ჟურნალისტთა კვლევის ცენტრის პროექტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია

`ძალიან მნიშნვნელოვანია მედიისა და არასამთავრობოების როლი ამ სისტემის განვითარებაში~

 

მაკა ხარაზიშვილი

 

ჟურნალისტთა კვლევის ცენტრის პროექტის – `პედაგოგთა დასოციალურად დაუცველ პირთა დაზღვევა~ – განხორციელება დასასრულსმიუახლოვდა. 14 ივნისს სასტუმრო `ვერე პალასში~ შემაჯამებელიშეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტარები,კონტროლის პალატის, ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციისსამსახურის, სადაზღვევო კომპანიებისა და არასამთავრობოორგანიზაციის წარმომადგენლები. პროექტი განხილვა მწვავედებატებში გადაიზარდა, რომლის დროსაც ნათლად გამოიკვეთა ისსისტემური ხარვეზები, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამასახლავს.

პროექტი `პედაგოგთა და სოციალურად დაუცველ პირთა დაზღვევა~ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისოგანვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. იგი მიზნადისახავდა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საჯარო დაზღვევისპროექტის შესწავლას, უარყოფითი და დადებითი მხარეებისგამოვლენას.

პროექტის დირექტორის ზვიად შვანგირაძის განცხადებით,მნიშვნელოვანი იყო, სამედიცინო დაზღვევით სარგებლობის შესახებდაზღვეულთა ინფორმირების დონის ამაღლება. პროექტი ასევეითვალისწინებდა მხარეთა შორის საკომუნიკაციო პლატფორმისშექმნასაც.

პროექტის გამხორციელებაში, გაზეთ `რეზონანსის~ ჩართვამ ხელიშეუწყო მედიის გააქტიურებას და მონიტორინგის გაძლიერებას.პროექტის ფარგლებში სულ გამოქვეყნდა 52 სტატია და იურიდიულიკონსულტაცია გაეწია 120-ზე მეტ ბენეფიციარს. ორგანიზებულმასამუშაო შეხვედრამ კი ხელი შეუწყო მხარეებს შორის, სამოქალაქოსექტორს, ხელისუფლებასა და კერძო დაზღვევის წარმომადგენელთაშორის კომუნიკაციას, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდაერთობლივად გაანალიზებულიტო დარგში არსებული ხარვეზები დადასახულიყო გაუმჯობესების გზები.

`პროექტის ფარგლებში მართლაც გამოვლინდა ის ხარვეზები,რომელიც საჭიროებდა რეაგირებას, როგორც ხელისუფლების, ასევეკერძო დაზღვევის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოებისმხრიდანაც. კერძოდ, დაბალი სადაზღვევო კულტურა, მომხმარებლისდაბალი ინფორმირების დონე, ასევე ორაზროვანი საკანონდმებლო ბაზაგანაპირობებდა საჯარო დაზღვევის პროგრამის არაეფექტურობას.შედეგად კი საკმაოდ დაბალი იყო სამედიცინო დაზღვევითსარგებლობისა და მიღებული მომსახურებით კამყოფილების ხარისხი~,- ამბობს ზვიად შვანგირაძე.

აღმოჩნდა, რომ სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფილ პირთამხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო კუთვნილი მომსახურება. კონტროლისპალატის დასკვნის საფუძველზე კი ირკვევა, რომ სადაზღვევოკომპანიები ზემაღალი მოგებით საქმიანობენ. მნიშვნელოვანია ისიც,რომ სოციალურად დაუცველ პირთა მხოლოდ 50%-მა ისარგებლა საჯაროსამდეიცინო დაზღვევით. რაც იმას ნიშნავს, რომ 886 647მაცხოვრებელი აუცილებელ სამედიცინო მომსახურებას მოწყვეტილია.ამის მიზეზი, კი, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ქულათაარასწორი სისტემაა. პირი ვერ ჩაერთვება საჯარო დაზღვევაში თუმას სოციალური სააგენტო 70 ათას ქულაზე მეტს მიანიჭებს. ცალკესაკითხია სამედიცინო მომსახურების დაბალი დონე და ექიმთაკომპეტენცია.

`დაზღვეულთა ბაზა არის მოუწესრიგებელი. შედეგად საქმეგვაქვს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან. მაგალითად,აღმოჩნდა, რომ დაზღვეულები სადაზღვევო ვადის ამოწურამდეგარდაიცვალნენ, მაგრამ მათი გადაზღვევა მაინც მოხდა. ასევე,თავდაცვის სამინისტროს 3,3 ათასი სამხედრო მოსამსახურე,როლებსაც სამინისტრო ისედაც აზღვევს, დაზღვეულები არიანსახელმწიფო პროგრამით, როგორც დევნილი მოსახლეობა. მათზე 6თვეში დაიხარჯა 230 ათასი ლარი. იგივე მდგომარეობააპედაგოგებთან დაკავშირებითაც და ა.შ.~, – ამბობს კონტროლისპალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგიალასანია.

მისი თქმით, წლიურად დაზღვეული 808 ათასი უმწეო მოქალაქიდანდაზღვევით ისარგებლა მხოლოდ 13,8%-მა. სადაზღვევო კომპანიებისმიერ ანაზღაურებული შემთხვევების 45.1%-ის ღირებულება არაღემატება 20 ლარს. რეალური ფინანსური რისკების დაზღვევისსიკეთით ისარგებლა დაზღვეულთა მხოლოდ 10%-მა.

არასამთავრობო ორგანიზაცია `ჟურნალისტური კვლევის ცენტრის~იურისტი ირაკლი გუნიავა კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სამედიცინოდაზღვევის პოლისით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობასარგებლობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მაღალი რისკისქვეშ იმყოფება (უხარისხო კვებისა და მძიმე სოციალური პირობებისგამო). შესაბამისად, 14% საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მისიინფორმაციით, ბევრია შემთხვევა, როდესაც სადაზღვევო კომპანიებიფინანსურ ხარჯებს ამცირებენ და დაზღვეულებს შეუსაბამოსამედიცინო მომსახურებას სთავაზობენ.

აღნიშნულ შეხვედრაზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმაჟურნალისტები, კონტროლის პალატისა და არასამთავრობოორგანიზაციების მიერ აღმოჩენილი ხარვეზები გააპროტესტეს. `იმედიელის~ გენერალური დირექტორის ალექსანდრე ლორთქიფანიძისგანცხადებით, თუ დაზღვევით 14%-მა ისარგებლა, ეს არც ისე დაბალიმაჩვენებელია.

პარლამენტარის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით,მისასალმებელია, რომ სადაზღვევო თემატიკა ასე აქტიურადგანიხილება მედიაში. მისი თქმით, სადაზღვევო სისტემაგანვითარების გზაზე ახლა დგას, შესაბამისად, არსებობს უამრავიხარვეზი, რომლის დანახვა და გამოსწორება მედიის ჩართულობისგარეშე შეუძლებელი იქნება.

`ძალიან მნიშნველოვანია მედიისა და არასამთავრობოების როლიამ სისტემის განვითარებაში. ასევე მისასალმებელია, რომ მსგავსიდისკუსიები იმართება~, – მიიჩნევს მაგდა ანიკაშვილი.

ასე რომ, პროექტის `სოციალურად დაუცველ პირთა და პედაგოგთადაზღვევა~ დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მანრეალურად შექმნა პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც საჯაროდაზღვევაში ჩართულ პირებს შეეძლოთ დიალოგი ეწარმოებინათმზღვეველთან და ხელისუფლებასთან. პროექტმა ხელი შეუწყობენეფიციართა რეალური მოთხოვნების, პრობლემების განხილვისმედიასაშუალებებში გაშუქებას და ჩართულ მხარეთა გააქტიურებასპრობლემის აღმოფხვრის, თავად პროექტის დახვეწა-გაუმჯობესებისმიზნით.

პროექტის `სოციალურ დაუცველ პირთა და პედაგოგტა დაზღვევა~განხორციელება დაიწყო 2010 წლის დეკემბერში და დასრულდა 2011წლის ივნისში. პროექტის განხორციელების ფარგლებში ჟურნალისტთაკვლევის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ `რეზონანსთან~ დასაქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტთან.

 

About admin

Lovely, friendly, cute and intellectual:) View all posts by admin

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: