა რაიონებში მცხოვრებ პედაგოგებს, მთავრობამ 2010 წელს ორი ტენდერი ჩაატარა. თავდაპირველად, სადაზღვევო ტენდერზე ვაუჩერის ფასი 180 ლარი იყო, თუმცა განმეორებით ტენდერზე მისი ფასი 144 ლარამდე შეამცირა. მთავრობის მიერ ხელმეორედ გამოცხადებულ სამედიცინო დაზღვევისკონკურსში 10-მა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის ფარგლებში საქართველოს ტერიტორია დაიყო 27 ლოტად და თითოეული ლოტის მიხედვით განისაზღვრა დასაზღვევ ბენეფიციართა და ასაშენებელ საავადმყოფოთა რაოდენობა. პროგრამის ფარგლებში 900 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველისა და პედაგოგის დაზღვევა მოხდება.

რაიონების მიხედვით სადაზღვევო კომპანიები შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: `ალფა~: თბილისი, გორი, კასპი, ლანჩხუთი,ოზურგეთი, ჩოხატაური (დაზღვეულთა 21,8%). `იმედი ელი~: თელავი,ახმეტა, ყვარელი, შუახევი, ქედა, ხულო, ბათუმი, ხელვაჩაური,ქობულეთი, ჩაქვი, ახალქალაქი, ნინოწმინდა (16,3%). `აისიჯგუფი~: მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხაშური, ქარელი, ბოლნისი, დმანისი, ცაგერი, ლენტეხი, ამბროლაური, ონი (15,5%).`ჯიპიაი ჰოლდინგი~: ყაზბეგი, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი, საგარეჯო, გურჯაანი, სამტრედია, ხონი, ბაღდათი, ვანი(13,5%). `ირაო~: ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა, თეთრი წყარო, წალკა, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი (11,5%). `ალდაგი ბისიაი~:ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, თერჯოლა, ფოთი, ხობი (9,6%).`ვესტი~: სენაკი, აბაშა, მარტვილი (4,7%). `არქიმედეს გლობალჯორჯია~: ლაგოდეხი, წნორი, დედოფლისწყარო (3,5%). `სამცხე2010~: ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი (2,3%). `ქართუ~:საჩხერე (1,3%).

პრობლემა კი სწორედ აქედან დაიწყო. `ბიზნეს-რეზონანსის~ რესპონდენტი, (რომლის სახელს და გვარს მისივე თხოვნით არ ვწერთ) საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს, არის პედაგოგი და გასულ წელს სადაზღვევო კომპანია შეეცვალა. ამბობს, რომ არ უნდოდა იმ კომპანიაში დაზვეულიყო, თუმცა რადგან სხვა გზა არ ჰქონდა, ამაზე დათანხმდა.

`თავისუფალი არჩევანის უფლება არ გვქონდა, ჩვენ იძულებით დაგვაზღვიეს. არ მსურდა, რომ იმ კომპანიაში ვყოფილიყავი დაზღვეული, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ტენდერის ჩატარებამდე სადაც ვიყავი დაზღვეული, ხარისხს იქ უფრო კარგს მთავაზობდნენ, აქ კი არათუ ხარიხს, არამედ ნორმალურადაც არ მცემენ პასუხს. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ხალხს აზღვევს თუ ამას, რა თქმა უნდა, დაზღვევა ჰქვია. დიაბეტით დავაადებული ვარ და იმდენი მარბენინეს, რომ სისხლში შაქრის შემცვლელობა უფრო ამეწია. მიმაჩნია, რომ ხელისულებამ ასეთი განუკითხაობა არ უნდა დაუშვას მაშინ, როცა ამ ყველაფერი ბიუჯეტის ფული იხარჯება~, -შემოგჩვივლა ჩვენმა რესპონდენტმა.

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, რომ მისი სამსახური ასეთი სახით ტენდერის ჩატარებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა.

`რატომ არ უნდა ჰქონდეთ თბილისის ლაგოდეხისა თუ სხვა რაიონის დაზღვეულებს იმის უფლება, რომ სადაზღვევო კომპანია აირჩიონ? ჩვენთან ამის უფლებას იმ ტენდერის შედეგები უკრძალავს, რომელიც 2010 წელს ჩატარდა. ეს იყო მონოპოლიური მდგომარეობის განმტკიცება რეგიონალური პრინციპით, რადგან დაზღვეულს არ აქვს უფლება, რომ პროვაიდერი კომპანია თავად აირჩიოს. ვიდრე ეს წესი ამოქმედდებოდა, სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა უკვე მზად მძაფრი, სერიოზული და ცალსახა კონტროლის საშუალებები ამ კომპანიების ხარისხის დონისა. იდეაში ხომ თავად ხელისუფლებას აქვს ჩაფიქრებული, რომ თავის დაზღვეულს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი საკმაოდ მაღალი სამედიცინო სერვისები.

ამიტომაც გვესმის ხშირად, რომ დაზღვეული არ არის კმაყოფილი მომსახურების სერვისით. თუკი სადაზღვევო კომპანიას იმის საფრთხე არ ემუქრება, რომ კლიენტს დაკარგავს, მაშინ არც იმის მოტივაცია არ უჩნდება, რომ ეს კლიენტი შეინარჩუნოს მაღალი ხარისხის სერვისით, მით უმეტეს სადაზღვევო პრემია მას სახელმწიფოს მხრიდან უკვე გარანტირებული აქვს~, – დასძინა გიგოლაშვილმა.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: