ჟურნალისტთა კვლევის ცენტრის პროექტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია

`ძალიან მნიშნვნელოვანია მედიისა და არასამთავრობოების როლი ამ სისტემის განვითარებაში~

 

მაკა ხარაზიშვილი

 

ჟურნალისტთა კვლევის ცენტრის პროექტის – `პედაგოგთა დასოციალურად დაუცველ პირთა დაზღვევა~ – განხორციელება დასასრულსმიუახლოვდა. 14 ივნისს სასტუმრო `ვერე პალასში~ შემაჯამებელიშეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტარები,კონტროლის პალატის, ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციისსამსახურის, სადაზღვევო კომპანიებისა და არასამთავრობოორგანიზაციის წარმომადგენლები. პროექტი განხილვა მწვავედებატებში გადაიზარდა, რომლის დროსაც ნათლად გამოიკვეთა ისსისტემური ხარვეზები, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამასახლავს.

პროექტი `პედაგოგთა და სოციალურად დაუცველ პირთა დაზღვევა~ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისოგანვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. იგი მიზნადისახავდა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საჯარო დაზღვევისპროექტის შესწავლას, უარყოფითი და დადებითი მხარეებისგამოვლენას.

პროექტის დირექტორის ზვიად შვანგირაძის განცხადებით,მნიშვნელოვანი იყო, სამედიცინო დაზღვევით სარგებლობის შესახებდაზღვეულთა ინფორმირების დონის ამაღლება. პროექტი ასევეითვალისწინებდა მხარეთა შორის საკომუნიკაციო პლატფორმისშექმნასაც. Continue reading


სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა გამადიდებელი შუშის ქვეშ

ჟურნალისტური კვლევის ცენტრის და `რეზონანსის~ ერთობლივ სადაზღვევო პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ელზა წიკლაური

პედაგოგთა და სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო სამედიცინოდაზღვევის პროგრამას რომ დახვეწა სჭირდება, ცხადია. ამას თავადსახელმწიფოს შესაბამისი სამსახურებიც აღიარებენ და პირობასდებენ, რომ მის დასახვეწად მუშაობას აქტიურად გააგრძელებენ.ხარვეზები 6 თვის განმავლობაში ჟურნალისტური კვლევის ცენტრისდა `რეზონანსის~ მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტშიცაშკარად გამოჩნდა. პრობლემების წინ წამოწევას და საზოგადოებისინფორმირებას კი პროექტის ავტორები დადებითად აფასებენ დააცხადებენ, რომ მიუხედავად მისი დასრულებისა, სადაზღვევოსფეროში განხორციელებულ ცვლილებებს კვლავ თვალყურს მიადევნებენ.

`პედაგოგთა და სოციალურად დაუცველ პირთა დაზღვევის~ პროექტს`ჟურნალისტური კვლევის ცენტრი~ და ევრაზიის ფონდისა და შვედეთისსაერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით 6 თვის განმავლობაშიახორციელებდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნდა 52საგაზეთო სტატია, მომზადდა 7 ადამიანური ისტორია, რედაქციაშიშემოვიდა 250 ზარი და იურიდიული კონსულტაცია 120-ზე მეტადამიანს გაეწია. Continue reading


სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ჩართვას სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს

მაკა ხარაზიშვილი

მაისის მონაცემებით, სახელმწaიფო სამედიცინო დაზღვევით 834 981 ადამიანი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში თითქმის მილიონამდე ადამიანის დაზღვევა არც ისე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა დაზღვევის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მათ სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ და პოლისის მისაღებად სარეიტინგო ქულების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

`რეზონანსში~ თითქმის ყოველდღიურად რეკავენ ადამიანები, რომლებიც გაზეთს სახელმწიფოსთან შუამავლობასა და ამა თუ იმ სახის ოპერაციის დაფინანსებას სთხოვენ. გორელი ნინო კანთელაშვილი ჩვენთან საუბარისას აღნიშნავს, რომ მას სოციალური მომსახურების სააგენტომ 130 ათას ქულაზე მეტი მიანიჭა, თუმცა არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბავშვს ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთოს და ამისთვის 800 ლარი გადაიხადოს. Continue reading


რა საჭიროა სადაღზვევო პოლისის მუდმივად ჯიბით ტარება?

“ბენეფიციარი ვალდებული არ არის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მას პოლისი ხელში ჰქონდეს”

ელზა წიკლაური

სოციალურად დაუცველები სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით კი სარგებლობენ, თუმცა მაშინ, როდესაც სადაზღევო შემთხვევა დგება, ისინი სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან. იმ შემთხვევაში თუ მათ საავადმყოფოში გადაყვანისას სადაზღვევო პოლისი ხელთ არ აქვთ, სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო მომსახურებას, რაც სადაზღვევო პაკეტითაა გათვალისწინებული, არ უტარებენ. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემეთა ერთიანი ბაზა არსებობს და პირადობის მოწმობითაც ადვილი გასარკვევია სარგებლობს თუ არა ეს ადამიანი დაზღვევით, ექიმები მას მაინც არ ემსახურებიან.

ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინათ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მოხდა. 23 წლის ნათია არახამია (სახელი და გვარი რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია) გვიან ღამით ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელმაც თითქმის 2 საათით დაიგვიანა. დაგვიანების მიზეზად კი ექმებმა მანქანების მცირე რაოდენობა დაასახელს. ნათია იხსენებს, რომ როდესაც რეკავდნენ სასწრაფოში, მხოლოდ ასეთ პასუხს იღებდნენ – “4 მანქანა გვყავს, ყველა გამოძახებაზეა, როდესაც ერთ-ერთი მაინც გათავისუფლდება, მაშინვე გამოვუშვებთ თქვენთან”. Continue reading


ხელისუფლება სადაზღვევო კომპანიებს გამადიდებელი შუშით აკვირდება

ოთარ თოიძე: `მედიაციის სამსახურის სრულყოფა მომავალშიც გაგრძელდება~

ელზა წიკლაური

 

კონტროლის პალატა, დაახლოებით, 2 კვირაში სადაზღვევოკომპანიების საქმიანობასა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვასთანდაკავშირებით საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს. ამასთან,აქტიურად მიმდინარეობს საუბარი მედიაციის სამსახურის ფუნქციებისგაძლიერებაზე და მისთვის ჯარიმის დაწესების უფლების მინიჭებაზე.აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებასადაზღვევო კომპანიებს გამადიდებელი შუშით აკვირდება დაბიუჯეტიდან გამოყოფილი თიოეული თეთრის მკაცრად გაკონტროლებასაპირებს.

`მედიაციის სამსახურის გააქტიურებით ვიმედოვნებთ, რომ იმ პრობლემის დაძლევა მოხდება, რომელიც სადაზღვევო სისტემაში არსებობს~, – აცხადებს `ბიზნეს-რეზონანსთან~ საუბარში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე და თვლის, რომ ამის შემდეგ მიმართვიანობის მაჩვენებელიც შემცირდება. Continue reading


კონტროლის პალატა საბოლოო დასკვნას 2 კვირაში გამოაქვეყნებს

ლევან ალაფიშავილი: `სამუშაოები დასრულებულია, ამჯერად დასკვნის საბოლოო ვარიანტზე მიდის მუშაობა~

 

მაკა ხარაზიშვილი

კონტროლის პალატა სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებშისაბიუჯეტო თანხების ხარჯვის სისტემური კვლევის საბოლოო დასკვნას, დაახლოებით, 2 კვირაში გამოაქვეყნებს. აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნების დაგვიანების გამო, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ პალატაზე ზეწოლა განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ პალატის მიერ ჩატარებული აუდიტის წინასწარმა შედეგებმა დიდი რეზონანსი და დაპატიმრებები გამოიწვია.

კონტროლის პალატაში ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე შრომატევადი იყო, შესაბამისად, მის მომზადებას დროს სჭირდებოდა. ასევე უცნობია, რა ღონისძიებებს მიმართავს ჯანდაცვის სამინისტრო ხარვეზების გამოსასწორებლად, ვინაიდან `რეზონანსის~ მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, სამინისტროდან ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

კონტროლის პალატაში, დაახლოებით, ერთი თვის წინათ აცხადებდნენ, რომ საბოლოო დასკვნა საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე დღეში გახდებოდა, თუმცა გამოქვეყნების თარიღმა გადაიწია, ამიტომაც გაჩნდა საზოგადოებაში ეჭვი პალატაზე ზეწოლასთან დაკავშირებით. Continue reading


`თავისუფალი არჩევანის უფლება არ გვქონდა, ჩვენ იძულებით დაგვაზღვიეს~

გიორგი გიგოლაშვილი: სადაზღვევო პრემია კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული აქვს

ელზა წიკლაური

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ჩართული ადამიანები პრეტენზიებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაბალ დონეზე გამოთქვამენ. თუმცა, იმის გამო, რომ ტენდერი უკვე ჩატარებულია და საქართველოს რეგიონები ლოტებადაა დაყოფილი, მათ სადაზღვევო კომპანიების შეცვლის უფლება 3 წლის განმავლობაში არ აქვთ.

`თუკი სადაზღვევო კომპანიას იმის საფრთხე არ ემუქრება, რომ კლიენტს დაკარგავს, მაშინ მას იმის მოტივაცია არ უჩნდება, რომ კლიენტს მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზოს, მით უმეტესდაზღვევის პრემია მას სახელმწიფოს მხრიდან 3 წლის განმავლობაში გარანტირებული აქვს~, – აცხადებს საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი და მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფომ სამედიცინო დაზღვევის პროგრამის განხორციელება დაიწყო, ბენეფიციარს უფლება ჰქონდა, სადაზღვევო კომპანია თავად აერჩია. თუმცა,`საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილებაშიN218, `სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ~, 2010 წელს შესული ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება N85) ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამების წესები მნიშვნელოვნად შეიცვალა.

პროგრამაში ბოლო დროს შესული ცვლილების თანახმად, სადაზღვევო ვაუჩერის საფუძველზე, დამზღვევი სადაზღვევო ხელშეკრულებას აფორმებს იმ სადაზღვევო კომპანიასთან (მზღვეველთან), რომელიც დაზღვეულის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ტენდერის საფუძველზე გამოვლინდა 26-დან ერთ-ერთ სამედიცინო რაიონში. ამავდროულად, საქართველოს კანონის `ჯანმრთელობის დაცვის შესახებ~ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ კანონით ან ვაუჩერის საშუალებით, ხოლო სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის პირადი დაზღვევა ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით. Continue reading


სადაზღვევო დავების განხილვა ხშირად თვეობით იჭიმება

ევროპაში სადაზღვევო დავების მოკლე პერიოდში მოსაგვარებლად საკმაოდ მძლავრი სამსახურებია შექმნილი

მაკა ხარაზიშვილი

საქართველოში სადაზღვევო დავების განხილვის კულტურა ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. დაზღვეულები, განსაკუთრების სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პოლისის მფლობელები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, მის მოგვარებას ვერ ახერხებენ და კუთვნილ სამედიცინო მომსახურების მიღებაზე უარს ამბობენ. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია პრობლემა როგორ უნდა გადაჭრას. გარდა ამისა, სასამართლოებში პროცესები მინიმუმ ერთი წელი მაინც იწელება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირს კი სასამართლო ბაჟის გადახდის შესაძლებლობაც კი არ აქვს.

სახელმწიფო სამედიცინო პროგრამით დაზღვეულების პრობლემების მოსაგვარებლად არსებობს მედიაციის სამსახური, რომლის არსებობის შესახებ დაზღვეულების თითქმის 90%-ს ინფორმაცია არ აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში. გარდა ამისა, მედიაციის სამსახურს მხოლოდ მცირე დავების გადაჭრის შესაძლებლობა აქვს, ისიც რეკომენდაციის დონეზე. Continue reading


ოჯახის ექიმის მიმართ პრეტენზიები პერმანენტულად მატულობს

ისინი ფინანსურად მთლიანად სადაზღვევო კომპანიებზე არიანდამოკიდებულნი და ხშირად სწორედ მათ ინტერესს ატარებენ

ელზა წიკლაური

`ოჯახის ექიმი არ მაძლევს მიმართვას~, `ოჯახის ექიმმა მიმართვა იმ კლინიკაში და იმ ექიმზე მომცა, რომელსაც არ ვენდობი~, `ოჯახის ექიმი არ მინიშნავს ვიტამინოზურ მკურნალობას~- ასეთ საჩივრით `ბიზნეს-რეზონანსს~ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ჩართულმა ადამიანებმა არაერთხელ მიმართეს და დახმარება სთხოვეს. არადა, დადგენილი წესის მიხედვით, დაზღვეულმა ჰოსპიტალურ სექტორში ვიზიტამდე ჯერ ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, გამონაკლისი მხოლოდ მაშინ დაიშვება, თუ საქმე გადაუდებენ შემთხვევასთან გვაქვს.

ჩნდება კითხვა – როგორ მუშაობს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და გაამართლა თუ არა მან? მედიაციის სამსახურში ამბობენ, რომ დაზღვევა ამ კომპონენტის გარეშე წარმოუდგენელია და ამასთან დაკავშირებით, პროცესი უნდა გააქტიურდეს. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი სადაზღვევო საკითხებში ლევან კალანდაძეც, თუმცა მიაჩნია, რომ ჩვენთან ეს სტრუქტურა გაუმართავად მუშაობს და ოჯახის ექიმი ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის, არამედ სადაზღვევო კომპანიის ინტერესს ატარებს.

მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი კახა ხელაძე `ბიზნეს-რეზონანსთან~ საუბარში აცხადებს, რომ საჩივრების გარკვეული ნაწილი, რომელიც მის სამსახურში შედის, სწორედ ოჯახის ექიმს სერვისს ეხება. Continue reading


სადაზღვევო პრობლემების აღმოფხვრა კადრების ოპტიმიზაციამდე დავიდა

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კლინიკებისთვის კადრების გადამზადება საკუთარ თავზე აიღო

მაკა ხარაზიშვილი

სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ხარვეზების გამოსასწორებლად ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ კადრების ოპტიმიზაციას ახდენს.  სხვა ქმედითი ღონისძიებები, ჯერჯერობით, არ ჩანს. თუმცა, სადაზღვევო კომპანიებს სამინისტრო დაპირდა, რომ ახალი კლინიკებისთვის კვალიფიციური კადრების გადამზადებას თვითონ მოახდენს. კომპანიების წარმომადგენლები ჩივიან, რომ პროფესიონალი ექიმების დეფიციტია, შესაბამისად, დაბალი ხარისხის მომსახურების გაწევის შემთხვევაში ისევ სადაზღვევო კომპანიების იმიჯი შეირყევა.

ჯანდაცვის სამინისტრომ საკადრო ცვლილებები უკვე განახორციელა. რამდენიმე დღის წინათ შეიცვალა სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელი. ამჯერად, სააგენტოს მორის წამალაშვილის ნაცვლად, ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სააგენტოს ძველ კურსს გააგრძელებს და პარალელურად ბევრ სიახლეს დანერგავს.  ნადარეიშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არის პრეზიდენტის სტიპენდიანტი.  ასევე, დასრულებული აქვს ოქსფორდ-ბრიუკის უნივერსიტეტი. მას სოციალური კუთხით გარკვეული გამოცდილება აქვს, ვინაიდან მუშაობდა საერთაშორისო კორპორაცია `აიემსის~ სოციალური პროგრამების მართვის მენეჯერად. Continue reading