ხელისუფლება სადაზღვევო კომპანიებს გამადიდებელი შუშით აკვირდება

ოთარ თოიძე: `მედიაციის სამსახურის სრულყოფა მომავალშიც გაგრძელდება~

ელზა წიკლაური

 

კონტროლის პალატა, დაახლოებით, 2 კვირაში სადაზღვევოკომპანიების საქმიანობასა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვასთანდაკავშირებით საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს. ამასთან,აქტიურად მიმდინარეობს საუბარი მედიაციის სამსახურის ფუნქციებისგაძლიერებაზე და მისთვის ჯარიმის დაწესების უფლების მინიჭებაზე.აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებასადაზღვევო კომპანიებს გამადიდებელი შუშით აკვირდება დაბიუჯეტიდან გამოყოფილი თიოეული თეთრის მკაცრად გაკონტროლებასაპირებს.

`მედიაციის სამსახურის გააქტიურებით ვიმედოვნებთ, რომ იმ პრობლემის დაძლევა მოხდება, რომელიც სადაზღვევო სისტემაში არსებობს~, – აცხადებს `ბიზნეს-რეზონანსთან~ საუბარში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე და თვლის, რომ ამის შემდეგ მიმართვიანობის მაჩვენებელიც შემცირდება.

`მედიაციის სამსახურისთვის შექმნა და ამ სამსახურის უფლებების გაძლიერება, არის დადებითი ღონისძიება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების უფლებები ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემაში. საჭიროა, რომ მოხდეს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველჰყოფა.  მედიაციის სამსახურს ევალება დავების მოწესრიგება მოქალაქეებსა და სადაზღვევო სექტორს შორის, ასევე ამ სისტემაში ჩართულ სხვა მოთამაშეებს შორის. სამსახური იქნება არა მარტო ბენეფიციარების, არამედ სადაზღვევო კომპანიების უფლებების დამცველიც~.

`ბ.რ~: იმ ინიციატივას, რომ მედიაციის სამსახურს ეზრდება უფლებამოსილება და მას ჯარიმის დაკისრებაც შეეძლება, ოპონენტებში კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.  დაზღვევის ექსპერტები თვლიან, რომ ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და უფლებების აღრევა არ უნდა ხდებოდეს…

ო.თ: ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი. ის, რომ მედიაციის სამსახურს უფლებამოსილება უნდა გაეზარდოს, არის ახალი ინიციატივა და მასაც აქვს არსებობის უფლება. თუმცა, ჯერჯერობით მიჩნეულია, რომ ზედმეტი მოთამაშის ჩართვა, ანუ ამ საკითხის კიდევ გართულება არ შეიძლება.

`ბ.რ~: რაც შეეხება კონტროლის პალატის მუშაობას…

ო.თ: მედიაციის სამსახურის გაძლიერების გადაწყვეტილება მიღებული იყო შარშან გაზაფხულზე. კონტროლის პალატამ კი პირველადი დასკვნა მოგვიანებით გამოქვეყნა. ასე რომ, მედიაციის სამსახურის გაძლიერებაზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად უსწრებს წინ კონტროლის პალატის ამ დასკვნას. თანაც, ის, რომ ეს სამსახური დასახვეწი იყო, მისი შექმნისთანავე გაცხადდა.  მედიაციის სამსახურის სრულყოფა კი მომავალშიც გაგრძელდება.

რაც შეეხება კონტროლის პალატის დასკვნას, რა თქმა უნდა, მან სადაზღვევო სფეროში გარკვეული ნაკლოვანებები გამოავლინა, რომლითაც გარდა მედიაციის სამსახურისა, სხვა უწყებებიც იყვნენ დაინტერესებულნი. მართალია, კონტროლის პალატის დასკვნას ვერ განვიხილავთ, როგორც ამ სამსახურის გაძლიერების სტიმულად, თუმცა მათი წინადადებები ნამდვილად გასათვალისწინებელია.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მიმდინარეობს მხოლოდ სადაზღვევოების თვალთვალი, საქმე ეხება მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მათი დავების მოგვარებას.

`ბ.რ~: და როგორ ფიქრობთ, ამით პრობლემების მოგვარება მოხდება?

ო.თ: ჩვენ ხელის შემშლელს არაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება გამადიდებელი შუშით ყურებას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ საკუთარი ფინანსების განკარგვა აუცილებლად უნდა აკონტროლოს.

არადა, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამასთან დაკავშირებით დღემდე კრიტიკული განცხადებები ისმის.  ბენეფიციარების გარდა, აღნიშნული პროგრამისა და თავად სადაზღვევო კომპანიების მიმართ პრეტენზიები აქვს სახალხო დამცველს, კრიტიკულ შუალედურ დასკვნას აქვეყნებს კონტროლის პალატაც. სახელმწიფო კი სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ხარვეზების გამოსასწორებლად მხოლოდ კადრების ოპტიმიზაციას ახდენს. მართალია, მაქინაციაში გარეულ პირებს აკავებენ, თუმცა მათ გირაოს გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

ამასთან, ეზრდება უფლებამოსილება მედიაციის სამსახურსაც.უახლოეს მომავალში შეიძლება მას კომპანიების დაჯარიმებისუფლებაც მიენიჭოს. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებისგახმაურებისთანავე იდეას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, სფეროსექსპერტები თვლიან, რომ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისუფლება და კომპანიების საქმიანობის კონტროლი ეროვნული ბანკისპრეროგატივაა და ამ საკითხსაც მან უნდა მიხედოს.

 

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: