Tag Archives: ჯიპიაი ჰოლდინგი

კომპანიები პედაგოგთა დაზღვევის თაობაზე ინფორმაციებს ძნელად გასცემენ

ელზა წიკლაური

“ბიზნეს-რეზონანსი” წინა ნომერში წერდა, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას იმასთან დაკავშირებით ინფორმაცია თუ რამდენ პედაგოგს დაეწია სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო გამედიცინო დაზღევის ფარგლებში და ბიუჯეტიდან რამდენი ლარი დაიხარჯა, არ ჰქონდათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, აღნიშნული ინფორმაცია თავად სადაზღვევო კომპანიებში მოგვეძია, თუმცა ზოგიერთმა ამ საკითხს “კონფიდენციალური” უწოდა, ზოგმა კი მიუხედავად დანაპირებისა, კონკრეტული ინფორმაცია რატომღაც არ მოგვაწოდა.

ამ მიზეზის გამო, “ბიზნეს-რეზონანსი” სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მხოლოდ რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ. ჩვენს კითხვებს მხოლოდ “იმედი-ელ”-მა, “ირაომ” და “ჯი-პი-აი ჰოლდინგმა” უპასუხეს. “ალფა”-მ ინფორმაცია არ მოგვაწოდა და მიზეზად “კონფიდენციალურობა” დაასახელა. “ალდაგი-ბისიაიში” დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას აუცილებლად მოგვაწვდიდნენ, თუმცა ამაოდ.

ასე რომ, “ირაომ”, რომელიც საქართველოში სახელმწიფო დაზღვევის ფარგებში მხოლოდ 8 რაიონის მოსახლეობას აზღვევს, გასული წელი ამ მხრივ, პრაქტიკულად, წაგებით დაასრულა. კონკრეტულად, პედაგოგების დაზღვევისთვის “ირაომ” 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიის სახით 2,002,545.00 ლარი მიიღო, კომპანიას კი მთელი წლის განმავლობაში 22,230.88 ლარით მეტის ანაზღაურება მოუწია, საერთო ჯამში, “ირაო”-ს მიერ პედაგოგების დაზღვევაზე გაწეულმა ხარჯებმა 2010 წელს 2,024,775.80 ლარი შეადგინა. “ირაოში” დაზღვეულები არიან ხარაგაულის, ზესტაფონის, ჭიათურის, თეთრიწყაროს, წალკის, მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში, ასევე რუსთავში მცხოვრები პედაგოგები. Continue reading


სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულები უამრავ პრობლემებს აწყდებიან

`დაზღვეულებმა არ იციან რა სერვისები უნდა მიიღონ და როდესაც მათი უფლებები ილახება ვის უნდა მიმართონ~

მაკა ხარაზიშვილი

სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულები რთული სადაზღვევო პროცედურების გამოისობით და ბუნდოვანი საკონტრაქტო ვალდებულებების გამო ისევ უამრავ პრობლემას აწყდებიან.  სპეციალისტების განცხადებით, სადაზღვევო ხელშეკრულებაში თითქმის არაფერი წერია სადაზღვევო კომპანიის უფლება მოვალეობებზე, შესაბამისად, დაზღვეულის ინტერესები, ფაქტობრივად, იგნორირებულია.

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ცენტრალიზებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმა დეცენტრალიზაციის მიმართულებით. გაჩნდა კერძო სამედიცინო დაწესებულებები და სახელმწიფო ფინანსების დიდი ნაწილი კერძო სადაზღვევო კომპანიებისკენ წარიმართა.

დღესდღეობით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას ახორციელებენ კერძო სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო ასეგნებების ფარგლებში. ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ პროგრამისთვის მილიონობით ლარს ხარჯავს, სათანადო ეფექტი ჯერჯერობით მიღწეული არ არის.  სპეციალისტების განცხადებით, სახელმწიფოს ისიც კი არ იზრუნა, რომ ინდივიდუალურ ხელშეკრულებებში მკაფიოდ განესაზღვრა სადაზღვევო კომპანიების მოვალეობები, რათა დავის წარმოშობის შემთხვევაში დაზღვეულს თავის დაცვა მარტივად შეეძლოს. Continue reading