სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ჩართვას სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს

მაკა ხარაზიშვილი

მაისის მონაცემებით, სახელმწaიფო სამედიცინო დაზღვევით 834 981 ადამიანი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში თითქმის მილიონამდე ადამიანის დაზღვევა არც ისე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა დაზღვევის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მათ სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ და პოლისის მისაღებად სარეიტინგო ქულების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

`რეზონანსში~ თითქმის ყოველდღიურად რეკავენ ადამიანები, რომლებიც გაზეთს სახელმწიფოსთან შუამავლობასა და ამა თუ იმ სახის ოპერაციის დაფინანსებას სთხოვენ. გორელი ნინო კანთელაშვილი ჩვენთან საუბარისას აღნიშნავს, რომ მას სოციალური მომსახურების სააგენტომ 130 ათას ქულაზე მეტი მიანიჭა, თუმცა არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბავშვს ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთოს და ამისთვის 800 ლარი გადაიხადოს.

`მყავს 3 შვილი. ვმუშაობ მაღაზიაში გამყიდველად. ჩემიდღიური ანაზღაურება 10 ლარია, თუმცა ეს მიმდინარე ხარჯებსაც კიარ ყოფნის, ვინაიდან მეუღლე არ მუშაობს. მიმაჩნია, რომუკიდურესად ღარიბი ვარ, ვინაიდან ბავშვს ბრმანაწლავი აწუხებს დაოპერაციას ვერ უკეთებ, თუმცა იმის გამო, რომ მინიმალურიშემოსავალი მაქვს მაღალი ქულები დავიმსახურე~, – ამბობს ნინოკანთელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა პროგრამაში ჩართულ მოსახლეობას სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა მაშინ ეკუთვნით თუ მათი სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აჭარბებს.  რაც შეეხება პედაგოგებს, ამ შემთხვევაში დაზღვევას ყველა ის მასწავლებელი იღებს, ვინც სკოლაში მუშაობს.

ყველაზე მეტი ბენეფიციარი იმერეთის რეგიონშია რეგისტრირებული – 171,119 ათასი ადამიანი, იმერეთს ღარიბების რაოდენობით სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა მოსდევს.  სამეგრელო-ზემო სვანეთში სულ დაზღვეულია 107,424 ათასი ადამიან, აჭარაში სამედიცინო დაზღვევას 95,124 ადამიანი იღებს.

შემდეგ მოდის დედაქალაქი. 2011 წლის მაისის მონაცემებით, თბილისში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით 105,033 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი სარგებლობს, ოჯახების რაოდენობა კი 38,380 ათასს შეადგენს.

შემდეგია კახეთია, სადაც რეგისტრირებულია დაზღევაში ჩართული91,816 ბენეფიციარი, სულ 33,147 ათასი ოჯახი. 81,433 ათასისოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარი იღებსსამედიცინო დაზღვევას შიდა ქართლში, სულ 27,250 ათასი ოჯახი.ქვემო ქართლში სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართულია 19,637ათასი ოჯახი, სულ 61,131 სოციალურად დაუცველი ადამიანი.

სამცხე-ჯავახეთი ეს ის რეგიონია, სადაც სამედიცინო დაზღვევას ყველაზე ცოტა ადამიანი იღებს, იქ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც ცოტაა და, შესაბამისად, დაზღვეულებისაც. სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში სულ 22,746 ათასი ადამიანია ჩართული, 8 557 ოჯახი.

სიმცირის რაოდენობით მეორე ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც სახელმწიფო სამედიცინო დაზღვეაში ჩართულია 24,581 ბენეფიციარი, სულ 10,266 ათასი ადამიანი. 30,939 სოციალურად დაუცველი ადამიანი სარგებლობის სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით მცხეთა-მთიანეთში, სულ 12,183 ოჯახი.  გურიაში კი ამ პროგრამაში ჩართულია 12,079 ოჯახი, სულ 37,629 ადამიანი.

რაც შეეხება პედაგოგებს, აქ ლიდერის პოზიცია, როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისს უჭირავს. დედაქალაქში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით 14,161 ათასი პედაგოგი სარგებლობს, რომელსაც რაოდენობით იმერეთი მოჰყვება, სადაც 2011 წლის თებერვლის მონაცემებით 12,413 პედაგოგია დაზღვეული. 8,9 ათასი ათასი პედაგოგია დაზღვეული ქვემო-ქართლში, რომელსაც დაზღვეული პედაგოგების რაოდეგობით სამეგრელო-ზემო სვანეთი მოჰყვება, სადაც დაზღვევას 7,722 ათასი პედაგოგი იღებს.

7,489 ათასი ბენეფიციარი პედაგოგია აჭარაში, კახეთში კისახელმწიფო სამედიცინო პროგრამით სულ 7,077 ათასი პედაგოგიადაზღვეულია. სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევას 6,060 ათასიპედაგოგი იღებს სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში კი – 5,561ათასი პედაგოგი.

სულ რაღაც 1,022 ათასი პედაგოგია დაზღვეული რაჭა-ლეჩხუმიქვემო სვანეთში, მას მცირედით უსწრებს მცხეთა-მთიანეთი, სადაცდაზღვეულ პედაგოგთა რაოდენობამ 2,132 ათასი შეადგინა, გურიაშიკი სულ 3,124 ათასი პედაგოგი სარგებლობს სახელმწიფო სამედიცინოდაზღვევით.

რაც შეეხება ზოგადად დაფინანსებას, წლეულს სამედიცინო დაზღვევისთვის სახელმწიფო 136,396.3 ათას ლარს დახარჯავს.  ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით სწორედ ამ რაოდენობის თანხაა გამოყოფილი.

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: