კონტროლის პალატა საბოლოო დასკვნას 2 კვირაში გამოაქვეყნებს

ლევან ალაფიშავილი: `სამუშაოები დასრულებულია, ამჯერად დასკვნის საბოლოო ვარიანტზე მიდის მუშაობა~

 

მაკა ხარაზიშვილი

კონტროლის პალატა სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებშისაბიუჯეტო თანხების ხარჯვის სისტემური კვლევის საბოლოო დასკვნას, დაახლოებით, 2 კვირაში გამოაქვეყნებს. აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნების დაგვიანების გამო, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ პალატაზე ზეწოლა განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ პალატის მიერ ჩატარებული აუდიტის წინასწარმა შედეგებმა დიდი რეზონანსი და დაპატიმრებები გამოიწვია.

კონტროლის პალატაში ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე შრომატევადი იყო, შესაბამისად, მის მომზადებას დროს სჭირდებოდა. ასევე უცნობია, რა ღონისძიებებს მიმართავს ჯანდაცვის სამინისტრო ხარვეზების გამოსასწორებლად, ვინაიდან `რეზონანსის~ მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, სამინისტროდან ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

კონტროლის პალატაში, დაახლოებით, ერთი თვის წინათ აცხადებდნენ, რომ საბოლოო დასკვნა საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე დღეში გახდებოდა, თუმცა გამოქვეყნების თარიღმა გადაიწია, ამიტომაც გაჩნდა საზოგადოებაში ეჭვი პალატაზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის ლევან ალაფიშვილის განცხადებით, კლასიკური გაგებით აუდიტი მოიცავს, როგორც ხარვეზების აღმოჩენას, ისე რეკომენდაციებს ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის. მისი თქმით, შეხვედრები შედგა სადაზღვევო სისტემაში ჩართულ პირებთან, შესაბამისად, განისაზღვრა რეკომენდაციებიც. ამ ყველაფრის განხორციელებას კი დრო სჭირდებოდა. `სამუშაოები დასრულებულია, ამჯერად დასკვნის საბოლოო ვარიანტზე მიდის მუშაობა~, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტს გიორგი გიგოლაშვილი პალატაზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს. მისი თქმით, პირველადი შედეგების გამოქვეყნებით პალატამ თავისი საქმე უკვე გააკეთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

`მე როგორც ვიცი, საბოლოო დასკვნა რამდენიმე თვეში უნდა გამოქვეყნებულიყო. არა მგონია, რაიმე ზეწოლა იყოს, პალატამ პირველადი დასკვნით თავისი საქმე ისედაც გააკეთა. ტექნიკური სამუშაო იქნება შესასრულებელი, რომელიც დიდ დროს მოითხოვს~, -ამბობს გიორგი გიგოლაშვილი.

მისი თქმით, ხარვეზების გამოსწორების მიმართულებით, ხელისუფლებამ თითქოს დაიწყო აქტიურობა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, მაგრამ კონკრეტულად რა გაკეთდა უცნობია.

`საზოგადეობასთან ურთიერთობა სათანადო დონეზე არ დგას. თუ საქმე გააკეთეს კიდეც უნდა თქვას, თუმცა ხმას არავინ იღებს. სადაზღვევო ინსტიტუტმა ჩამოაყალიბა რეკომენდაციები, გამოხმაურება კი არ ყოფილა, ანუ ცვლილებებს ვერ ვხედავ~, -ამბობს გიორგი გიგოლაშვილი.

`რეზონანსმა~ სამინისტროსგან აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მიღება არაერთხელ ცადა, თუმცა უშედეგოდ. აქედან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ კონტროლის პალატის პირველადი დასკვნისგამოქვეყნების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ხარვეზების გამოსწორებასთან დაკავშირებით სათქმელი არ აქვს.

არადა კონტროლის პალატის წინასწარი აუდიტით, სადაზღვევო სისტემაში სერიოზული ხარვეზები და რისკები გამოიკვეთა. კერძოდ, ხაზგასასმელია, რომ არ ხორციელდებოდა სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგი, სადაზღვევო კომპანიებს უმწეო მოქალაქეებთან არ აქვთ გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებები, მოქალაქეები არ ფლობენ სადაზღვევოპ ოლისებს და არ არიან ინფორმირებულნი დაზღვევის პირობების შესახებ.

გარდა ამისა, პალატის დასკვნის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიები უმწეო მოქალაქეებს ხელოვნურად უზღუდავენ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უსაფუძვლოდ გაჭიანურებული პროცედურებით. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიები მოქალაქეებს მკურნალობის დაფინანსებაზე დაუსაბუთებლად უცხადებენ უარს, სთავაზობენ არასტანდარტულ და არასასურველ სამედიცინოდაწესებულებებს.

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების რეგულირებისთვის ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. ყველაფერი ქაოსურად და არათანმიმდევრულად ხორციელდება. რეგულირების ფონზე სადაზღვევო კომპანიების სერვისის ხარისხი და ჰოსპიტალური სექტორის მიერ დაზღვეულისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ხარისხი სრულყოფილი უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონტროლის პალატა 2010 წლიდან იკვლევს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვის კანონიერებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით 2008-10 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მილიონი ლარი დაიხარჯა.

სპეციალისტების რეკომენდაციების მიხედვით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების კონცეფცია უნდა ჩამოყალიბდეს და დოკუმენტი შეიქმნას. სასწრაფოდ უნდა განისაზღვროს ის მოდელი, რომელიც ამოქმედდება 2-4 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი ჯერ კონცეფციის დონეზეც არ არის.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: