პროექტი ”პედაგოგთა და სოციალურად დაუცველ პირთა დაზღვევა”

სახელმწიფო  სოციალურად დაუცველ პირთა და პედაგოგებს, ასევე კომპაქტურად ჩასახლებულ ლტოლვილებს უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევით, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით. მიუხედავად თავად პროგრამის იდეის ეფექტურობისა და საჭიროებისა, რამდენადაც ირკვევა, თვითონ პროექტი ვერ უზრუნველყოფს სათანადო ეფექტურობას, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია მთელი რიგი ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ანგარიშვალდებულების დაბალი დონე, მოქალაქეებისა და სამოქალაქო სექტორის სახელმწიფო პროგრამების შედგენისას ჩართულობის სიმწირე, დაზღვეულთა არასათანადო ინფორმირებულობა მათი უფლებების, ვალდებულებებისა და სარგებლის შესახებ, ამავდროულად სადაზღვევო სექტორის მოუმზადებლობა რისკების აღების წინაშე და მომხმარებელთა (სოციალურად დაუცველი პირები და პედაგოგები) მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართ. ნაკლებად გამჭირვალეა თვით ბიუჯეტით გაწერილი თანხების დინამიკაც, რომელიც ამ მიმართულებით იხარჯება, თავისთავად ამ ფაქტორზე გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ჩაურთველობა და საჯარო დაზღვევის მიმართ, მონიტორინგის გაწევის სიმწირე. ჯურნალისტთა კვლევის ცენტრი გაზეთ რეზონანსთან ერთად შეეცდება შეისწავლოს ზემოთხსენებული საკითხი და ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას საჯარო დაზღვევის შესახებ, ასევე შეასრულოს მედიატორის როლი დაზღვეულსა და მზღვეველს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. წინამდებარე ბლოგზე გთავაზობთ სტატიათა ციკლს ”პედაგოგთა და სოციალურად დაუცველ პირთა დაზღვევის” შესახებ

სტატიათა ციკლი “პედაგოგთა და სოციალურად დაუცველ პირთა დაზღვევა ” მზადდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს სახსრებით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის თვალსაზრისს.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: